ტურინის ” იუვენტუსის ” ქართულ ფან კლუბს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა !!!
ტურინის „იუვენტუსის“ ქართულ ფანკლუბს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა.
ერთწლიანი არაოფიციალური საქმიანობის შემდეგ, ტურინიდან შესაბამისი დოკუმენტი მოვიდა, რომლის თანახმადაც, „ბიანკონერის“ ქართული ფანკლუბი DOC-ის (კლუბის მთავარი ოფიციალური ფანკლუბი, რომელიც კოორდინირებას უწევს კლუბის სხვა ოფიციალურ ფანკლუბებს) წევრი გახდა.
ამიერიდან თითოეული აქტიობა, რომელსაც „იუვენტუსის“ ქართული ფანკლუბი გაწევს, ასოცირებული იქნება მთავარ ფანკლუბთან, რომელმაც რამდენიმეთვიანი დაკვირვების შემდეგ გადაწყვიტა, საკუთარ ოჯახში ქართველი ქომაგების დაშვება აღარ გადაედო და ახალი სეზონისთვის უკვე ოფიციალური სახე ჰქონოდათ.
ამჟამად ტურინის „იუვენტუსის“ ოფიციალურ ქართულ ფანკლუბში 93 წევრი ირიცხება, თუმც პერიოდულად ახალი წევრების მიღებაც მოხდება. კერძოდ, ქართულ ფანკლუბს თვეში ერთხელ შეეძლება მთავარ ფანკლუბში ახალი ქომაგების სიის გაგზავნა.
Martla mec minda gawevrianeba 24 welia juves fani var,dadet ra informacia gawevrianebis shesaxeb
მსურველთა საყურადღებოდ!!!
DOC-ში დეკემბრის თვემდე ვაპირებთ გაზრდას,
საჭიროა თითოეული თქვენგანის:
1.ელექტრონული ფოსტა
2.გვარი
3.სახელი
4.დაბ.თარიღი
5.ადგილი
6.პირადი ნომერი
7.ამჟ. საცხოვრებელი ადგილი ქალაქი
8. მისამართი
9.საფოსტო ინდექსი
10.მობ ნომერი
11.სახლ. ნომერი
ეს მონაცემები მოგვწერეთ ინგლისურად და იმ თანმიმდევრობით როგორც აქ წერია.Juventus@presidency.com
ესეიგი ხალხნო ყველაფერი დეტალურად დაიდება აქაც და ფეისბუქზეც Juventus Fan Club Georgia-ზეც.. ძალიან მაგარი ინფოა რადგან ძალიან დიდ გასაქანს მოგვცემს იუვეს ფანებს ეს ამბავი.. უკვე დიდი იუვენტუსის სახელით შეგვეძლება ვილაპარაკოთ…
გილოცავთ ყველას, ძალიან მიხარია, 20 წელზე მეტია რაც იუვეს ვგულშემატკივრობ, კონკრეტულად 22 წელი, მაგრამ რამდენიმე საკითხში გაგვარკვიეთ ძალიან გთხოვთ:
1. რატომღაც მახსოვდა, რომ ოფიციალური ფანკლუბის სტატუსი ცოტა უფრო ადრე იქნა მინიჭებული, რამდენიმე თვით ადრე. თუ ის, ადრინდელი, საიტს მიენიჭა და ეხლა უშუალოდ ფანკლუბს მიენიჭა?
2. ასევე მაინტერესებს ფეისბუქზე არის ორი გვერდი ForzaJuve.Ge, რომელსაც ეს საიტი აქვს მითითებული და მეორე Juventus Fan Club Georgia, რომელსაც საიტი მითითებული აქვს myjuventus.ge. გთხოვთ გაგვარკვიოთ დეტალურად, რადგან ფეისბუქის ამ ორ გვერდზე დევს ერთიდაიგივე ინფორმაცია.
ვთხოვ იმ ადამიანებს, ვისაც ეს საკითხები ეხება გაგვარკვიონ გულშემატკივრები და აგვიხსენით გაწევრიანების საკითხიც, რა არის გაწევრიანებისთვის საჭირო.
წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისთვის
ესე იგი ის სტატუსი რომელიც მოგვენიჭა იყო ერთადერთი ანუ შეიქმნა დარეგისტრირდა საქართველოში არაკომერციული იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბი ორგანიზაცია.. ხოლო ეხლა რა სტატუსიც მოგვენიჭა ეს არის საერთო ინტერნაციონალლური სტატუსი.. უკვე დიდ იუვესთან ვართ დაკავშირებული თითოეული ჩვენი აქტივობა უკვე ჟარგონი რომ ვიხმარო იუვენტუს ტურინის მიერაა ხელდასმული.. :დ ხოდა რაც შეეხება გაწევრიანებას ვიქნებით ოპერატიულები და ერთს გეტყვით რომ ყოველი თვის ბოლოს ახალი შემატებული წევრების სიას ვაგზავნით რომელშიც თითოეული თქვენგანი მოხვდება ის პირობები დაგაკმაყოფილებთ რაც დოკს აქვს.. ანუ რაგაც დეტალებია რომლებსაც იუვე ითხოვს.. ხოდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ აქაც და ფეისბუქზეც დაიდება ოპერატიულად ინფო და ყველაფერს დეტალურად გაიგებთ… ისე კი ძალიან მიხარია ესეთი აქტიურობა რომაა რაც… Read more »
14 წელია იუვეს ფანი ვარ როგორ გავწევრიანდე
??????????????
რა არის საჭირო გასაწევრიანებლად? მოკლედ გაგვაცანით წევრის მოვალეობები რა
არ აღვნიშნოთ მერე? თითომ თითო და რამე

mec minda gawevrianeba