საუკეთესო იტალიელები იტალიის გარეთ
საუკეთესო იტალიელები არა მხოლოდ “იუვეში” და იტალიაში, არამედ მათ გარეთაც არიან, მე კი მაქსიმალურად ვეცდები წარმოგიდგინოთ ლეგიონერი იტალიელების საუკეთესო ნაკრები.
სალვატორე სირიგუ – საუკეთესო იტალიელი მეკარე, რა თქმა უნდა ლეგენდარული ჯიჯი ბუფონის ემდეგ!
დომენიკო კრიშიტო – რუსეთის საუკეთესო მცველი, ყოფილი “იუვენტინო”…
სალვატორე ბოკეტი – მორიგი იტალიელი მცველი რუსეთში, კვლავ ერთ-ერთი საუკეთესი მცველი თავის პოზიციაზე.
ანდრეა რაჯი – იტალიური საშუალო გუნდებიდან ფრანგულ “მონაკოში”, 30 წლის მარჯვენა მცველი ახლა ცენტრში თამაშობს და ეს მშვენივრადაც გამოსდის.
დავიდე სანტონი – ნაკრებიდან დაუფასებელი მცველი ინგლისში, რომელიც “ნიუკასლის” შემადგენლობაში უცვლელი წევრია.
მარკო ვერატი – იტალიის მთავარი იმედი…
ტიაგო მოტა – იტალიაში დაბერებული და საფრანგეთში აღიარებული, ნაკრებისთვის საჭირო ნახევარმცველი.
ალესიო ჩერჩი – გასულ სეზონში “ტორინოში” 13 გოლი და 10 ასისტი, “ატლეტიკოში” კი სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით თავს ვერ იჩენს.
ფაბიო ბორინი – “სანდერლენდიდან” “ლივერპულში” დიდი იმედებით დაუბრუნდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით როჯერსისგან შანსს ელოდება.
ჩირო იმობილე – გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი “ტორინოდან”, ჩერჩი – იმობილე იტალიის საუკეთესო დუეტი იყო, ახლა ჩირო გოლებს “ბორუსია დორტმუნდისთვის” იტანს.
მარიო ბალოტელი – ინგლისში “მილანიდან” დაბრუნებული თავს დიდი ვერაფრით აწონებს “სქაუზერებს”, იმედია ეს დროის ამბავია.
სათადარიგო სკამი : მანონე, კალდიროლა, დონატი, კრისტანტე, ჯაკერინი, პელე.
აქედან მართლაც დაუფასებელია სანტონი. რატო არ აძლევენ ამ კაცს შანს ვერაფრით ვხვდები! რითი ჯობია ქლიავი დე შილიო ამას? ალბათ მაგის ბაბუას გამოსყიდული ეტყობა მარცხენა ფლანგი.
ბოკეტის და რაჯის დუეტს რა ვუთხარი მე :დ
კვალიარელას კარგ ფორმას ყველა აღნიშნავს და უნდა დააბრუნონ ნაკრებში … შეუძლია თამაში მაღალ დონეზე – ყოველ შემთხვევაში თადარიგში რო გყავს ასეთი ფეხბურთელი იმედიანად ხარ
მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მას კონტე იუვეში იგნორირებას უკეთებდა ……
კონტემ კვალი გამოიძახა ამხანაგურებზე და ახლაც დააბრუნებს, იმობილე, ძაძა, გაბიადინი, პელე, კვალიარელა. ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტებია.
დავიდე სანტონი ამ ეტაპზე ჯობია ამ გამოშტერებულ დე შილიოს რომელმაც შეწყვიტა პროგრესი
პელემ გუშინ დუბლი შეასრულა ….