ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს

ვარჯიშის შემდგომ ჯანლუიჯი ბუფონი გულშემატკივრებს Twitter-ის მეშვეობით გაესაუბრა. მთავარი კითხვები ბუნებრივია მის მე-500 მატჩს ეხებოდა შავ-თეთრი მაისურით …

როდესაც კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებოდი გიფიქრია, რომ 500 შეხვედრას გამართავდი იუვეს მაისურით?

” ვერც კი ვიოცნებებდი თავის დროზე, თუმცა ბუნებით ოპტიმისტი ვარ “.

ჯიჯი როგორ ხარ? როგორი შეგრძნებაა დაიცვა იუვეს კარი 500-ჯერ? შენ საუკეთესო ხარ !

” მომაკვდინებლად სასიამოვნოა, თუმცა წინ კიდევ არა ერთი შეხვედრა გველის ” .

გამარჯობა ჯიჯი, რომელ ფეხბურთელთან ერთად გსურს ასპარეზობა ვისთანაც ჯერ ერთ კლუბში არ გითამაშია?

” ბუნებრივია ზინედინ ზიდანთან ” .

რისი იმედი უნდა ჰქონდეს წელს ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს?

” მინიმუმ მეოთხედ ფინალში გასვლაზე, ხოლო შინაურ ასპარეზზე ტიტულის დაცვა ” .

რას გრძნობს კაპიტანი თავის მე-500 მატჩში, რომელიც უკანასკნელ წამებზე დათმო?

” არა აქვს მნიშვნელობა მე-500 არის იგი თუ მესამე, მარცხი ყოველთვის საშინელია ” .

რომელ მატჩს იხსენებ ყველაზე სასიამოვნოდ?

” რა თქმა უნდა ნახევარფინალურ დაპირისპირებას რეალის წინააღმდეგ ” .

ყველაზე მეტად რომელ ფეხბურთელს უფრთხი პენალტის შესრულებისას?

” არასოდეს მიასპარეზია მესის წინააღმდეგ ამიტომ კრისტიანო რონალდო ” .

შენს ძალებში რომ შედიოდეს რას შეცვლიდი კარიერაში?

” არაფერს, თუმცა არცთუ ისე მარტივი გადაწყვეტილებები მაქვს მიღებული. თუმცა, როდესაც უკან ვიხედები ვხვდები, რომ ყველაფერი ისე არის როგორც უნდა იყოს ” .

რას მისცემდი ლიგაზე გამარჯვებისთვის?

” 200 შეხვედრას 500-დან ” .

რატომ ვთამაშობთ ასე ცუდად ლიგაზე მეტოქის მინდორზე? დიდი მადლობა ჯიჯი !

” ვფიქრობ რწმენა გამარჯვებებს მოაქვს. აპენინებზე ამის პრობლემა არ გვაქვს, თუმცა ევროპაში ჯერ ვერ ვიპოვეთ საკუთარი თავი ” .

ჯიჯი, როგორც ლიდერი და კაპიტანი, რას ეუბნები ახალწვეულებს? დიდი მადლობა კაპიტანო !

” ვურჩევ მალე მიხვდნენ თუ სად მოხვდნენ და რას ნიშნავს ატარებდე იუვენტუსის მაისურს ! ” .

იუვეს მაისურით, რომელი ტიტულია ყველაზე ემოციური?

” 2002 წლის სკუდეტო, რომელიც სრული მოულოდნელობა იყო ყოველი ჩვენთაგანისთვის ” .

რას გააკეთებ როდესაც კარიერას დაასრულებ? დარჩები ტურინში მწვრთნელად თუ უბრალოდ დაისვენებ ფეხბურთისგან?

” მთავარია, რომ ბედნიერი ვიყო ” .

500 მატჩი იუვეს მაისურით. რას ნიშნავს ეს ყოველივე დღეს შენთვის?

” უსაზღვრო სიამაყეს. იუვენტუსის მაისური – ეს არის ცხოვრების სტილი ” .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

აი ჯიჯი 100% ხარ :forza: :forza: :forza: დროზე უნდა მიხვდნენ ახალგაზრდები თუ სად მოხვდნენ…..

vakhtang karchava
9 years ago

ძმებო იუვენტინოებო!ზედმეტ ტრაგედიას ნუ შევქმნით მოვლენებისაგან.ამაზე უარესიც გაგვმართნია!სწორად გავიაზროთ შექმნილი სიტუაცია.პირველ რიგში მინდა შევეხო ანიელებს,არა მგონია ვინმეს უფრო მეტად გვიყვარდეს იუვენტუსი,ვიდრე ანდრეას და თუნდაც ელკანს,ყველა პატივს ვცემთ მგონი დიდ ჯანის,რომლის სიყვარულმაც განაპირობა იუვეს დიდ გუნდად ჩამოყალიბება.მისი მემკვიდრეობა იუვეს სახით არის ყველაზე დიდი დანატოვარი მემკვიდრეებისთვის და ამაში სადავო მგონი არაფერია.მემკვიდრეებიც თვითონ შეარჩია,ჯონის და ანდრეას მონდომებით შეიქმნა ახალი იუვენტუსი,რომლებმაც ღრმა კრიზისიდან ამოიყვანეს კლუბი და ამის დაუნახავობა უმადურობა იქნება მგონი!3წლის წინ ვინ წარმოიდგენდა,რომ გუნდი დაიბრუნებდა ღირსებას და მით უმეტეს რეკორდებს მოხსნიდა!დღეს რომ სუპერ შედეგებზე გვაქს პრეტენზია ესეც მათი დამსახურებაა.რათქმა უნდა კონტეს წვლილიც განუზომელია ამ საქმეში,მაგრამ ვინ მოიყვანა ისიც?!ბევრს პრეტენზია აქვს კონტეს მიმართ სანახაობა… Read more »

nika chigladze
9 years ago

:forza: :forza: :forza:

vakhtang karchava
9 years ago

ჯიჯი გილოცავ!დიდი ადამიანი და ლიდერი,ვებერთელა წვლილი აქვს გუნდის წარმატებაში!როდესაც ბუფონი გეგულება უკან მეტი თავდაჯერებული ხარ,სამწუხაროა რომ ჩაუმწარეს იუბილე,თუმცა ჯიჯის ოცნებაა ასწიოს ლიგის თასი და იმედი მაქვს მიაღევს ამას,წარმატებებს გისურვებ…რამდენი ვიფიქრე მაგარამ ვერ მოვუძებნე ზედმეტსახელი,პინტურიკიო,მაესტრო,ავოკატო…ჯიჯიც ღირსია იწოდებოდეს განსაკუთრებულად…იქნებ დამეხმაროთ:))) :forza: :forza: :forza:

9 years ago

:love: :kiss:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x