ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით”

“ლაციოსთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა მასიმილიანო ალეგრიც, რომელიც მორიგი სამი ქულით აშკარად კმაყოფილი ჩანდა : “გუნდმა კარგად ითამაშა, დამაჯერებლები ვიყავით დაცვაში, რაც აუცილებელია.პირველ ტაიმში ბრძოლა ნაკლებად იყო, შეტევებიც ვერ დავასრულეთ შედეგიანად, რეალიზაციაზე სამუშაო გვაქვს.ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, ახალგაზრდა მატიელოს გოლის გატანაც კი შეეძლო, შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ.”ლაციო” ძლიერი გუნდია და რომში მოგება ადვილი საქმე არ არის, მით უმეტეს, რამდენიმე საათით ადრე “რომამ” იმარჯვა.პოგბა ? – საოცარი თვისებებით დაჯილდოვებული ახალგაზრდაა, ეს იყო ამ სეზონში მისი საუკეთესო მატჩი, პროგრესს განიცდის და აქვს შანსი იმისა, მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი გახდეს.”

“ბოლო ათი დღეა, ტრავმის გამო ანდრეა პირლოს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით არ უვარჯიშია, მაგრამ მაინც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.როცა დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის ისეთი მოთამაშე გვყავს, როგორიც პირლოა, ნაკლებად ვნერვიულობ.რაც შეეხება პერეირას, ის ყოველთვის კარზეა დაგეშილი, მის წინააღმდეგ რამდენჯერმე დაარღვიეს თამაშის წესი, სეზონში ეს რობერტოს საუკეთესო შეხვედრა იყო.ჩემი აზრით, რეალიზაცია უნდა გააუმჯობესოს და წლის მანძილზე 6-7 გოლი მაინც უნდა გაიტანოს.ბურთის ფლობა ? – მნიშვნელოვანია, ჩვენი კარიდან რაც შეიძლება შორს, პრობლემები რომ ავიცილოთ.”

“ყველაზე ცუდი თამაში ? – “ემპოლისთან”, “ჯენოასთან” და “ოლიმპიაკოსთან” არადამაჯერებლები ვიყავით, არ აქვს მნიშვნელობა, ოთხი მცველით ვთამაშობთ თუ სამით, ბურთი ყოველთვის ჩვენი უნდა იყოს.შეტევაში როცა ერთი ფეხბურთელით მეტი გყავს, ეს ვარიანტების რაოდენობას საგრძნობლად ზრდის, “პარმასთან” მატჩი შესაძლოა ოდნავ მარტივი იყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ დონადონის შეგირდებმა ჩვენამდე “ინტერი” დაამარცხეს.” 

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maxo gvazava
9 years ago

მიდი ალეგრი მაგარი ხარ მასე გააგრძელე :lool: :lool: :juvee: :forza:

jjj jjj
9 years ago

მაინც იდიოტი ხარ

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x