ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პერეირა : ” El Tucu JTV-ზე ”

Filo Diretto-ს ახალი სტუმარი გახდა რობერტო პერეირა, რომელიც საკმაოდ კარგი პრესით სარგებლობს ტურინში. არგენტინელი ნახევარმცველი იუვეში გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არენდის წესით ჩაირიცხა და მასიმილიანო ალეგრისგან დაიმსახურა საჭირო ნდობა. როგორც ინტერვიუდან ირკვევა სამხრეთ ამერიკელი მოთამაშე მოხიბლულია როგორც კლუბით ასევე ქალაქითაც…

მოგესალმებით რობერტო ! თუმცა როგორც შევიტყვეთ გირჩევნია, რომ მაქსით მოგმართონ …

” დიახ, მეგობრებმა ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში შემარქვეს ეს ზედმეტსახელი, რომელსაც დღემდეგ მეძახიან “.

როგორ გრძნობ თავს? ბერძნებთან დაპირისპირება ნამდვილად არ ყოფილა იოლი …

” მშვენივრად. აქ თავს კარგად ვგრძნობ ! რაც შეეხება მატჩს ისევე როგორც ლიგის ნებისმიერი დაპირისპირება არც ეს იყო იოლი. საბედნიეროდ მიზანს მივაღწიეთ და მნიშვნელოვანი ქულები დავაგროვეთ ” .

უკანასკნელ წუთებზე შემოხვედი, თუმცა მეორეს მხრივ ყველაზე დაძაბულ სიტუაციაში …

” საოცარი დაპირისპირება იყო და როდესაც ვადევნებდი თვალყურს უდიდესი სურვილი მქონდა მეგრძნო ის ატმოსფერო რაც მინდორზე იდგა. საბედნიეროდ მომეცა ასეთი სიხარულის საბაბი ” .

ალეგრის არწივის თვალი აქვს. მან საჭირო დროს გამოგიყვანა მოედანზე …

” დიახ, მწვრთნელმა ზედმიწევნით ზუსტად იცის თუ რომელი ფეხბურთელი უნდა ჩართოს კონკრეტულ ეპიზოდში ბრძოლაში “.

კარგად გაიარა ადაპტირება 4-4-2 სათამაშო მოდულთან?

” დიახ, ვფიქრობ გუნდმა კარგად იასპარეზა, მაგრამ უკვე მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს რამდენად მართებულია ოთხი მცველით და დაბრუნდება თუ არა კლუბი სამ მცველიან ტაქტიკაზე. ნებისმიერ შემთხვევაში თანაგუნდელებმა სწორი რეაგირება მოახდინეს ” .

გილოცავ ნაკრებში მოხვედრას. ელოდი თუ არა მოწვევას გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ?

” სწორედ ასაკის გათვალისწინებით ამას ყველაზე ნაკლებად ეხლა ველოდი. თუმცა, უბედნიერესი ვარ ეს ხომ ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა ” .

იქ შენი თანაგუნდელი კარლოს ტევესიც იქნება. როგორი ურთიერთობა გაქვთ?

” საკმაოდ კარგი. მოხარული ვარ მის გამო. ჩვენ მართალია სულ რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ ამ თემაზე, თუმცა ჩანდა როგორი ბედნიერი იყო იმ ფაქტით, რომ მწვრთნელმა ნაკრებში დააბრუნა. ის ამისთვის ბევრს შრომობდა ” .

მიმდინარე სეზონში განსხვავებულ პოზიციებზე გიხილეთ. მაგრამ მაინც, რომელია რობერტო საყვარელი პოზიცია?

” თავს გაცილებით კარგად მოედნის შუაგულში ვგრძნობ “.

როდის მიემგზავრები ნაკრებში?

” პარმასთან მატჩის შემდეგ კვირა საღამოს ” .

ალბათ მთელი ოჯახი ესტუმრება შენს მატჩს…

” დიახ, ისინი ლონდონში აუცილებლად მოვლენ სტადიონზე ” .

რთული იყო ადაპტირება ახალ ატმოსფეროსთან?

” ბუნებრივია, თუმცა თანაგუნდელებისგან უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი და ადაპტაციის პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიარა “.

როგორია გასახდელში კლიმატი?

