ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი : “კალჩომ უნდა “გაიღვიძოს”!”

პაველ ნედვედი, რომელიც წლების განმავლობაში “ოქროს ბიჭუნად” იწოდებოდა ახლა “იუვენტუსის” დირექტორთაგან ერთ-ერთია, მისი განცხადება კი იტალიის ჩემპიონატს ეხება,-:”მაგალითად ავიღოთ “ბაიერნი”, მიუნხენელებთა და იტალიურ გუნდებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. “ბაიერნი” “იუვეს” 2 წლის წინ ეთამაშა და იქ არანაირი ტრაგიკული შედეგი არ ყოფილა, მაგრამ ანალოგიურს ვერ ვიტყვით “რომაზე”, რომელმაც 2 მატჩის ჯამში 9-1 წააგო. იტალიური ფეხბურთი ფაქტია ისეთი აღარაა, როგორც წარსულსი, მაგრამ ვფიქრობ შეგვიძლია ის კვლავ თავის სიმაღლეზე დავაბრუნოთ. იტალიის ფედერაციას ჩაეძინა და ვფიქრობ, მათ უნდა გაიღვიძონ! “იუვენტუსს” აქვს საკუთარი სტადიონი, რომლის საფასურსაც მალე ის ბილეთებით აინაზღაურებს, ეს სხვების მაგალითი უნდა იყოს. “იუვენტუსის” მუზეუმი და სტადიონი 2 ულამაზესი რამაა, რაც ცხოვრებაში მინახავს, ამაყი ვარ, რომ მე ამის ნაწილი ვარ. “ოქროს ბურთი”? ნოიერი უძლიერესია, მაგრამ თუ არჩევანი ჩემზე იქნებოდა “ოქროს ბურთს” ჯიჯი ბუფონს გადავცემდი. ვფიქრობ, ამ დროისთვის ჯიჯი ბუფონი, მანუელ ნოიერი და ტიბო კურტუა საუკეთესო მეკარეები არიან. “სერია B” ? ფანებს მე ვუყვარდი, ისინი ჩემთვის მღეროდნენ და მზად იყვნენ მათი ბოლო კუპიურა ამოეღოთ საფულედან, რომ ჩვენი თამაში ენახათ, როგორ შემეძლო დამეტოვებინა ისინი?! მე მათთან მხოლოდ მადლობა მეთქმის.

წყარო : Fooball Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi mdivani
9 years ago

უდიდესი ფეხბურთელი !

nika chigladze
9 years ago

ლეგენდაა :juvee: :juvee:

giorgi nefaridz
9 years ago

:forza: :forza: პავლიკა შე მართლა მაგაროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო :forza: :forza: :forza:

vakhtang karchava
9 years ago

მაგარი კაცი ხარ!შენი ჟილკა პოგბას როგორ დახატავდა… :forza: :forza: :forza:

maxo gvazava
9 years ago

ნედვედ შენ მგელო შენ იმედია გამართლდება სჰენი სიტყვები და იტალია დაუბრუნდება თავის ჩვეულ დიდებას საფეხბურტო სამყაროში
:juvee: :forza: :forza: :juvee:

შოთა ცინაძე

nedved yvlaze magari xar au erti 2 shenairi exla gundshi kidev au ras dagvxatavda :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x