ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯიოვინკოს ტურინული კარიერა დასასრულს უახლოვდება

სიტუაცია სებასტიან ჯიოვინკოს გარშემო ბურუსით არის მოცული. ტურინელები აქტიურად ცდილობენ წამყვან მოთამაშეებთან ხელშეკრულებების გაფორმებას, მაშინ როდესაც სებასთან ამის განხორციელებას არ ჩქარობენ. მოქმედი კონტრაქტი უახლოეს პერიოდში ამოიწურება და არ არის გამორიცხული გარკვეული თანხის სანაცვლოდ მაროტამ და კომპანიამ იგი იანვარიშვე გაუშვას. ბოლო წვეთი ალბათ პარმასთან დაპირისპირება იყო, როდესაც მოედანზე სამი გამოჩენილი ცვლილებებიდან არცერთი არ იყო ატომური ჭიანჭველა. მინდორზე ახალგაზრდა მატიელოც კი გამოჩნდა, მაშინ როდესაც ჯიოვინკო ჩუმად იჯდა სათადარიგოთა სკამზე. კომანის და მორატას ფეერიული ასპარეზობა კი თავის დაღს ასვამს იტალიელ ფორვარდს. არადა ამ დროს როდესაც მას სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია კონტე ნაკრებში იძახებს. მართალია ჯიო როგორც უკვე აღვნიშნეთ ჩუმად არის, თუმცა ამ სიჩუმის უკან უდიდესი აგრესია იმალება, რომელიც ერთხელ მაინც გამოიჩენს თავს … საინტერესოა ეს მოედანზე მოხდება თუ მის გარეთ …

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

ასეა თუ ისე, ჯოვიკოს მოუწია მუშაობა თითქმის ყველა მწვრთნელთან ვინც კი იუვეს წვრთნიდა კალჩიოპოლის მერე, ფერარათი დაწყებული ალეგრით დამთავრებული… ვერცერთ მრთნელთან ვერ გაამართლა იმედი (არ ათამაშებენ ეს გამართლება არაა, უნდა დაიმსახურო ვარჯიშზე რომ გათამაშონ) და შესაბამისად უნდა წავიდეს… და არა იმიტომ რომ ვინმე ჩაგრავს, უბრალოდ არა და არ ამოვიდა მისი ვარსკვლავი (ამომავალ ვარსკვლავს უწოდნენ იტალიის ერთ დროს) და პრობლემა ალბათ მასშია და არა მწვრთნელებში ამ შემთხვევაში…
ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლობლებლობებზე სამწუხაროდ მასაც და მის აგენტასაც… კი აქვს რაღაც გარკვეული ნიჭი, უნარი, მარა ეს ალბათ არ ყოფნის იმ გუნდის დონეს როგორიც იუვეა…
წავა და ვნახავთ როგორ განცხადებებსაც გააკეთებს იუვეზე…

AKAKI nozadze
9 years ago

გაუშვან ეს სადმე ევროპა ლიგაზე მოთამაშე გუნდში იტალიურში ოღონდ გამოადგება რომელიმეს ჩვენ კიდე ბერარდი დავაბრუნოთ ან ძაძა ან ორივე

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

წავიდეს ეს გაუშვან და დავისვენებ და ესეც დაისვენებს ამის არასდროს მჯეროდა ჯერ კიდევ ემოლში რო ცოდვილობდა იქიდან მახსოვს მარკიზიოც ემპოლში იყო მგონი მაშინ არაფრის მაქნისი იყო ყოველთვის პარმაში გაუვარდა ერთი და თავი დელ პიეროს შეადარა რბილად რო ვთქვათ დღეს წინა ხაზში ყველაზე სუსტი წერტილია და ძან ცოტა დრო ექნება ყოველთვის გახეთქო გამოხეთქო ამის დონე არი ლაციო არც მეტი და ნაკლები კიდე შეიძლება რაც შეეხება ამის წასვლა მიხარია რადგან ყველა ვარიანტში მოიყვანენ შემცვლელს იმედი მაქ ან ძაძა ან გაბიადინი იქნება ბერარდი იყოს ჯერ კიდევ 1 წელი სადაც არის იქ :forza:

arseni
9 years ago

აუ ეს უქნარა ბალოტელი რა პონტში დააბრუნა კონტემ

vakhtang karchava
9 years ago

დასანანია რომ სებას იუვეში თამაში ვერ აეწყო,არადა დიდი ნიჭის პატრონია,თანაც უკვე ისეთ ასაკშია რომ ხშირად უნდა თამაშობდეს,ამიტომ ჯობია ისეთ გუნდში გადავიდეს ძირითადში რომ იქნება,მჯერა რომ ათამაშდება და ნაკრებსაც გამოადგება. :love:

mishka berianidze
9 years ago

ამ ზამთარშივე უნდა გაუშვან და მის მაგივრად ძაძა ან ბერარდი უნდა მოიყვანონ მე პირადად ძაძა უფრო მინდა რადგან ფლანგიდანაც შეუძლია თამაშის გამწვავება რაც ჩვენს გუნდს აკლია ასევე უნდა იჩალიჩონ მემფის დეპაიზე და პსჟს მარჯვენა ნახევარ მცველ არიაზე რომელიც ძალიან ტეხნიკური და სწრაფია.

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x