” მეგობრული და თან უსაზღვროდ. მოვედი თუ არა ყველა გამომელაპარაკა და ბედნიერი ვარ! პირველ რიგში იმით, რომ ასეთი კარგი თანაგუნდელები მყავს ” .

სერია ა-ში დებიუტი უდინეზეს რიგებში მოხდა მაშინ, როდესაც მოედანზე ისლა შეცვალე. ბედიის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ტურინშიც ფაქტიურად იგივე ცვლილება გააკეთე …

” ალბათ ასეა. იმედი მაქვს, რომ აქ წლების მანძილზე ვიასპარეზებ, რადგან უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ ყოველივეთი ” .

ტურინი როგორ მოგწონს?

” ფანტასტიურია. ხალხი საოცრად თბილია ” .

თუმცა ცივია …

” დიახ, ეხლა ცოტა აცივდა ” .

რომელ თანაგუნდელებს უფრო მეტად დაუახლოვდი?

” ბევრს და სიმართლე გითხრათ თითოეულ მათგანთან კარგი ურთიერთობა მაქვს. სავახშმოდ ხშირად წავსულვარ კასერესის, მორატას, ასამოას კომპანიაში. ძნელია ვინმეს გამორჩევა რადგან აქ ძალიან მეგობრული და სასიამოვნო სიტუაცია სუფევს ” .

იუვე არენაზეა ასპარეზობა ალბათ განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული?

” უდინეზესთან ჩემი დებიუტი იყო ფანტასტიური და ვერც კი წარმოვიდგენდი ” .

რომელი სქემა უფრო მოგწონს 3-5-2 თუ 4-3-1-2 ?

” ეს შეხვედრაზე და მეტოქეზეა დამოკიდებული, თუმცა თავად როგორც უკვე აღვნიშნე თავს მოედნის ცენტრში ვგრძნობ კომფორტულად. ისეთი ნახევარმცველები გვყანან, რომლებთან თამაში ძალზედ მარტივია. არც ტრეკუარტისტაზე და არც საყრდენზე არ მაქვს არანაირი პრობლემა. რა როლიც არ უნდა დამეკისროს შუაგულში, კმაყოფილი ვიქნები მისი შესრულებით ” .

როგორ მოგეწონა ტურინული ტიფოზერია?

” ცოტათი გიჟები არიან. ანუ იმ კუთხით რომ მოტივაციის პიკზე აჰყავხარ. რაც აქ გადმოვედი, გავედი მინდორზე და გავიგე მათი შეძახილების ხმა სულ უფრო მეტად და მეტად მინდება გავიდე მინდორზე და ყველაფერი გავიღო გამარჯვებისთვის. რაღაცით სამხრეთ ამერიკულ ატმოსფეროს ჰგავს ” .

როგორია შენი ურთიერთობა კლუბთან?

” ხელმძღვანელობასთან ყველაზე ნაკლებ დროს ვატარებ. თანაგუნდელებთან ყველაფერი ბრწყინვალედ არის. ჩვენ ხშირად ვახერხებთ ერთად გასვლას და დროს ტარებას შეთანხმებულად. საკმაოდ მუშა და მოკრძალებული გუნდია, რომელიც მოედანზე ყველაფერს აკეთებს ტიფოზერიის გულის გასახარად ” .

როგორ წარმოგიდგენია პარმელებთან დაპირისპირება?

” კარგად, ბუნებრივია რთული მატჩი გველის, თუმცა უნდა ვიასპარეზოთ ისე როგორც ვიცით. მთავარია, რომ სწორ გზაზე ვიმყოფებით. საჭიროა იგივე კურსით მოძრაობა, რათა მივაღწიოთ დიდ გამარჯვებებს ” .

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

ვინმემ ხო არ იცით ეს არხი სად შეიძლება “გავაძრო” )))) საქართველოში შესაძლებელია საერთოდ ამ არხის ქონა ?

maxo gvazava
9 years ago

ვიდალზე ისევ დაირხა ხმები კაროჩე რაღაც მოედანზეც რაღაც ვერაა ისე როგორც იყო ადრე დაიწყონ უკვე ფიქრი სხვა ვინმეზე და ზამტარში წესიერი ნახევარმცველი შემტევი და მცველი მოიყვანონ :juvee: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x