ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “უარყოფით კონტექსტში საუბარი ძალებს გვმატებს”

ჟურნალისტებთან საუბარში ბეპე მაროტამ ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც იუვეს ტიფოზერია ნეგატიურად შეხვდა მაქს ალეგრის დანიშვნას მთავარი მწვრთნელის პოსტზე : ” პირველ დღეს როდესაც ალეგრისთან და ანიელისთან ერთად ვინოვოს ბაზაზე მივედით, ტიფოზერია გაცხარებული იყო. ისინი აყვირებდნენ ავტომობილებს და უხამსი სიტყვებით გვამკობდნენ. ბუნებრივია ყოველი ჩვენთაგანი ელოდა და მათ შორის ალეგრიც ასეთ რთულ სტარტს. თუმცა, იგი ძალზედ გამოცდილი სპეციალისტია და შესაშური სიმშვიდით შეუდგა საქმეს. კლუბში თითოეულ წევრს ალეგრის რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა სურს აქ”.

“რომა გაცილებით ძლიერ ძალას წარმოადგენს წლევანდელ სეზონში. საერთოდაც ჩვენმა გუნდებმა დიდ პროგრეს მიაღწიეს, მიუხედავად იმისა არის თუ არა ეხლა გაზრდილი ქულათა სხვაობა დანარჩენ კლუბებს შორის. შეურაწყოფა იუვეს მისამართით? ტურინი მიეჩვია ამას და საერთოდაც ჩემს ბავშობაშიც იგივე სიმღერა მესმოდა. ვისაც არ ეზარებოდა ყველა იუვენტუსს ადანაშაულებდა და ქურდებს ეძახდნენ. სიმართლე კი იმაში იმალება, რომ ასეთი ფრაზები ჩვენ უფრო მეტ ძალას გვმატებს”.

” სიმართლე გითხრათ არ ველოდი, რომ მაცარის მაინც და მაინც ეხლა მოხსნიდნენ. ასეთმა ნაბიჯმა გამაკვირვა, მაგრამ რაღაც მოულოდნელობას ადგილი არ ჰქონია ” .

” გაბიადინი და ძაძა? გამომდინარე ეკონომიკური საკითხებიდან ერთ-ერთ მათგანთან დამშვიდობება მოგვიწევს. ახალი კონტრაქტები? ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჯიოვინკოს აგენტთან. ჩვენ ვთხოვეთ მას საკუთარი აზრის დაფიქსირება. იუვე თანხამაა შესთავაზოს ხელშეკრულება საკუთარი ინიციატივით და პირობებით. სებას საქმეა დათანხმდება თუ არა იგი ამ ყოველივეს. თუმცა, მთავარია გავიგოთ რას ელოდება თავად ფეხბურთელი და რეალურად რა სურს მას. ანალოგიურ სიტუაციაშია ლიხტშტაინერიც “.

” მოხარილი ვარ ტევესის წარმატებით. თუ მას დარჩენა მოუნდება, ჩვენი კარები მუდამ ღიაა ასეთი ფეხბურთელისთვის “.

წყარო: Football-Italia

17 thoughts on “მაროტა : “უარყოფით კონტექსტში საუბარი ძალებს გვმატებს”

  1. 1juve ! 30 წლის ეხლაა ჯერ ტევესი და კიდევ 3 წელი თავისუფლად ითამაშებს ამ დონეზე … რაც შეეხება იუვეს წარსულ ის ომარ სივორიმ ] პლატინიმ ] ბონეკმა და სხვა ვარსკვლავებმა შექმნეს – შემდეგ იყო ბაჯო ] ანდი მიოლერი ] ჟულიო სეზარი და სხვ. შემდეგ ვიალი ] რავანელი ] დელ პიერო და ვლადიმერ იუგოვიჩი … შემდეგ ზიდანი – ედგარ დევიდსი და სხვები და სხვები … ასე რომ მარტო იტალიელები არ ფიგურირებდნენ იქ …
    ტევესი სწორედ ამ ვარსკვლავების გვერდით შევა იუვეს ისტორიაში

