ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” ალეგრი საუკეთესოთა შორისაა”

მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯიანლუიჯი ბუფონი მოსალოდნელ დაპირისპირებაზე საუბრობს და რამდენიმე სიტყვით, “ფიორენტინასთან” გამართულ შეხვედრასაც ეხმიანება. 36 წლის იტალიელს მასიმილიანო ალეგრის ძალების სჯერა და დარწმუნებულია, რომ მისი დაქვემდებარებული “ბებერი ქალბატონი” “ჩემპიონთა ლიგის” მერვედფინალში ითამაშებს: ” ჩემპიონატში არსებობს მოპოვებული, დაკარგული და საჭირო ქულები, ეს უკანასკნელი საჭირო ქულა იყო, მოპოვებული გასვლით მატჩში იქ, სადაც თამაში ყოველთვის სახიფათოა. ალეგრის ჰქონდა საკმარისი თავდაჭერილობა და მოთმინება, რომ ამ გუნდში მიეღოთ და შემდეგ ისე გარდაექმნა, როგორც სურდა. ნელ-ნელა თავის იდეებში დაგვარწმუნა, დაამტკიცა, რომ უაღრესად ჭკვიანი სპეციალისტია და მწვრთნელების უმაღლეს ეშელონს მიეკუთვნება. “ჩემპიონთა ლიგა”? გასულ წლებს დიდი ტრგედიით არ უნდა ვუყურებდეთ. შარშანწინ მხოლოდ “ბაიერნთან” დავმარცხდით, მიუნჰენელებმა კი იმ წელს მოიგეს კიდეც ეს ტურნირი. წინა წელს ნამდვილად ვერ გამოვიჩინეთ თავი, თუმცა ახლა არც ისე შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ ამ პოზიციაში ვართ. ვფიქრობ, მინიმუმ საუკეთესო რვა გუნდს შორის ვიმსახურებთ ადგილს, თუმცა კენჭისყრაზეც ბევრი იქნება დამოკიდებული.” -აცხადებს ბუფონი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x