ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ძალზედ ახლოს იყო რაბიოს გაფორმებასთან მანამ სანამ მოლაპარაკებებში თავად “პსჟ” არ ჩაერთო. დღეისათვის კი მისი თავის კლუბში ხილვა რომას და არსენალსაც სურთ. თავად ფეხბურთელი კი პარიზული კლუბისგან ყველანაირ წინადადებას უარყოფს და სურს ახალი გუნდი უკვე იანვარშივე მონახოს. Tuttosport-ის მტკიცებით ბიანკონერი მართლაც ესაუბრა ფეხბურთელს და მის აგენტს, რომლებთანაც შეთანხმდა პირადი კონტრაქტის დეტალები. თავად ფრანგული მხარე კი ყოველმხრივ ართულებდა მოლაპარაკებებს რადგან კინგსლი კომანის წასვლის შემდგომ აღარ სურდათ მეორე ნიჭიერი მოთამაშის დაკარგვაც.

აქვე სასიამოვნო ინფორმაცია ბუფონთან დაკავშირებით, რომელიც სულ მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს კლუბთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტურინი არ ფიქრობს მომავალზე. გამომდინარე აქედან განიხილება ფლორენციული ფიორენტინას პირველი ნომრის ნეტოს ტრანსფერი. ერთ-ერთი ვარიანტი კი ჩეზენაში განათხოვრებული ნიკოლა ლეალია. ბრაზილიელ მეკარეს ივნისში უმთავრდება ხელშეკრულება იებთან და ამიტომ მაროტას და კომპანიას ყურადღებით მოუწევთ ყოფნა, თუ რეალურად სურთ მისი შეძენა.

Tuttosport-ის ინფორმაციით ევერტონი და საუთჰემპტონი კვადვო ასამოას ტრანსფერს განიხილავენ. მას შემდეგ რაც იუვეში პატრის ევრა ჩაირიცხა, რეალურად გაჩნდა იმის შანსი, რომ განელი დატოვებს ბებერ ქალბატონს. იანვარის ცივი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი, შესაძლოა ცხელი გახდეს ტურინელთათვის, რადგან ჯერჯერობით ვერ ხერხდება ახალი კონტრაქტების გაფორმება სებასტიან ჯიოვინკოსთან და სტეფან ლიხტშტაინერთან. გამომდინარე აქედან კლუბმა არ არის გამორიცხული მასიური გაყიდვები მოაწყოს.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino3969
9 years ago

https://www.youtube.com/watch?v=Q3LJovcUIXs არ მოგენატრათ ეს კაცი?
:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

giorgi mdivani
9 years ago

გაყიდონ ოღონდ კარგ ფასად და დაიმატონ ვინმე კარგი გარემარბი

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x