  2. ბიჭებო არ გეწყინოთ მაგრამ მიკვირს თქვენი რატომ ხართ განწყობილი არაიტალიელების მიმართ ასე აგრესიულად ტევესის წარსული ზაზას ერთი სამი წელი კიდე აჯობებს რაც არნდა კარი იყოს და ზამენისთვის ძაძას და ბერარდის გაფუჭება ცოდოა ითამაშონ უფრო დაბალი დონის კლუბსჰი ერთი წელი კიდევ და მერე გაუღონ კარი როდესაც ჩამოყალიბდება იუვე ის გუნდი არაა 12თAმაში მისცეს შანსი იქნებ ათამაშდესო მეც იტალიის ფანი ვარ იტალიის თAმაშებზეც დავდივარ მაგრამ ვერ ვიტყვი ამის გამო რომ პოგბა კარგია მარა გაბიადინი ჯობია რადგან იტალიელია მეთი

  3. ტევესი არი მსოფლიო დონის მოთამაშე როგორც იქნა გვყავს თავდამსხმელი რომლის იმედი გაქ უყურებ და ელოდები რო რაღაც ახალს გააკეთებს და განსხვავებულს და რა ტქმა უნდა კონტრაქტიც უნდა გაუხანგრძლივონ.რაც შეეხება ჩვენებს ბერარდი ძაძა გაბიადინი ვერ მოვა იანვარშივე ერთად მარა კაი იქნება ერთერთი დავიმატოთ.მე პირადად ძაძა მირჩევნია.ჯოვინკოზე კიდე თქვა აგერ კაცმა და მიახვედრა თუ გახანგრძლივება უნდა ჩვენ პირობებს უნდა დათანხმდესო.პირობებში კიდე არ ეწერება რო ის ძირითადის ფეხბურთელი იქნება ასე რომ თუ ეგ პრეტენზია აქ სებას ჯობია წავიდეს ტყუილად ნუ ელოდება რამეს მოვა ძაძა და ეგაა რა :forza:

