ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”ფეხბურთი საოცარი რამ არის”

თამაშის სურათიდან გამომდინარე მასიმილიანო ალეგრის მოსაზრებით ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა, რომ არა ანდრეა პირლოს ფანტასტიური თამაში და მნიშვნელოვანი გოლი:

“პირველ ტაიმში ნაჩვენები ხარისხით კმაყოფილი ვარ, თუმცა ისეთი ბურთი გავუშვით, რომელიც ნეიტრალურ ტიფოზსაც კი აღფრთოვანებაში მოიყვანდა. იშვიათად დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში, რომელიმე ფეხბურთელმა 70 მეტრი დაფაროს და ამავე დროს იერიში გატანილი გოლით დაასრულოს. სპორტის ნომერ პირველი სახეობა მართლაც გასაოცარია, თუნდაც ასეთი დრამატული ეპიზოდების გამო, მაგრამ ჩემმა შეგირდებმა განაგრძეს ბრძოლა წარმატებისთვის და ეს სათანადოთ დაუფასდათ. შესაძლოა ფრე ლოგიკური შედეგი ყოფილიყო, თუმცა მიმაჩნია რომ ეს იყო ჯენოასთან მატჩის კომპენსირება”.

“ოგბონას შემოყვანის მიზეზი 10 კაცით დარჩენა და მეტოქის მხრიდან რამდენიმე სახიფათო იერიშის განხორციელება იყო. რაც შეეხება ტევეს, ბოლო პერიოდში მან იუვეშიც და ნაკრებშიც უამრავ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. ეს არის სრული სიგიჟე. პოგბაც გადაღლილი მეჩვენა, იგი სხვა ნახევარმცველების ფონზე ოდნავ ინერტული იყო და უჭირდა ტემპის შენარჩუნება. არ ვარ როტაციის წინააღმდეგი, პირიქით, თუმცა დღეისათვის უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს და ამისი ფუფუნება არ გამაჩნია. არჩევანი მაქვს, მხოლოდ შუა ხაზში და თავდასხმაში”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli ika
9 years ago

გუშინდელ თამაშზე მინდა ვთქვა. ესეგი სათს დავხედე და ბოლო ბოლო 5 წამია დარჩენილი ხო და მეთქი ნიჩია ეს ბოლო შეტევაც და ეგა მარა ამის გაფიქრება ვერ მოვასწრი რო მაესტრომ დაგვირგვინა და გაოცებული დავრჩი აგარ ვიცოდი ლამაზი შორეული დარტმული გოლი გამხარებოდა თუ რო მოვიგეთ ის გამხარებოდა თუ დერბში რო გავიმარჯვეთ ის. ბოლოს კი მინდა დიდი მადლობა ჯიუვეს და პირლოს ამ სამგამაგად გახარებული სიხარულისთვის. :forza:

9 years ago
Reply to  irakli ika

გამარჯვება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მეგობარო, მაგრამ ეს სულ სხვა გამარჯვება იყო. ეს იყო ყველაზე პრინციპულ მეტოქეზე გამარჯვება. არ მიყვარს კატეგორიულობა, მაგრამ ეს ფაქტიურად “მტერზე” გამარჯვება იყო. როგორც იცით ტორინო თვლის, რომ ტურინში პირველი გუნდი თვითონ არის, ჩვენთან ბრძოლებში მარცხით მტკიცდება, რომ ეს ასე არ არის და რომ პირველები ჩვენ ვართ, მაგრამ არ სჯერათ და….. კვირას კიდევ ერთხელ შეეცადნენ…. კიდევ სცადონ :)))))) ჩვენ არავის მიმართ არ ვართ აგრესიულები, მაგრამ ყოველთვის უნდა დავანახოთ თუ ვინ არის ამ ქალაქში/ოჯახში “უფროსი” :))))

mishka berianidze
9 years ago

ეხლა სანამ შეგვიძლია ბოლომდე უნდა მივაწვეთ და რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ თორემ ბოლო 7 ტურში ისეთ გუნდებს ვხვდებით რომ ჩემპიონობა ძალიან გაგვიჭირდება
ტორინო – იუვე
იუვე – ფიორე
სამპდორია – იუვე
იუვე – კალიარი
ინტერი – იუვე
იუვე – ნაპოლი
ვერონა – იუვე
აქ გამოჩნდება როგორ ვართ მომზადებულები ზედიზედ მე-4 სკუდეტოსთვის
წინ არაერთი თავგადასავალი გველოდება როგორც შიდა ჩემპიონატში და თასებზე ისე ევროპაში ლიგაზე
დიდ იმედს ვიტოვებ რომ სეზონის დასრულების შემდეგ იუვე სერია ა-ს ჩემპიონი იტალიის თასის მფლობელი და ლიგაზე მინიმუმ 1-4 ფინალისტი იქნება.

Vega
9 years ago

გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდაააა…

წუხელ მიუხედავად იმისა რომა ჩვენი კონკურენტია მაგრად გამიხარდა რომ ინტერი რო დააწვინა მინდორზეეეე…. კარგია რო ასეთი კონკურენტი გვყავს ეს არ მოგვცემს მოდუნების საშუალებას….. ტოტი, დელპო, და პირლო გენიოსებია ეს ხალხი იტალიურ და არა მხოლოდ იტალიურ ფეხბურთში. 25 წლისა იყვნენ ნეტა ესენიიიიი

MAXSIMUS
9 years ago

მიდი იღბალ მიაწექი! წინ ფიორე და ატლეტიკოა :)

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x