ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე :”ეს გოლი ეძღვნება იუვეს ყველა გულშემატკივარს”

ფერნანდო ლორენტემ მალმიოს კარში გატანილი გოლი ტურინელ გულშემატკივრებს მიუძღვნა :”ჩვენი მიზანი არის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება. დღევანდელ გამარჯვებას კი ოქროს ფასი აქვს. გუნდი კმაყოფილია საკუთარი ასპარეზობით. როდესაც ბურთი ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო ფეხბურთელები პროდუქტიულად გადაადგილდებოდნენ მინდორზე და ზედმიწევნით კარგად ასრულებდნენ მწვრთნელის მითითებებს. წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის და ყველაფერი ჩვენს ხელთაა. გვსურს პირველ პოზიციაზე გადასვლა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ არც მეორე პოზიცია იქნება კატასტროფა. მსურს გატანილი გოლი ტიფოზებს მივუძღვნა, რომლებიც ჩამოვიდნენ აქ და ჩვენს გვერდით იყვნენ. მათი სიახლოვე გუნდისთვის მნიშვნელოვანი რამ არის”.

წყარო:  Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
avto talakvadze
9 years ago

გილოცავთ ყველას წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის ..აი ვიდალს რო გაეტანა პენალი 100% გასული ვიყავით და უფრო გაგვიადვილდებოდა 1 ადგილი ეხლა კი არ უნდა წავაგოთ ამაზე ექნებათ აქცენტი

9 years ago

გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას. მოედანი მართლაც საშინელ დღეში იყო. ატლეტიკომაც იგივე ანგარიში დადო გასვლაზე, ოლიმპიაკოსმა კი საერთოდ წააგო ამათთან. ასე რომ მალმიო არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი.
10 დეკემბერს კი მეტი მობილიზაცია გვჭირდება, ატლეტიკო შეეცდება თავისი ფეხბურთი ითამაშოს, როგორიც სჩვევია.

vakhtang karchava
9 years ago

გილოცავთ გამარჯვებას!რთული თამაში იყო,გამომდინარე მინდვრიდან და კიდევ მალმიოს დასაკარგი არაფერი ჰქონდა იბრძოდა ბოლომდე,მითუმეტეს ამათ ჰქონდათ ფსიქოლოგიური წნეხი ფეხის დასხლტომის შემთხვევაში…ასე რომ ეს ბრძოლა მოვიგეთ და ითამაშეს კიდევაც კარგად,10 დარტყმა კარში ცოტა ნამდვილად არ არის,აი იღბალი მაიცდამაინც არ გვწყალობს(თუნდაც ოლიმპიაკოსთან თამაში ავიღოთ).გუნდი მობილიზებული იყო და არ მიმაჩნია სწორად თითო-თითოდ ყველა ფეხბურთელის განსჯა,იუვე პირველ რიგში დიდი გუნდია და ერთს თუ არ წაუვიდა იქ მეორეს მისდის თამაში.ბრძოლას და თავდადებას კი ვერავის ვერ დავუწუნებთ! მთავარი რაც არის,გუნდი უკვე მზად არის გადამწყვეტი თამაშებისთვის!! :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

vakhtang karchava
9 years ago

+ კიდევ ერთი აქტივი ალეგრის!!! :juvee: :juvee: :juvee:

9 years ago

გრაფზე ცუდის თქმას არც ვაპირებ, მისი თამაშით არაფერი გაფუჭებულა და როცა ის მოედანზე პრაქტიკულად არ ვაგებთ.
უბრალოდ რიტორიკული კითხვა:
როდემდე გაგრძელდება გრაფის უალტერნატივობა მარცხენა ფლანგზე?
რადგან ჯგუფიდან გასვლის შემდეგ ძალიან რთული თამაშები გველის. რომ გითხრათ, რომ ევრათი აღფრთოვანებული ვარ……. ნამდვილად არა. არ ასამოა ტოვებდა კარგ შთაბეჭდილებას ამ სეზონში, სანამ ტრავმას მიიღებდა. ალბათ მატიელოს ძირითადში დაყენებას უნდა მოუხშოროს, ან პრაქტიკულად მოგებულ თამაშისას ცოტა ადრე უნდა შემოიყვანოს ხოლმე, ახალგაზრდა ბიჭია და დრო უნდა მისცე, თამაშს უნდა შეაჩვიო, თორემ სხვანაირად ვერ გაიზრდება და მერე……

9 years ago
Reply to 

ეს რა თქმა უნდა შენი კომენტარის არც პასუხია ჩემი მხრიდან და არც შენი კომენტარის თემაა.
უბრალოდ ძალიან სამართლიან, ადეკვატურ და კვალიფიციურ ანალიზს აკეთებ ხოლმე და ამიტომაც მოგწერე…..

vakhtang karchava
9 years ago
Reply to 

მადლობა ძმა!მეც მინდა ავღნიშნო,რომ ძალიან მომწონს შენი ანალიზი,ხედვა და გულშემატკივრობის პოზიცია…ზოგადად მომხრე ვარ ობიექტური,მშვიდი ანალიზის(თუმცა ასევე აბსოლუტურად მისაღებია სუბიექტური,ემოციური შეფასებები,რაც გულშემატკივრობის აუცილებელი თანმდევია:)) ),მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც მიმაჩნია პოზიტიური განწყობა და რწმენა!!

vakhtang karchava
9 years ago
Reply to 

და კიდევ…დიდი მადლობა გამართული ქართულისთვის! :) ადრეც მინდოდა ამის თქმა,მაგრამ მომერიდა,არ ეწყინოს ვინმესთქო:)(არცაა ამის ადგილი აქ) უბრალოდ ჩემი ცხოვრებისეული პოზიციაა და მინდა ყველას გთხოვოთ გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას,შეძლებისდაგვარად.

9 years ago

მადლობა. ფანკლუბის შეკრებაზე ხომ არ დადიხარ? კვირას, ტორინოსთან შეხვედრის სანახავად ფანკლუბთან ერთად შევძლებ თუ არა მატჩის ყურებას არ ვიცი, მაგრამ 10 დეკემბერს აუცილებლად ვიქნები.
ასე რომ თუ წამოხვალ იქ შევხვდებით

vakhtang karchava
9 years ago
Reply to 

არა სამწუხაროდ,თბილისში არ ვიმყოფები.როცა ჩავალ შემოგიერთდებით.

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x