  4. ტევესი სულ რო 30 წლის იყოს და სულ რო იუვეში თამაშობდეს, შენთვის იარსებებს ვინმე ახალგაზრდა პერსპექტიული იტალიელი რომელიც მაგას აჯობებს? და რომელიც მაგის მაგივრად გენდომება იუვეში?
    ძაძას არ ვადარებს ტევესს, ტევესი საფეხბურთო სამყაროსთვის წარსულია, ძაძა კიდე მომავალია და რა ფეხბურთს ითამაშებს თქვენ და მაროტამ უყურეთ შორიდან
    არ მაინტერესებს ვინაა ტევესი, სულ რო მესი იყოს მე მინდა რო იუვეში ძაძებმა გაბიადინემბა და იმბილეებმა ითამაშონ, მაგათში ვხედავ მე იგივე მომავალს რამაც წარსული შეუქმნა იუვეს, ტევესებს არ სეუქმნია იუვეს წარსული
    თქმევ მოგწონთ ტევესი? ხოდა უქმომაგეთ, 10 წლის მერე გაიხესენეთ ლეგენდა ტევესიდ და ლორენტე, მე მინდა ათი წლის მერე დელ პიერო გავიხსენო, 20 წლის მერე დელ პიეროსთან ერთად მინდა გაბიადინი გავიხსენო და ბერარდი
    აზრი არააქ აქ კამათს, მე ვიძახი მომავალი დელ პიერო მინდათქვა და ამ დელ პიეროს ბერარდიში და ძაძაში უფრო ვხედავ ვიდრე ლორენტე – ტევესშითქვა და თქვენ მეწინააღმდეგებით, ტევესში უფრო ხედავთ ხო მომავალ დელ პიეროს? თან ათიანი კი აცვია უფრო ადვილად დაინახავთ :lool:
    ტევესებსაც თავისი ადგილი აქ და მადლობა ეკუთვნის რასაც აკეთებს იუვესი, მარა მოავალზე ფიქრი აუცილებელია და დროა უკვე მიეცეს ახალგაზრდებს შანსი, თუნდაც ტევესის ხარჯზე, ბერარდი როდის გახდება მომავალი დელ პიერო? როცა დელ პიეროს გზას გაივლის ხო? მანამდე თუ 9 კლუბი მოიარა და 30 წლის ასაკში მოიყვანეს მერე რაის დელ პიერო დადგება?
    მე მჯერა რო დღევანდელ იტალიაში არსებული ახალგაზრდებიდან იუვეს შეუძლია საუკეთესოს არჩევა და მისგან დიდი ლეგენდის დაყენება, მე მინდა რო ასე იყოს, არ იქნება? ისევ ტევესი ლორენტეს იმედათ ვიქნებით? ხოდა ვიყოთ, რადგან ძაძას არ მომიყვანენ არ ნიშნავს იმას რო იუვეს გარდა სხვა კლუბს ვუქომაგებ, ისევ იუვეს ქომაგად დავრჩები ოღონდ უფრო გაფერკმთალდება ეს ქომაგობა
    იმობილე რო არ მოიყვანეს იუვეში რა მერე მაგით? ვერ აიწყო კარიერა? ნაკრებშია და ევროპის საუკეთესო კლუბში კიდე, ისე იზამს სხვაც, მომავალი დელ პიერო ისევ იუვესთვის იქნეა საამაყო თუარა, პოტენციური დელ პიერო მის გზას სულ მონახავს და ან მომავალი ტოტი გახდება ან ვიერი ან ინძაგი ან კიდე რომელიმე სხვა კლუბის ლეგენდა

    1. მეც მინდა ისეთი იტალიელი ირიცხებოდეს იუვეში ვინც დელპიეროს ცოტათი ახლოს მაინც მიუახლოვდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასეთს იტალიაში ვერ ვხედავ. ისე ზოგადად მივესალმები ძაძას, ბერარდის გუნდში მოსვლას, რადგან იტალიის ნაკრების ძირითადის ფეხბურთელი გვჭირდება. იმობილეზე ჩალიჩი თუ მკითხავთ აუცილებელი იყო, ასევე აუცილებელია ძაძას ან ბერარდიზე უკვე ფიქრი.
      ასევე უნდა ვიყოთ ობიექტურები და აღვნიშნოთ კარლიტოსის, ნანდოს, მორატას მართლაც კარგი ასპარეზობა. გაიხსენეთ ამ პოზიციაზე ბოლოს როდის გვყავდა იტალიელი? პინტურიკიოს არ ვგულისხმობ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ იუვე რომ ფინალებში გადიოდა (ბოლო 12-14 წელი) მაშინ გუნდის ძირითადის ფეხბურთელები იყვნენ დელპიეროსთან ერთად ტრეზეგე, იბრაჰიმოვიჩი, მათ უკან ნედვედი, დავიდსი. ვხედავთ რომ არც ერთი არის იტალიელი, მაგრამ ნაკრებში მუდმივად იყო 5-6 იუვენტინო და ასე გრძელდება ახლაც. თავდასხმაში გვჭირდება ერთი იტალიელი, ამაში გეთანხმებით, მეტს ვერავის დავიმატებთ. ასეთად სება მოიაზრებოდა, მაგრამ არ აღმოჩნდა იუვეს დონის. იმობილე უკვე ჩავლილი ამბავია, მისი წამოყვანა დიდი პრობლემა იქნება. ბერარდის და ძაძას უნდა მივაწვეთ.

