ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კაპელო : ” იუვეს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს ”

” იუვე – რომა “-ს დაპირისპირებას ვერ მოვნათლავთ ლამაზ მატჩად, რადგან შეხვედრაში იმდენი უხეშობა და უაზრო დიალოგები, რომ მან ყველაფერი გააფუჭა. იმედგაცრუებული ვარ რადგან ველოდი იტალიური ფეხბურთის ტოპ დონეზე დაბრუნებას. მეორე მომენტია ვინ როგორ ეგუება გამარჯვებას. არიან გუნდები, რომლებიც იმარჯვებენ და აგრძელებენ მოძრაობას წინ და იუვენტუსი ზუსტად ასეთია. როდესაც მილანის მწვრთნელი ვიყავი ჩვენს წინააღმდეგ ერთბაშად შვიდი გუნდი იბრძოდა სკუდეტოსთვის. ეხლა კი ტიტულისთვის იუვე, რომა და ნაპოლი , ხოლო სხვები უბრალოდ იმიტაციას ჰქმნიან ” – საუბრობს ჟურნალისტებთან ფაბიო კაპელო.

” საერთო დონე აპენინებზე მკვეთრად დაეცა. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონების გვერდით ვარჯიშობენ, მათგან ბევრ საჭირო თვისებას იძენენ და ხვეწავენ საფეხბურთო მახასიათებლებს. გუნდს რომელსაც არ ჰყავს ასეთი ლიდერები, ხდება საშუალო დონის მოთამაშეებისგან კოპირება, რამაც შეუწყო ხელი იტალიური ფეხბურთის დონის დაწევას. უცხოეთში კლუბები ორიენტირებულნი არიან ახალგაზრდა მოთამაშეების შეძენით, რომლებსაც ასწავლიან თუ რა არის გამარჯვებული მენტალიტეტის ქონა “.

” საბედნიეროდ ფინანსური კრიზისის პერიოდში იტალიურმა კლუბებმა აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეების შეძენაზე გადაიტანეს. ბოლო წლებში ჩვენს ლიგაში რეალურად ტოპ ფეხბურთელი ერთი მოვიდა და იგი კარლოს ტევესია ” .

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x