ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტაკინარდი : ” პირლო უნდა დაემშვიდობოს ნაკრებს ”

ალესიო ტაკინარდის მოსაზრებით ანდრეა პირლოს უკვე ფიზიკურად აღარ შეუძლია ნაკრებშიც და გუნდშიც თანაბრად კარგად ასპარეზობა. ოლიმპიაკოსთან ჩატარებული მატჩის შემდგომ პირლო კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა საშინელი ასპარეზობის გამო. ბიანკონერის ექს ვარსვკლავის თქმით, მაესტრო არ უნდა დაბრუნებულიყო ნაკრებში …

” ანდრეა აბსოლიტური ჩემპიონია, მაგრამ მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. როდესაც დაიწყება საერთაშორის მატჩები მას შეეძლება ვინოვოზე დარჩენა და ბატარეების გადატვირთვა. დღეისათვის კარგად ჩანს, თუ როგორია პირლო სანაკრებოს შეკრების შემდეგ. იგი ბოლომდე არის გამოწურული. იმისათვის, რომ კლუბში მაღალ დონეზე გაეგრძელებინათ კარიერა თავის დროზე ალესანდრო ნესტამ და ფრანჩესკო ტოტიმ დაასრულეს სანაკრებო მატჩებში მონაწილეობის მიღება. ფეხბურთელები რობოტები არ არიან და მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ასეთი ფიზიკური კონდიციების გაძლება. მათ ისედაც დიდი პასუხისმგებლობა აწევთ კისერზე “.

” ევროპა ? იუვენტუსი იქ ისევე უნდა ასპარეზობდეს, როგორც კალჩოში, სადაც მეტოქეს 90 წუთის განმავლობაში ამყოფებენ აგრესიული პრესინგის ქვეშ. ბერძნების წინააღმდეგ პირველი 45 წუთის მანძილზე გუნდს უბრალოდ ეძინა და შედეგად მეორე ტაიმში გამოღვიძება აღარ აღმოჩნდა საკმარისი. მათ ეს სრული 90 წუთის მანძილზე თუ არ შეასრულეს, მაშინ ქვე ჯგუფიდან გასვლა უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება. დღეისათვის ვფიქრობ მათ ხელემწიფებათ მეოთხედ ფინალში გასვლა. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ბაიერნი, ბარსელონა და რეალი მიუღწეველი წერტილებია და თავს ზემოთ ძალა არ არის. ევროპაში საფეხბურთო დონემ მკვეთრი ზრდა განიცადა, როცა სერია ა-ში იგი რეგრესისკენ წავიდა. თუ გუნდი ვერ აუწყობს ლიგას ფეხს, მაშინ პროგრესი უნდა დავივიწყოთ ” .

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

28 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

მარტო პირლოს არ უნდა დაბრალდეს ეხა ყველაფერი.. ჯერ ერტი ასაკშია და ტრამვის მერე სანაკრებო შეკრებაზეც იყო და ამის მერე წესიერ კონდიციებში მოსვლა რა რთულია ალბათ აზრზე ხარტ… ვიდალიც ვერ ერი ჩვეულ ფორმასი, ტიტქოს გოლები კი გაიტანა მარა ზველი ვიდალისგან შორსაა მაინც… ლორენტე კაია მარა, მე მორატაას მივცემდი შანსს, სერიაში ტუ არ მიაჩვია ეგ ბიწი ტამაშს, გამოვა რუ სულ ტყუილად გადავყარეთ ეგ ფული…. ეს ევრა იმედია სულ არ გამოვა მაგ ტრამვდან, მაგას ასამოა ჯობია 100ჯერ

DeL_PieRoOo
9 years ago

:forza:

nika chigladze
9 years ago

მაშინ 4 ნახევარმცველით უნდა ითამაშოს რაც ძალიან მინდა წარმოიდგინეთ ოთხივე ერთად რა მაგარი იქნება. ასამოა და პერეირა ზამენაზე ეყოლებათ. მაგრამ ესენი არ ეშვებიან 3-5-2-ის თამაშს. ბაზარი არ არის პირლოს დიდ პატივს ვცემ მაგარია მაგრამ მაინტერესებს თქვენ ვის დააჯენდით სკამზე ამ ოთხი ნახევარმცველიდან.

