ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი :” ბედნიერი ვარ აქ ყოფნით “

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ არის დარჩენილი გარკვეული პერიოდი, თუმცა ყვითელი პრესის წარმომადგენლები არ აწყენენ გულშემატკივრებს. ამჯერად სამიზნედ ლეონარდო ბონუჩია ამოღებული, რომლითაც თურმე ბაიერნის მესვეურები დაინტერესებულან. რეალურადაც, რომ ვთქვათ ამაში სიახლე არაფერია რადგან ბონი მშვენიერ სეზონს ატარებს ტურინელთა რიგებში, თუმცა ლეო კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ ერთგულებას შავ თეთრი ფორმის მიმართ.

“საკმაო რამ დაიწერა ბოლო ხანებში ჩემი მდგომარეობის შესახებ. მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ ტურინში თავს ვგრძნობ იდეალურად. კონცენტრირებული ვარ, მხოლოდ შავ-თეთრი მაისურით გამარჯვებაზე. რაც შეეხება ბიოროკრატიულ მხარეს, ამას წლების განმავლობაში ჩემი აგენტი პროფესიონალურად ასრულებდა და ვფიქრობ სანერვიულო არაფერი მაქვს. უსაზვღროდ ბედნიერი ვარ იუვენტუსში!”.

ლეონარდოს კონტრაქტს ვადა 30 თვეში იწურება და ეს უსაფუძვლო აჟიოტაჟი შესაძლოა გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ ფეხბურთელი საფეხბურთო აგენტის შეცვლას აპირებს.

 

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x