ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კომანი :”სანახაობრივი დაპირისპირება გველის”

კინგსლი კომანის მოსაზრებით ტურინელები ყველა ღონეს იხმარენ რათა დაამარცხოს ატლეტიკო. მისივე სიტყვებით იტალიის და ესპანეთის მოქმედი ჩემპიონების ეს დაპირისპირება ნეიტრალური გულშემატკივრისთვისაც საინტერესო სანახაობა გახდება: “დაძაბული მატჩი გველის და მსურს დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ფრეზე თამაშს. მიზანი ნათელია – პირველ ადგილზე გასვლა და ამისთვის მეტოქის ერთ ბურთზე დიდი სხვაობით დამარცხება გვმართებს. ამიტომ ეს არ იქნება ჩაკეტილი, პირიქით სანახაობრივ შეხვედრას ველი”.

“ფიორენტინასთან დაპირისპირება? საკადრო პრობლემების გამო მოგვიწია 3-5-2-ს დავბრუნებოდით და თავდაპირველად გარკვეული სახის პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ შევძელით მათი დაძლევა და მერე ყველაფერი მშვიდ კალაპოტში გადავიდა. მატჩის წინ ყველა მამხნევებდა და წარმატებას მისურვებდა. ეს იყო მძიმე და საჭირო ქულა, რომელიც დაგვეხმარება კურსის გაგრძელებაში. რომა? საინტერესო ორთაბრძოლა მიმდინარეობს. ყოველ მომდევნო ტურში ჩვენც და ისინიც მაქსიმუმს ვაჩვენებთ რათა შევინარჩუნოთ ის ქულათა სხვაობა რაც ამ ეტაპზე არის. იტალიური ლიგა გაცილებით რთულია. აქ ნაკლებ ფიზიკურ ენერგიას იყენებ და უფრო მეტად გიწევს გონების ჩართვა”.

წყარო: იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x