ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისწინა პრესსკოფერენცია

ტურინის ” იუვენტუსის ” მთავარი მწვრთნელის მოსაზრებით, ხვალინდელ შეხვედრაში მის გუნდს გამარჯვებისთვის მყარი ნერვების და შეუპოვარი ხასიათის გამოვლენა მოუწევს: ” დარწმუნებული ვარ იმავე სტილში იასპარეზებენ, ჩვენ კი გაცილებით უკეთესად უნდა წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი, რადგან ათენში უამრავი ტაქტიკური შეცდომა დავუშვით, რისი უფლებაც ტურინში აღარ გვაქვს. ჩვენს განკარგულებაში იქნება 95 წუთი და ამიტომ არ ღირს ნერვიულობა. საჭიროა ზუსტ დროს მომაკვდინებელი დარტყმის განხორციელება. უნდა ვისწავლოთ დროის სასიკეთოდ გამოყენება. სწორედ ასე მივაღწევთ სასურველ შედეგს “.

” ანგარიში ? – მთავარი გამარჯვებაა და მაქსიმალურად შევეცდებით ანგარიში ორ ბურთიან სხვაობამდე გავზარდოთ. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატება არ იქნება იოლი და უმჯობესია კონცენტრირება მოვახდინოთ გამარჯვებაზე და უკვე შემდგომ შევხედოთ ანგარიშს “.

” ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც საბერძნეთში გამართულ დაპირისპირებაში უკეთესად მეორე ტაიმში გამოვიყურებოდით, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რეალურად კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც ძალუძს საჭირო რეაგირების განხორციელება. ჩემი მიზანია თითოეულ მატჩში გამარჯვების მოპოვება და თითოეული ტაიმის სასურველი შედეგით დასრულება, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება ასე. ჩვენ უკეთ გამოვიყურებით მეორე ტაიმში და ეს რა თქმა უნდა კარგია, მეტოქე კი როგორც წესი ისეთივე აქტიური აღარ არის ხოლმე ” .

დღეს, გულშემატკივრები აქტიურ როლს ითამაშებენ მოედანზე. აქამდე მათი მხარდაჭერა ფანტასტიური იყო, თუმცა დღეს ფინალის ტოლფასი მატჩი გველის. ბუნებრივია იქნება ეპიზოდები, როდესაც ძალზედ გაგვიჭირდება და ზუსტად ამ დროს დაგვჭირდება მათი მხურვალე გულშემატკივრობა. აუცილებელია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება “.

შემადგენლობა? ვფიქრობ რაიმე ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. დავაკვირდები ოგბონას და ასამოას ჯანმრთელობის მდგომარეობებს და იმ შემთხვევაში თუ ისინი ვერ შესძლებენ ასპარეზობას, მაშინ პადოინი იასპარეზებს. ემპოლის წინააღმდეგ მან კარგი მატჩი ჩაატარა და ნებისმიერ შემთხვევაში მას ვენდობი ტაქტიკურადაც და ტექნიკურადაც ” .

თავდასხმის ფორმაციაზე ვერაფერს მოგახსენებთ. მორატამ გოლი გაიტანა და კარგ ფორმაშიც არის, თუმცა ლორენტე ეტაპობრივად შედის სასურველ ფიზიკურ კონდიციებში. ამ მხრივ არჩევანი დიდი გვაქვს. ყველაფერი ისევ და ისევ ოგბონას და ასამოას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არის დამოკიდებული ”

წყარო: ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

4-4-2 და წინ ტევესი მორატა

lado juventus
9 years ago

sami forvardit unda itamasho kraiebze morata tevezi da lorente

lado juventus
9 years ago

bufon

lixta bonuci cielini asamoa vidal pogba marcisi tevez lorente morata

giovinco
9 years ago

რომელ არხზეა თამაში

otari kajaia
9 years ago

მარტო მოგება კი არა ფორით უნდა მოვიგოთ:) ურთიერთშეხვედრებში რომ უპიარატესობა შეიქმნას და ატლეტიკოსთან მატჩში უკვე გასული რომ ვიყოთ პლეიოპში და ვიბრძოლოთ 1 ადგილისთვის , იმისთვისაც ფორით გვექნება მოსაგები ამისთვის. ამ ტურის შემდეგ ექვს ექვსი ქულა გვექნება ჩევნ და ოლიმპიაკოსს, მერე ის წააგებს მადრიდში და ჩვენ ვიგებთ შვედეთში, ყველაზე მეტად ასეა მოსალოდნელი , ეს 3 ქულა სხვაობა და თუ ფორით ვიგებთ თავი ქუდში აქვთ ამ სცენარით, თუ მხოლოდ ვიგებთ 1-0 ან 2-1 მაშინ ამ განვითარებით ბოლოს ოლიმპიაკოსი ათენში იღებს მალმიოს ჩვენ ატლეტიკოს და წაგება კატასტროფა იქნება , შიშით ითამაშებენ არათუ პირველი ადგილისთვის არამედ არ წააგონ საერთოდ რომ გაიხსნან, ამიტომ დღეს ოქროს… Read more »

giorgi nefaridz
9 years ago

მაინცდამაინც ხალხი უნდა დაგემტვრეს ტაქტიკა რომ შეცვალო :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
9 years ago

Juventus (4-3-1-2): Buffon; Lichtsteiner, Bonucci, Chiellini, Asamoah; Marchisio, Pirlo, Pogba; Vidal; Morata, Tevez.

9 years ago

მეგობრებო შეკრება სტაროპრამენში იქნება?
გთხოვთ დადოთ რა დროს დაიწყება შეკრება და რა არის საჭირო?

snuff-juve
9 years ago

და აი ისიც გრაფი პადოინი მთავარი კოზირი

karlo
9 years ago

Midi alegri dges mainc ivajkace daayene 4-4-2 da amotene eg cenzura berdznebi 3:0 dges es angarishia

9 years ago

გრაფი ძირითადში უნდა იყოს :)))))))
შენი იმედი გვაქვს გრაფ :)))))

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x