ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი : “დერბიში არასოდეს დავმარცხებულვარ”

ტურინში 30 ნოემბრის საღამოს განსაკუთრებულად ელიან, დერბი დელა მოლე მეტია, ვიდრე უბრალოდ მატჩი.ჟურნალისტებთან საუბარში “ტორინოსთან” დაპირისპირებას არტურო ვიდალიც შეეხო, აღსანიშნავია, რომ ჩილელი არცერთ დერბიში არ დამარცხებულა : “კარიერის მანძილზე არცერთი ტურინული დერბი არ წამიგია, ამით შემიძლია ვიამაყო.მახსოვს, სანტიაგოში, დერბიში დამარცხების შემთხვევაში, ორი დღე სახლიდან არ გამოვდიოდი.ჩვენი გულშემატკივრები ხშირად გვაფრთხილებენ, რომ შეცდომები არ უნდა დავუშვათ, რადგან ეს მტრებთან თამაშია, მახსოვს ერთხელ, “ტორინოს” ტიფოზმა მითხრა, არტურო, იქნებ არ ითამაშოო.იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ, ეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც სატურნირო თვალსაზრისით, ისე ფსიქოლოგიურად.ამ წელს დარჩენილი ყველა შეხვედრა ფინალის ტოლფასია.”

“თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, რომ “იუვენტუსში” ვირიცხები.Fifpro – მ ანდრეა პირლოსთან და პოლ პოგბასთან ერტად მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველების სიაში შემიყვანა, ეს შესანიშნავი მოვლენაა.როცა გუნდიდან სამი მოთამაშე ამ სიაში ხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდი მაღალი დონისაა.”ოლიმპიაკოსთან” გაფუჭებული პენალტი ? – თუ 1/8 ფინალში ვერ გავალთ, ეს სკანდალი იქნება, იმ პენალტზე არ ვფიქრობ, მომავლისკენ ვიყურები, პირველ ადგილზე გასვლა გვსურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.ტაქტიკური ცვლილება ? – შესაძლოა “იუვე” ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 3-5-2 ტაქტიკის დროს.ბოლო წლებია, ფეხბურთი ცვლილებას განიცდის, ამ შემთხვევაში ჩემი მოვალეობა ბურთის მიღება და მისი ფორვარდებისთვის გადაცემაა, დაცვაში კი პირლოსთან ახლოს თამაში მევალება.ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახლა მეტი გოლი არ მაქვს გატანილი, ჩემი მუხლია, მწვრთნელი მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე მცვლის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტკივილებს ისევ ვგრძნობ, საკუთარ თავს მნიშვნელოვან მოთამაშედ ვთვლი, ვიცი, 100 პროცენტით მზად არ ვარ, მაგრამ დაუღლელად ვშრომობ, რათა ფორმის პიკს მივუახლოვდე.” – დაასრულა ინტერვიუ ჩილელმა.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino 1897
9 years ago

dges uechveli unda movugot :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x