giorgi nefaridz
9 years ago

პირლო კი არა ნახევარი გუნდი არ იყო ფორმასი. თანდათან შევლენ გუშინაც გამოჩნდა თუნდაც ნანდოს მაგალითზე მიუხედავად იმისა რომ გოლი გაიტანა სხვა მომენტებშიც კარგი იყო, არტუროც ჩადგება ფორმაში ასამოაც ბევრად უკვეთესი იყო არ უნდა დასვას ალეგრიმ სკამზე ფორმა არ დაააკარგვნოს, ყველაზე სტაბილურები ტევესი მარკიზიო პოგბაა ამ სეზონში, ძირითადად მათი კარგი თამაშითაა ეს მოგებები. ყველა რომ ფორმაში შევა მერე მართლა კარგ სანახაობას გვაჩუქებენ :forza:

vakhtang karchava
9 years ago

პირლო ფასდაუდებელი ფიგურაა გუნდისთვის,მარტო ახალები რამდენს ისწავლიან მისგან,კარგია მის გვერდით რომ იზრდება პოგბა…აი ვერატიც რომ მოიყვანონ რამდენად კარგი იქნება მისთვისაც,იუვენტუსისთვისაც და ნაკრებისთვისაც,პირლოს გვერდით მართლა მაგრა გაიზრდება ეს ბიჭი…

Di Francesco # 1
9 years ago

ალეგრი დარწმუნებულიც რო იყოს რო პირლო კარგად ვერ ითამაშებს მაინც ვერ გარისკავს მის სკამზე დასმას
ალეგრის ურჩევნია პირლო ათამასოს და ისე გააკრიტიკოს ხალხმა ვიდრე პირლო არ ათამაშოს და ასე შეხვდეს კრიტიკა
პირლოს სკამზე დასმის სემთხვევაში ნებისმიერი წარუმატებლობა დაბრალდება ალეგრის მარტო იმის გამო რო პირლო დასვა სკამზე, პირლოსთან ერთად კიდე უფრო ნაკლებად გალანძღავენ თუ ვერ ვითამაეთ კარგად, მარა მე მაინც მგონია რო ალეგრი სეზონის ბოლოს ყველას გააჩუმებს
მთავარია ჯგუფიდან გავძვრეთ და მერე გამოჩნდება ალეგრი რა დონის ტრეინერია დარწმუნებული ვარ ორ მატჩიან დაპირიპირებაში ნებისმიერს დაანგრევს, მაურინიო და გვარდიოლა რაც შეიძლება შორს უნდა შეგვხვდეს და იქამდე მაქ ალეგრის იმედი

9 years ago

ხო კარლო ანჩელოტის მიანგრევს კიდე განსაკუთრებულად :lool:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to 

კარლო ანჩელოტამდე რეალი დგას და იმ რეალთან იუვეს კაი გამოცდილება აქ, შარშანაც მსაჯმა წაგვაგებია თუარა თამაშით კარგად ვეთამაშეთ

nika chigladze
9 years ago

მარკიზიო საუკეთესოაო. პირლომკი უნდა გადაინაცვლოს სკამზე.

Di Francesco # 1
9 years ago

ფეხბურთელების შეფასებები ამინტერესებს თუ დაიდება, მარკიზიო დაასახელა ბევრმა საუკეთესოდ და კიელინი – პირლო გამომილანძღეს :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

arseni
კარგია :chuvak: მეც რიკელმეს გამო ვქომაგობდი, რიკელმე და ფიგუ მყავდა ამოჩემებული ადრე, არაიტალელებიდან ყველაზე მეტად მაგ ორს ვქომგობდი, მეკარეებში ბარეტზს
ნილმარიც მაგარი იყო და კაპდევილაც

Di Francesco # 1
9 years ago

ფერადკანიანი რო იყო კიდე ცენტრში ბორხასთან ერთად ისიც მაგარი იყო, არსენალთან უნდა მოეგოთ მაშინ

arseni
9 years ago

სენა იყო … სანეთის ნაკრბმა აიყვანა მერ

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  arseni

მარკო სენა კი კაი იყო

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Dutch

:italy:

Di Francesco # 1
9 years ago

arseni
ნაკრებში ხავი კიარა კასილიასი ანებებდა, სწორი იქნებოდა კასილიასი რო წასულიყო?
პირლო რო წავიდეს პაროლოების და ტიაგო მოტების იმედად დატოვოს ნაკრები?
რეალურად 4 მაღალი კლასის ნახევარმცველი გვყავს, პირლო – მარკიზიო – ვერატ და დე როსი, მონტოლივოც არაა ამათი დონის, ხავის კიდე ბევრი შემცვლელი ყავს ნაკრებში

თან პირლო წასული იყო და კონტემ დააბრუნა, რა შუაშია პირლო? კონტემ დაურეკა და უთხრა მჭირდებიო და ამას რა ექნა? უარი რო ეთქმა მე ის უფრო მეტად არ მომეწონებოდა

arseni
9 years ago

1juve … !
ვილიარეალს ჯუზ როსის და უფრო ადრე ხუა რომან რიკელმეს ხათრითაც ვქომაგობდი

arseni
9 years ago

პირლო ძალია სუსტად გამოიყურება ბოლო პერიოდში და არა მგოია ძველი კონდიციბი დაიბრუნოს … ამიტომ ჯობია აქედანვე დაიწყონ ახალ სტრატეგიაზე ზრუნვა … უნდა მიეჩვიონ მის გარეშეე თამაშს /
იუვე 2 საყრდენით უნდა გამოვიდეს აწი თორემ შედეგი ისვ 0 იქნება ევროპაში

