ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი : ” ზოგჯერ უიღბლობას საზღვარი არა აქვს ”

ტურინმა რევანში აიღო და ბერძნები დაამარცხა, თუმცა მატჩის მიწურულს არტურო ვიდალის მიერ ხელიდან გაშვებული იდეალური შესაძლებლობა ანგარიშის გასაზრდელად ყველას ცუდად დაამახსვორდა. მთავარი მიზეზი კი გახლავთ ის, რომ თუ ოლიმპიაკოსი და ბებერი ქალბატონი ერთნაირი ქულებით დაასრულებენ ჯგუფურ ეტაპს, ურთიერთ შეხვედრებში დაფიქსირებული უკეთესი შედეგით სწორედ ბერძნები იასპარეზებენ მომდევნო ეტაპზე. ვიდალს კი შეეძლო ეს არა სასიამოვნო ეპიზოდი გატანილი პენალტით აეცილებინა თავიდან:” ზოგჯერ ხდება, რომ პენალტსაც ვერ იტან. თუმცა, მოხარული ვარ რომ შევძელით გამარჯვების მოპოვება. აღებული ქულები დიდად დაგვეხმარება ჯგუფიდან გასვლაში. შიდა პირველობაზე კი საქმეები იდეალურად ვითარდება. ვიმყოფებით პირველ პოზიციაზე და არ ვაპირებთ ტემპის დაგდებას, რადგან ზედიზედ მეოთხე სკუდეტოს მოპოვებას ვგეგმავთ “.

წყარო: Tuttosport

8 thoughts on “ვიდალი : ” ზოგჯერ უიღბლობას საზღვარი არა აქვს ”

  1. პირვერ რიგში ორივე თამაშია მოსაგები…მეორე ისაა მტავარი რო ატლეტიკო მინიმუმ 2-0 უნდა დავამარცხოთ,და ასეთ შემტხვევაში პირველზე გავალთ

  2. ბურთები ითვლება ჯერ სანამ დასრულდება გათამაშება. და მერეც თუ ერთნაირი ქულები გვექნება წავა ურთიერთ შეხვდრები.

  3. უეფას საიტზე იუვეა მეორეზე და მერე ოლიმპიაკოსია, ბურთები +1 გვაქ და იმათ -1. ვეღარ გავეგე რახდება რა :loool:

  4. ისე თავიდანვე პირლოს რატო არ არტყმევინებდა კონტე? მილანში აცილებდა თუ საერთოდ არ ურტყამდა? ნაკრებში მემგონი პირლოა ხო პენალტისტი?

  5. პენალტის გატანას დარტყმამზე ზეიმობდი – ჯობდა ჯერ დაგერტყა და საზეიმო თუ იქნებოდა მერე გეზეიმა …. ემოციების კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ფეხბურთში ისე ზოგადად ცხოვრებაში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.