ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი :”ტაქტიკურმა ცვლილებამ რწმენა შეგვძინა”

“ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო პირველ რიგში იმიტომ, რომ ამის სურვილი საწყისი წამებიდან გვსურდა სამი ქულის მოპოვება. მალმიოს დამარცხებით მომდევნო ეტაპზე გასვლის ხმამაღალი განცხადება გავაკეთეთ. საგულისხმოა, რომ ატლეტიკოსთან გასამართ მატჩში, რომელიც შინაურ კედლებში გაიმართება, სასურველი შედეგით გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ პირველ პოზიციაზე დავასრულებთ გათამაშებას. ფაქტია, რომ გარდამტეხი ბერძნებთან მარცხი იყო, რომელმაც მწვრთნელს ცვლილებებისკენ უბიძგა. შედეგად ტაქტიკურმა როტაციამ დღეისათვის გაცილებით მეტი თვითრწმენა და შესაძლებლობები შეგვძინა. რა შეიცვალა მცველებისთვის? ეხლა უფრო მეტად ვრჩებით მეტოქესთან ერთი-ერთზე, მაგრამ როდესაც იუვეში ირიცხები ასეთ მსხვერპლზე წასვლა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან შეტევაში გუნდი ეხლა გაცილებით ეფექტურად გამოიყურება”– განაცხადა ლეონარდო ბონუჩიმ.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

არაა ტყუილი იქნება, ბონი ნაღდი იუვენტინოა :forza: ბოლო დროს ძაან არასტაბილურია თორე კაი ბიჭია საერთოდ

bibobibo
9 years ago

Leo axureb tu martla asea dgesvaa daaxvie gundidan

bibobibo
9 years ago

ტურინის “იუვენტუსის” 27 წლის ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კლუბის მიერ შეთავაზებული წინადადება უარყო. ამის შესახებ “გაძეტა დელო სპორტი” იუწყება. დეტალები არ ხმაურდება, თუმცა იმავე გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბაიერნი” ამჟღავნებენ. გარდა ამისა, ბონუჩის ძველი მეგობრობა აკავშირებს ცნობილ საფეხბურთო აგენტ მინო რაიოლასთან და “გაძეტა დელო სპორტიც” არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი რაიოლასთან კავშირიში იყოს.

ლეონარდო ბონუჩის “ბებერ ქალბატონთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულში ეწურება. ბონუჩი” იუვეში” 2010 წელს “ბარიდან გადავიდა და მას შემდეგ, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x