ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საკადრო პრობლემები ბერძნებთან დაპირისპირების წინ

ემპოლის დამარცხება კი სასიამოვნო ეპიზოდი იყო, თუმცა თამაშის შემდეგ იუვეს ლაზარეთი კიდევ ორი ფეხბურთელი გაიზარდა. ჯორჯო კიელინისთან შეჯახებისას ანჟელო ოგბონა დაშავდა, რომელმაც მოედანზე ადგილი სტეფან ლიხტშტაინერს დაუთმო, ხოლო მატჩის მიწურულს ძლიერი ტკივილი იგრძნო მუხლის არეში კვადვო ასამოამაც. დიდია შანსი, რომ ორივე ზემოთხსენებული ფეხბურთელი ვერ დაეხმარება გუნდს ოლიმპიაკოსთან შეხვედრაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევრა და ბარძალი ტრავმირებულნი არიან, ხოლო მათ ცოტახნის წინ ლუკა მარონეც მიემატა, ტურინელებს დაცვის ცენტრალურ ზონაში მხოლოდ ბონუჩი და კიელინიღა დარჩათ. კასერესის სარეაბილიტაციო პერიოდი დაგეგმილი ტემპებით ვითარდება, თუმცა რამდენად შეხვდება იგი მატჩს კარგ ფიზიკურ კონდიციებში მეორე საკითხია.

20 thoughts on “საკადრო პრობლემები ბერძნებთან დაპირისპირების წინ

  1. ეგრე დარწმუნებულები ნუ იქნებით რომ მოუგებთ ოლიმპიაკოს იუვეს ლიგაზე ყველასთან უჭირს და მძიმე ბრძოლა იქნება ესეც

  2. მარა ცოტა ნელა ალეგრიმ ჩვენ გვისმინოს :givi: ისე ეს მწვრთნელი ძაან კარგად მახსოვს მილანში როცა გუნდს არაფერი გამოსდიოდა რისკზე მიდიოდა ხოლმე მარა ამას იუვეში არ აკეთებს.ყველაფერში კონტეს ბაძავს 1)ტაქტიკა იგივე 2)ცვლილბებს თითქმის იგივენაირად აგვიანებს 3)რისკზე არ მიდის თითქმის არასდროს თამაშის მსველობისას ტაქტიკის შეცვლას ვგულისხმობ.ცუდ ფორმაში მყოფ ლორენტეს რო აყენებდა და გუშინ როგორც იქნა მორატა დააყენა.ეგრე იყო ვუჩინიჩზე გადაკიდებული კონტე.მაგრად მევასება ეს ლორენტე მარა თამაშს ძაან ანელებს ტო 3 თავდასხმელით რო გვეთამაშა აი მანდ მაგრად ჩაჯდებოდა.საცოდავი ტევესი გეგონება მარტო თამაშობსო, აი წინა წელს სულ სხვანაირად იყო საქმე ლორენტე უფრო ცოცხალ ფეხბურთს თამაშობდა ასე რომ ვთქვათ.

  3. არც ისე კარგ ფორმაში მყოფ იუვეს ფეხბურთელები დააკლდება.ძაან ცუდ სიტუაციაში ვართ ბრატცი მეტოქეს ფრეც აწყობს.ჩაკეტილი თამაში იქნება.4 4 2 ტაქტიკით ხომ არ აჯობებს გვეთამაშა და სადღაც 55ე 60ე წუთზე თუ არაფერი გამოგვივა 4 3 3.

  4. ჩემი აზრით ესე იქნება
    ლიხტა ბონუ ჯორჯო პერეირა ან პადოინი
    პირლო ვიდალი მარკიზიო პოგბა
    მორატა ტევესი
    და საერთოდ მეტი არც უნდა დაჭირდეს ოლიმპიაკოსს.
    გააჩნია რა ტაქტიკით ითამაშებს

  5. ტურის მოთამაშე თუ არა მინიმუმ სიმბოლურ გუნდში მოხვდება, კიდე ერთი ორი ტური მასეთი და მე მართლა მგონია რო კონტე დაუძახებს

  6. დე ჩელიე აქამდეც ფაფხურობდა და ხშირად მითქვია რო ახლა კარგ ფორმაშიათქვა მარა გუშინ რო იამაშა ისეთი დე ჩელიე მე არასდროს არ მინახავს, არანაირი შიში და მორიდება არ ეტყობოდა, ასეთი თავდაჯერებული არასდროს არ ყოფილა და მე ყველაზე დიდ მინუსად მაგას ვუთვლიდი რო ყოველთვის შიშით აკეთებდა ყველა მოქმედებას
    გუშინ მართლა ვერ გააჩერებს, ცხენივით დარბოდა

  7. მოკლედ საკადრო პრობლემები ალბათ სეზონის ბოლომდე გაგრძელდება .. ამიტომ იანვარში უნდა გააძლიერონ გინდი – ადგნენ და პაოლო დე ჩელიე დააბრუნონ პარმადან – მშვნეიერ ფორმაშია – გუშინ ინტერს დუბლი შეუსრულა + კარგი ვინგერია – ევრას გამოცდილებით და კლასით ჩამოუვარდება და ასამოას ფიზიკით, მაგრამ პირველი უკვე ბებერია და მეორე წელს საერთოდ ვერ არის ფორმაში .. ამიტომ პადოინი პარმას დაუთმონ და დე ჩელიე დააბრუნონ

  8. მე ეჭვი აქვს ასე დააყენებს

    ლიხტი—ბონუ—კიელინი

    პერეირა-მარკიზიო-პოგბა-ვიდალი-პადოინი

    ტევესი——-მორატა

    არ მკითხოთ ეხლა რატომ, მაგრამ ეგრე ვფიქრობ ))

  9. __________________________________ბუფონი____________________________

    ლიხშტაინერი______________ბონუჩი_________ვიდალი_____________კიელინი

    ____________________პოგბა_________პირლო________მარკიზიო____________

    __________________სება___________მორატა__________ტევესი____________

  10. ხოდა დააყენოს რომულო მარცხენა მცველად და გადავიდეთ 4-3-3 ან, კიელინი გადაწიოს მარცხნივ და ცენტრში ვიდალი დააყენოს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.