ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე :”ტურინი გენიალურია”

ფერნანდო ლორენტე გადაცემა “პირდაპირი ხაზის” მორიგი სტუმარი გახდა, რომელიც გადის ბიანკონერის ოფიციალურ არხზე, ხოლო მისი წამყვანია ლაური ბარიალესი.

დერბი : ” შესანიშნავ ფორმაში ვიმფებით. თავადაც ჩინებულად ვგრძნობ თავს. გამომდინარე იქიდან, რომ გასულ სანაკრებო შეკრებაზე არ მომიწია წასვლა ამან თავისი დადებითი შედეგიც გამოიღო. ერთი სიტყვით ოფლისღრა ჯეროვნად მიფასდება “.

მალმიო : “რთული მატჩი იყო. ფსიქოლოგიური წნეხის და კლიმატური პრობლემების გამო იყო იმის საშიშროება, რომ გუნდი ვერ მიაღწევდა წარმატებას. საბედნიეროდ სკეპტიკოსების მოლოდინი არ გამართლდა. ბუნებრივია მოხარული ვარ, რომ ასეთ მძიმე და მნიშვნელოვან შეხვედრაში შევძელი თავის გამოჩენა. არის ეპიზოდები, როდესაც შენში ეს ყოველივე დაგროვილი გარეთ გამოდის. მართალია არ მჯერა ასეთი ცრუ რწმენების, თუმცა…”

მეფე ლომი: “ეს ზედმეტსახელი ბილბაოში ყოფნისას შემარქვეს თანაგუნდელებმა, რომელთა ლიდერი წლების განმავლობაში ვიყავი. მიხარია, რომ იუვეშიც იგივე სახელით მომმართავენ. ბილბაო და ტურინი ორი მშვენიერი ქალაქია და ჭორი იმის შესახებ, რომ პირველ წელს აქ ნოსტალგია მქონდა ესპანეთზე არ შეეფერება რეალობას. თავი პირველსავე წამებიდან ვიგრძენი კომფორტულად. არენა კი შთამბეჭდავია, ხოლო ტიფოზების ერთგულება სისხლს გვიდუღებს”.

ნაკრები: “ჩემი მთავარი მიზანია გუნდს დავეხმარო მაქსიმალურად და გავიმარჯვო მასთან ერთად რაც შეიძლება ბევრჯერ. ეს ეხება როგორც ევროპის მაშტაბით ტურნირს ასევე შინაურ ასპარეზსაც. ხოლო ნაკრები ეს დამატებითი მოტივაცია და თვითრწმენაა. ერთად ვიხილავთ თუ რა გველოდება მომავალში”.

და კვლავ დერბი:”არ გვესაჭიროება დამატებითი მოტივაცია. ერთი ქალაქის ორი გუნდის დაპირისპირება ყოველთვის არის დაძაბული. ტურინი ცოცხლობს და სუნთქვას ამ მატჩით. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ლიდერობა”.

ახალი სათამაშო სქემა :”ყველამ ადვილად ავუღეთ ალღო, მაგრამ წინა მოდულითაც ვაღწევდით წარმატებას. საერთოდაც ნაყოფიერი პერიოდი გვიდგას. კონტესთანაც და ეხლა უკვე ალეგრისთანაც თავს კარგად ვგრძნობ. მაქს ნამდვილად შეუძლია თითოეული მოთამაშისგან მაქსიმუმის ამოღება. გვსურს რაც შეიძლება მაღალ მიზნებს მივაღწიოთ”.

ურთიერთობა მორატასთან :”საწყის ეტაპზე მაქსიმალურად ვეხმარებოდი, ის ხომ ახალწვეულია ჩემგან განსხვავებით. კარგი ბიჭია, რომელმაც ადვილად აუღო ტურინს ალღო”.

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MAXSIMUS
9 years ago

ჯიგარ :))

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x