ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მანოლო გაბიადინი არ იყიდება

“ნაპოლისა” და “რომას” ინტერესის გამო საჭირო გახდა ისეთ თემებზე საუბარი, როგორიც მანოლო გაბიადინის ტრანსფერია. ამაზე “სამპდორიას” სპორტულმა დირექტორმა მოკლედ ისაუბრა. “მანოლო ახლა კლუბისთვის საჭირო მოთამაშეა და მის გასხვისებას არ ვაპირებთ. არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ გუნდის შემცირებას იანვარში. 14 მილიონი ევრო იქნება თუ არა საკმარისი მისთვის?! ამას მე ვერ გეტყვით, ჯობია ეს ჩვენს პრეზიდენტს – მასიმო ფერეროს კითხოთ. ესაა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია.” ჯანლუკა დი მარციო კი ამტკიცებს, რომ 13 მილიონი ევრო, სწორედ ის თანხაა, რომელსაც “სამპდორია” ითხოვს, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ასახელებს. ყველა შემთხვევაში, თანხას “იუვენტუსი” და “სამპდორია” გაინაწილებენ, როგორც იმობილეს შემთხვევაში – 50-50-ზე.

წყარო : Bleacher Report

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
AKAKI nozadze
9 years ago

ისევ ეს 50-50 ???? რატოა ასეთი ჩლუნგი ეს მაროტა :blin: :blin: :blin: ამასაც კაპიკებში გაყიდის მალე ალბათ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x