ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა : ” რეალი თუ იუვე? ამას სეზონის ბოლოს გეტყვით ”

ალვარო მორატას არ სურს შედარების გაკეთება იუვეს და რეალს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელ ფორვარდს აუცილებლად ესაჭიროებოდა ატმოსფეროს გამოცვლა : ” რეალი ესპანეთის საუკეთესო გუნდია, მაშინ როდესაც იუვე იტალიის. სეზონის ბოლოს გეტყვით, რომელი მათგანია საუკეთესო, დღეისათვის კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ჩემთვის აუცილებელი იყო ატმოსფეროს გამოცვლა. სხვა მხრივ კი ბუნებრივია დარწმუნებული ვარ საკუთარ შესაძლებლობებში. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება და ამ მხრივ ნებისმიერი საქმე წააგავს ერთმანეთს. რაც არ უნდა იყოს ეხლა სიამოვნების მწვერვალზე ვიმყოფები “.

” ლორენტე? მან წარმატება მისურვა და მირჩია დავმტკბარიყავი ამ მომენტით. ის ნამდვილად ბედნიერია ჩემი ბოლო დროინდელი წარმატებებით. პირადად ჩემთვის კი ეს ყოველივე სასიამოვნო სიზმარს წააგავს. ბუნებრივია პარტნიორებიც მეხმარებიან და განსაკუთრებულად სერხიო რამოს და იკერ კასილას გამოვყოფ. რამოსი კი საერთოდ არა ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც უხვად მაძლევს საჭირო რჩევებს. მწვრთნელმა კი მითხრა, რომ აქ საკლუბო დონეზე მიღწეული შედეგებისთვის ვარ და შანსი არ უნდა გავუშვა ხელიდან ” .

 

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
AKAKI nozadze
9 years ago

დარჩი რა :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x