ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ჩემი გუნდის მჯერა”

საბერძნეთში განცდილი მარცხის მიუხედავად, მასიმილიანო ალეგრის მისი შეგირდების სჯერა და “პალერმოსთან” მატჩს მოუთმენლად ელის : “ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიის ჩემპიონატში თამაში სულ სხვადასხვა რამაა.კალჩოში 6 გამარჯვება და 1 ფრე გვაქვს, ამით მოხარული ვარ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია ევროპაშიც გამოსწორდება.ათენში წაგებული მარცხის შემდეგ გაგვაკრიტიკეს, თუმცა ამ კრიტიკას მთლიანად მისაღებად არ ვთვლი, მართალია, პირველ ტაიმში ლამაზი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ მეორე ნახევარს მთლიანად ვაკონტროლებდით, არაერთი მომენტი შეიქმნა.პლეიოფში თამაშის შანსი ჯერ კიდევ არის, შესაძლებელია პირველ ადგილზე გასვლაც, დაკარგულად არაფერს ვთვლი, ბრძოლა წინაა.”

“მორატა ? – ოთხშაბათს მისი თამაში ძალიან მომეწონა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ძირითად შემადგენლობაში თამაში გარანტირებული აქვს.საწყის თერთმეტეულს უშუალოდ მატჩის დღეს შევარჩევ და არ დაგვავიწყდეს, რომ ჯიოვინკოც და კომანიც ჩემს განკარგულებაში არიან.ლიორენტეს გატანილი გოლები აკლია, გოლს კი შეუძლია, ფეხბურთელი ფორმაში დააბრუნოს, მაგრამ მისი გუნდური თამაში დამაკმაყოფილებელია.მომენტების რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად გვაქვს, შანსების მხოლოდ 25 პროცენტს ვიყენებთ.”

“ლაზარეთი ? – ლუკა მარონე მწყობრში ბრუნდება, ტრავმა მოიშუშა რომულომაც, რომელიც განაცხადში იქნება.”ოლიმპიაკოსთან” საპასუხო მატჩისთვის კასერესსაც ველით, კარგად მიდის ბარძალის რეაბილიტაციის პროცესიც.სამწუხარო ამბავი კი ისაა, რომ გუშინ პატრის ევრამ მიიღო ტრავმა, ფრანგი ჩვენთვის სერიოზულ ძალას წარმოადგენს.ბოლო 3 მატჩში 4 გოლი გავუშვით და ამით უკმაყოფილო ვართ, არადა, პირველ ხუთ შეხვედრაში მეტოქეს ჩვენს კართან მოახლოებაც კი  უჭირდა, დაცვაში შეცდომები უნდა გამოვასწოროთ.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

სიტისთან რო არ წააგო რომამ და ზენტტი რო გაანადგურა მანშინ კაი იყო? რომა რო გავიდეს ამ ჯგუფიდან და მერე რეალთან გამოვარდეს ბერლუსკონის ნაირები კიდე იგივეს იტყვიან
პირიქით შესაქებია რომა იმისთვის რასაც აკეთებენ, მართლა ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ იუვეს და ევროპაშიც ფაქტიურად უშანსო ჯგუფიდან რეალური შანსი აქვთ რო გავიდნენ
იუვესგან კიდე არაა გასაკვირი რო ჯგუფში ფორხილობენ, ჩვენი რეალური ძალა პლეიოფში გამოჩნდება, მთავარია გავიდეთ იქამდე და მემგონი გავალთ წვალებ წავალებით

nika chigladze
9 years ago

ალეგრიმ უეჭველი ტაქტიკა უნდა შეცვალოს. :juvee:

nika chigladze
9 years ago

ეგენი რომ ნამდვილი გულშემატკივრები იყვნენ იუვესაც მხარს დაუჭერდნენ ლიგაზე. მაგდენიც არ იციან იტალიას რომ ერხევა. თავად ბერლუსკონი გამოვიდა და თქვა თუ იუვე და რომა ვერ გავლენ ჯგუფებიდან ცუდად არის ჩვენი საქმეო. პორტუგალიას უნდა რომ წაგვართვას მეოთხე ადგილი ევროპაშიო.

vakhtang karchava
9 years ago

ჯობია 4-3-3 ითამაშოს დღეს,წინ მორატა-ტევესი-ჯოვინკო დააყენოს :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

კარგია რო ლეგენდებს ბოლომდე ენდობა ალეგრი, შეიძლება ერთი თამაში არ წაუვიდეს პირლოს მარა მეორჯერ მაინც უნდა ათამაშო რო ფორმაში შევიდეს
იგივეა ლორენტეც შეიძლება 10 თამაში ჩააგდოს ზედიზედ, მარა მაინც ამხელა ლეგენდაა სკამზე ჯდომას ხო არ აკადრებ?

პირლო – მარკიზიო – ვიდალი :love:
Juventus (3-5-2): Buffon, Ogbonna, Bonucci, Chiellini; Lichtsteiner; Vidal, Pirlo, Marchisio, Asamoah; Tevez, Llorente.

delpieronedved
9 years ago

ეს მილანის გულშემატკივრები რა დღეში არიან ნახეთ მაგათი დასაცინი ნეტა ვინაა. იუვენტუსი უნდ აგავიდეს სამივეს ვიგებთ :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x