  5. ტევესმა სულ არაფერი რომ არ გააკეთოს მის კარიერაში კაცმა მარტომ დაამხო მადრიდის რეალი ტოკიოს ფინალში და ეგეც ეყოფა სატრაბახოდ

  6. 1juve ! პიროვნულად თუ არ მოგწონს ტევესი ეგ სხვა ამბავია თორემ … საუკეთესო შენაძენია პოგბასთან ერთად 2006 წლის მოვლენების შემდეგ /// ბუფონს რაც შეეხება უკვე უამრავი უასიამოვნება მოუტანა როგორც იუვეს და ისე ნაკრებს … დროს გონს მოეგოს …

  7. ხოდა ზუსტად მაგიტოა ევროპული ფეხბურთის ერთერთი ჩამქრალი წერტილი იუვე :lool:
    ტევესი არი იუვეს ისტორიის ერთერთი არაფრის მთქმელი ფურცელი, წლების მერე ასე გამოჩნდება, დაველოდო და ვნახოთ :chuvak:
    იუვენტუსი “დელ პიეროების” და “ბუფონების” გუნდია, ამაში გაერთიანებულია ყველა საფეხბურთო თუ აარსაფეხბურთო თვისება რაც იდეალური ფეხბურთელს სჭირდება, იუვენტუსის ნამდვილი ფეხბურთელისთვის, ფეხბურთი მხოლოდ მწვანე მოედანზე ბურთი გორება არაა
    მარტო მწვანე მინდორზე კარგი ან ცუდი თამაში რო იყოს ფეხბურთი ალბათ არც დავინტერესდებოდი, ფეხბურთი ბევრად უფრო მეტია და მე მაგას “დელ პიეროების” და “ბუფონების ქომაგობამ მიმახვედრა”, არ მგონია რო ამას მაშინ მივმხვდარიყავი თუ ჩემი საფეხბურთო კუმირი ტევესი იქნებოდა
    ტევესიც ძლიერია და კარგია მარა რიგითია, არ შეიძლება ტევესიც და დელ პიეროც ერთ დონეზე დააფსო, მე ტევესი მომწონს მარა ზოგჯერ თუ ვლანძღავ იმიტო ვლანძღავ რო მინდა ისევ დელ პიეროებს ვუყურო და არა რიგითებს

    1. ტევესს ყოველთვის გაიხსენებენ იუვეს ფანები … სად ბუფიონი და სად ტევესი – რა შუაშია ერთმანეთთან – ტევესის წყალობით გუნდის თამაში ფეხბურთს დაემსგავსა – სალაპარაკო მისცა იუვეს ფანებს რომ აგერ ტექნიკური ფეხბურთელი კაცს ატყუებს და შეუძლია ინდივიდუალური გამწვავება … ცოტა ადრე რო მოსულიყო კარგი იქნებოდა – ტევესი და იტალიის საუკეთესო თავდამსხმელი კვალიარელა – მშვენიერი დუეტი იქნებოდა შეტევაში

  8. ხო ტევესს გაუღეთ კარი და ძაძა – გაბიადნის შორის ერთერთს დაუხურეთ :lool:
    აქ ხახი იმობილეს ლანძღავდა თვითონ გაიქცაო, მომავალ წელს ძაძას ან გაბიადინის გალანძღავენ ესეც გაიქცაო :lool: გაიქცა კიარა გააგდეს, მარა ნაკრებში კონტე დააფასებს ყველას ვინც ღირსეული იქნება
    იუვეში კიდე მაროტებს სანამ გასდით სისულელების კეთება აკეთეონ
    ადრე ვმახე ნედვედი შეიძლება დანიშნონ კლუბის დირექტორადო და ნედვედი არ ვიცი მარა დელ პიეროს თუ დანინავენ კაი იქნება, მისნაირებზე მაინც გააკეთებს აქცენტს
    მაროტამ რაც თქვა ძაძა – გაბიადინზე მაგი არიარაპროფესიონალიზმის პირველი და მთავარი ნიშანი, თან იქვე რო ტევესი გააღმეთა :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.