ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “ოქროს ბურთს” რონალდო იმსახურებს, მაგრამ მესი საუკეთესოა!”

“იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი “რეალ მადრიდის” სუპერ ვარსკვლავზე საუბრობს. “ფიფამ” “ოქროს ბურთის” 3 ყველაზე ძლიერი კანდიდატი დაასახელა, მანუელ ნოიერი (გერმანია, “ბაიერნი”), ლეო მესი (არგენტინა, “ბარსელონა”), კრისტიანო რონალდო (პორტუგალია, “რეალ მადრიდი”). მესი ნოიერთან უკვე დამარცხდა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში – 1:0, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა, ციურიხში, 15 იანვარს ყველა გაიგებს ვის უფრო კარგი სეზონი ჰქონდა, – მესის, რონალდოს თუ ნოიერს. “ოქროს ბურთს რონალდო იმსახურებს, მან წინა სეზონში მოიგო “ჩემპიონთა ლიგა”, მაგრამ ეს მაინც რომ არ მომხდარიყო, მაინც ვთვლი, რომ ის ახლა საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთოდ ამ თაობაში საუკეთესო ლეო მესია. მათ შორის არაა დიდი განსხვავება, ორივეს სხვადასხვა კრიტერიუმები აქვს ერთმანეთზე უკეთესი, რონალდომ კი ბოლო 2 სეზონში ნამდვილად დაჯაბნა მესი და მისი პროფესიონალიზმი გამოავლინა.” – განაცხადა “ნუმერო უნომ”. ბუფონსაც ჰქონდა ბედნიერება ებრძოლა “ოქროს ბურთისთვის”, 2006 წელს, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა, რომელთანაც ერთად მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო პრიზი “წაართვა”, ფაბიო კანავარო იმ წელს გამარჯვებული გახდა. ჯიჯიმ ამაზეც ისაუბრა : “მეორე ადგილოსანი სპორტში არავის ამახსოვრდება (იცინის), მაგრამ მაინც ამაყი ვარ ყოველივე ამის გამო! რახან ასე გადაწყდა ეს ნიშნავს იმას, რომ მან ეს პრიზი ჩემზე მეტად დაიმსახურა!”

წყარო : OneFootball, Goal

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gigg
9 years ago

ტყუილად არ არის ნუმერო უნო. სპორტს რო თავი დავამრბით ყოველთვის გამოირჩევა კარგი, აზრიანი და დალაგებული სიტყვით.

Gigg
9 years ago
Reply to  Gigg

დავამრბით = დავანებოთ :mrgreen:

9 years ago
Reply to  Gigg

კარგი განმარტება იყო :)))))

irakli28
9 years ago

არადა ჯიჯისაც მაგრად ეკუთნოდა მაშინ (( :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x