Di Francesco # 1
9 years ago

რას მიხვდა ხავი? ხავის მიახვედრეს, მაგის ინტერვიუ ვნახე სადაც იძახოდა რო ყველაფერს გავაკეთებს სასტავში დასაბრუნებლადო და კიც ითამაშა კლასიკოში ჯერ ერთი ხავიზე უკეთესი ვინ ყავს ბარსას, რაკიტიჩები და შმაკიტიჩები? მარკიზიოს ჩემზე მეტად მემგონი არავინ არ ქომაგობთ მარა პირლოს ნახევარი არაა, ღირსეულად რო ცვლი პირლოს იმას არ ნიშნავს რო მეორე პირლო ხარ, პირლოს ღირსეუალდ შეცვლა ნიშნავს მის მეათედს რო აკეთებ მოედანზე, და მეათედზე მეტს კი აკეთებს მარკიზიო ფიზიკურ სისუსტეს რას უძახით? ვერ დარბის? თუ ორთაბრძოლებს აგებს? ჯერ ერთი ნახეთ სტატისტიკა და მიხვდებით რო დარბის და მერე მეორე ან როდის დარბოდა პირლოდ ან რაში ჭირდება სირბილი? პირლომ და კონტემ სექმნა იუვე და… Read more »

arseni
9 years ago

ხავი ნაკრებთან დაკავშირებით ….

Di Francesco # 1
9 years ago

arseni მაგი ტაკინარდის კითხე თუ უყურებია პირლოს თამაშზე? რა შუაშია მე ვისზე მიყურებია, პირლოზე რო სისულელეს იყვის კაცი უნდა მიხვდე რო სისულელეა რაცარუნდა დიდმა ფეხბურთელმა თქვას კი მიყურებია იუვეშიც და იუვედან რო წავიდა მერედაც, ვილიარეალსაც ვქომაგობ დღეს, შენ გიყურებია იუვედან წასვლის მერე? დელ პიეროს თამაშებს უყურებ? ჯულიო დონატებს და კალდიროლებს ვქომაგობ ბუნდესლიგაში და ტაკინარდიზე მეუბნები შენ რო მე მაგას არ ვაფასებ? მისნაირები აკრიტიკოსთქვა რო ვთქვი ნახევრად ხუმრობით, შენ თუ მისნაირებში ცუდი ფეხბურთელი იგულისხმე ჩემი პრობლემა არაა, მე მისნაირებში ვიგულისხმე კარგი ფეხბურთელები რომლებიც უნდა გაკრიტიკდეს როცა საჭიროა და პირლოსნაირი ლეგენდები შეიძლება გააკრიტიკოს პირლოზე დიდმა ლეგენდებმა და მაგნაირს ბევრს ვერ ვხედავ ვერც… Read more »

arseni
9 years ago

ბუნებრივია …
პირლოს ფიზიკურად აღარ შეეუძლია გაწვდს ამდენს … ხავი მიხვდა ამას და წავიდა …

Di Francesco # 1
9 years ago

ისე ლორენტეს მე ჩავუწოდე კუთხური? პირლოსგან რას ითხოვენ? ბურთი ვერ დაიჭირა თუ არაზუსტი პასები გააკეთა? ლიხშტაინერს რატო აძლევს სულ სახუფათო პასებს? იმიტორო ლიხშტაინერი იხსნება სახიფათოდ, ვინც სად ეხსნება იქ აკეთებს პასებს, პასის სიზუსტე დაეკარგა თუ მოედნის ხედვა?

პირლო არი იუვეს მთავარი ლიდერი და საერთოდ პირლო დღეს მთავარი ლეგენდაა იტალიური ფეხბურთელის, ბუფონთან ერთად, ტაკინარდიმ კიდე მისნაირები აკრიტიკოს :chuvak:

arseni
9 years ago

ტაკინარდის თამაშზე გიყურებია ?

Di Francesco # 1
9 years ago

შარშან არ ჩაუგდია პირლოს თამაშები? წელს რატო აკრიტიკებენ? იმიტორო პირლოს თამაშების ჩაგდება დაემთხვა იუვეს ჩავარდნას, არავისგან არ ესწავლება პირლოს როდის და რას უნდა შეეშვას, ერთ ჯარიმას შეაგდეს მომავალ თამაშებში და ყველა გაჩუმდება

| Newsphere by AF themes.
28
0
Would love your thoughts, please comment.x