ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “პირველი ადგილიდან გასვლა შეგვიძლია”

მასიმილიანო ალეგრის გუნდი ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ.შეხვედრამდე ერთი დღით ადრე კლაუდიო მარკიზიოსთან ერთად ვინოვოს პრეს-ცენტრში ბიანკონერების მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა : “ეს იყო სეზონის უპირველესი ამოცანა, ჯგუფური ეტაპის დაძლევა.გვაქვს შანსი, პირველ ადგილზე გავიდეთ, რატომაც არა, მარტივი არ იქნება, თუმცა შეუძლებელი არაფერია, ტურინში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.მყავს  გუნდი, რომელსაც გადამწყვეტი მატჩების მოგება შეუძლია, ეს მიმდინარე წელს არაერთხელ დავამტკიცეთ.არ ვფიქრობ, რომ საბერძნეთში და ესპანეთში მარცხს ვიმსახურებდით, მადრიდში შეცდომები იყო, “ოლიმპიაკოსთან” კი, ნამდვილად არ გაგვიმართლა.არ დაგავიწყდეთ, რომ “ატლეტიკომ” ბოლო თერთმეტი მატჩიდან ათი მოიგო, ეს ხომ ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი.სიმეონემ სასწაული შეძლო, შიდა ჩემპიონატში დაამარცხა “რეალიც” და “ბარსელონაც”, დიეგო თანაბრად იმსახურებს წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს, ისევე როგორც ანჩელოტი და ოაჰიმ ლიოვი”.

“იტალიის ჩემპიონატში დიდი კონკურენციაა, დაძაბული მატჩები იყო ჩემპიონთა ლიგაზეც, მაგრამ ეხლა მთავარი 1/8 ფინალში უნდა გავიდეთ.ლამაზ, გახსნილ დაპირისპირებას ველი, “იუვენტუსი” უმაღლესი დონის გუნდია, არ დაგავიწყდეთ, ბიანკონერებმა ბოლო წლებში სამი სკუდეტო და ორი სუპერთასი მოიგო, ჩვენ გვყავს მეთორმეტე მოთამაშე, ტიფოზერია, ხვალ მათ იუვენტუს სტედიუმზე ვეპატიჟებით.როტაციაზე საუბარი არ მიყვარს, ძლიერი შემადგენლობა მყავს და ეს მაძლევს საშუალებას, ხშირად ვცვალო ჩემი შეგირდები.ყოველ მესამე დღეს თამაში გვაქვს, შეუძლებელია ეს მხოლოდ თერთმეტი მოთამაშით მოახერხო, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ზოგჯერ ლიდერები ისვენებენ.ლორენტე თუ მორატა ? – ფერნანდომ მალმიოს უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა, ალვარო შესანიშნავი იყო საბერძნეთში, თუმცა არ გაუმართლა, გოლი აკლდა მხოლოდ.ეს მისთვის პირველი წელია და ვფიქრობ, უკვე წარმატებული, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ხვალ მეცოდინება, ვინ მოხვდება საწყის თერთმეტეულში.”

აქვე გთავაზობთ ბიანკონერების განაცხადს “ატლეტიკოსთან” მატჩისთვის : ბუფონი, კიელინი, ოგბონა, პოგბა, პეპე, მარკიზიო, მორატა, ტევესი, ჯიოვინკო, ლიორენტე, ბონუჩი, პადოინი, პირლო, ვიდალი, ლიხტშტაინერი, სტორარი, ევრა, რუბინიო, პერეირა, მატიელო

წყარო : Juventus.com

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x