ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძაძა : ” ჩემი ერთადერთი მიზანი “იუვენტუსი”-ა “

სიმონე ძაძა ნამდვილად არ შედის იმ მოთამაშეთა რიცხვში, რომლებიც კომპლექსდებიან იმ კლუბის წინაშე, რომლის პოტენციურ საკუთრებაშიც იმყოფება. მან უკვე მეორედ მოახერხა ბუფონის კარის აღება : ” გოლი რომელიც გატანილია სამი უკანასკნელი სკუდეტოს მფლობელის კარში იმსახურებს ჯეროვან შექებას. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ თან სასუოლოს მოქმედი ფეხბურთელი ვარ და მაქსიმუმს ვიღებ საკუთარი გუნდის კეთილდღეობისთვის. გასახდელში მაროტა და პარატიჩი შემხვდნენ, რომელთაც პირობა მივეცი, რომ სხვა გუნდებსაც გავუტანდი ბურთებს” … არა ერთი ჭორი დადის, რომ სიმონე მილანში თამაშზე ოცნებობს, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში, მან სრულებით სხვა თემაზე ისაუბრა …

” ასპარეზობდე იუვეში არის ენით აუღწერელი სიამოვნება. ეს არის საუკეთესო კლუბი მათ შორის სადაც შეიძლება მოხვდე. შექმნილ სიტუაციაზე აუღელვებელი ემოციები მაქვს. დადებითად ვარ განწყობილი სასუოლოს მიმართაც და ასევე გამოვყოფდი 20 წლის ბერარდის და 23 წლის სანსონეს. თუმცა, განვმეორდები, რომ იუვე ჩემთვის არის ოცნება, ხოლო ტევესი ფენომენალური პიროვნება. ვის არ ესიამოვნებოდა მის გვერდით ასპარეზობა? თუ დავტოვებ იმ საოცნებო ადგილს, რომელმაც გამიღო ნაკრებისკენ გზა, მე აუცილებლად მივაშურებ ტურინს. კატეგორიულად მსურს უარყოფა იმ ფაქტის, თითქოს ვიძახდი და ვასაღებდი თავს მილანის ტიფოზად. ხაზი გაუსვით ყველგამ , რომ ჩემი ერთადერთი მიზანი არის ” იუვენტუსი ” “.

” თამაში უკვე დასრულდა და მისი შეფასების დრო დადგა. რეალურად შეგვეძლო მეტი ბურთის გატანა და გამარჯვების მოპოვება. ასეთი რამ მატჩის წინ, რომ მეთქვა ალბათ გიჟად ჩამთვლიდნენ. საბედნიეროდ იუვეს წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩავატარეთ. შეტევა მოწოდების სიმაღლეზე იყო და პრინციპში ეს ზონა ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარეა, როდესაც უკანა ხაზში გარკვეული პრობლემები გვაქვს. ამაში უკლებლივ ყველა ფეხბურთელს მიუძღვის ბრალი და მათ შორის ფორვარდებს. იუვეს წინააღმდეგ მთელმა გუნდმა ყველა ზონაში არაჩვეულებრივად იასპარეზა ” .

ახალგაზრდა და ამბიციური ძაძა ბუნებრივია ნაკრებზე ოცნებობს …

” პირველ რიგში აუცილებელია, რომ კონტემ განაგრძოს ჩემი გამოძახება ნაკრებში ასე უფრო მეტი შანსი მექნება მოვხვდე ევროპის ჩემპიონატზე. არ იქნება იოლი, თუმცა ვიცი საკუთარი შესაძლებლობების შესახებ და მიზანს აუცილებლად მივაღწევ ” .

წყარო: Spazio Juve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
9 years ago

ძაზა არის მარკო დი ვაიო – 2

delpieronedved
9 years ago

ეს ძაან ძლიერი მოთამაშეა იანვარშივე უნდა დააბრუნონ

vakhtang karchava
9 years ago

რამდენი წლისაა?

delpieronedved
9 years ago

23

Vega
9 years ago

ეს ძაძა ბერარდი და გაბი მომავალ წელს ძირითადში და იმენა ნახეთ დაგლიჯავენ ყველას ნაფლეთებად აქცევენ ვინც კი შეხვდებათ! მაგარი ბიჩებიააააა. და მოიყვანონ ინგლისიდან სანტონი მარცხენაზე დააყენონ, მარჯვენაზე დარმიანი. ვერტიც თუ ითრიეს იფ იფ მერე გენაცვალეეეთ

vakhtang karchava
9 years ago

საღოლ ძაძა!მაგარი ფორვარდი გვყავს,უკვე მზად არის იუვეში სათამაშოდ…ძალიან სახიფათოა,მომენტს არ უშვებს ხელიდან,შექმნაც შეუძლია და რაც მთავარია,მებრძოლია! :forza: :forza: :forza:

d a v i d
9 years ago

ძაძა შე მგელოოო :love: მომოვალი წლიდან გელით იუვეში :kenwvla:

————————ტევესი——————————–

—————–ძაძა————–მორატა———————

იფ იფ იფ :chuvak: :kenwvla:

Tornike Iosava
9 years ago

მევასება ეს ოხერი რაღაც კაი ფეხბურთელია და სასუოლო მევასება მაგრად მაგარი გუნდია და იუვეს მერე მაგრად ვბალეშიკობ სერია ა-ში რატო არ ვიცი მაგრამ მაგრად მესიმპატიურება და გამიხარდა რო ისევ სერია ა-ში დარჩაა :forza: :forza: :forza:

giorgi nefaridz
9 years ago

ise kai janiani biWia

Di Francesco # 1
9 years ago

:love:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x