ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის კომენტარი “კალიარისთან” მატჩის წინ

null “ვთვლი, რომ საკმაოდ რთულ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც ბევრ საგოლე მომენტს ქმნის. მათ უკვე დაამტკიცეს, რომ სახლში ყოველთვის მოსაგებად თამაშობენ. თუმცა ჩვენი მიზანია ისევ განვაახლოთ მოგებათა სერია. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ჩვენს შემტევ ხაზთან. დავუბრუნდეთ გატანილ გოლებს. აი, “სამპდორასთან” ჩვენ არც ისე ბევრი მომენტი შევქმენით. ამ თამაშში კი ისევ იმას უნდა დავუბრუნდეთ, რაც ვიცით.
ჩემი დისკვალიფიკაცია? სიმართლე ვთქვა, საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, რადგან მეგონა, რომ განსხვავება იყო შეურაცხყოფასა და წყევლას შორის. ვთვლი, რომ ჩემი საქციელი კორექტული იყო. მე წმინდანი არ ვარ და შეიძლებოდა ეპატიებინათ ეს სიტყვები.
მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ გუნდი დაიღალა. კვირას ჩვენ ვაჩვენეთ თითქმის საუკეთესო თამაში ფიზიკური მომზადების კუთხით. ვფიქრობ, წინა თამაშში ვერ მოვიგეთ დაშვებული ტექნიკური შეცდომების გამო, განსაკუთრებით მატჩის ბოლო 20 წუთში. ამიტომაც გაჩნდა შეგრძნება, რომ გუნდი გადაღლილია.
ახლა ორი ცენტრალური მცველი მყავს, რომლებიც ამ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას – ოგბონა და კიელინი. ნახევარდაცვაში ხუთი-ექვსი მოთამაშე მყავს ოთხ პოზიციაზე. ერთადერთი პრობლემაა კასერესის არყოფნა, თუმცა, იმედია, დოხაში უკვე გამოჩნდება მოედანზე. ბონუჩი დისკვალიფიცირებულია, ბარძალი აღდგენის პროცესშია, რომულომ და ასამოამ ოპერაციების კურსი გაიარეს. მარონე შემდეგ კვირას დაუბრუნდება ვარჯიშს.
ვიდალისგან უკეთეს თამაშს ველი, რადგან უბრუნდება ფორმას. იმედია, გააგრძელებს გოლების გატანას. გასულ კვირას მან უკვე გამოიჩინა თავი გოლით.”

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
forza bianconeri
9 years ago

ეგრე მეფე არტურო ბრუნდებაა :forza: :forza: :forza: :forza:

lasha tsasidze
9 years ago

:))))))))))))))) მე მგონი თქვენი კრიტიკა გაიგეს ვიდალმა და კარლიტომ :)))))))))))))

emzari beridze
9 years ago

უი რა გოლიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

emzari beridze
9 years ago

რამე ლინკი დადეთ რა

forza bianconeri
9 years ago

სეტანტა თქვენთანაც გათიშულია?

forza bianconeri
9 years ago

გოოოლ კარლიტოოს :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

jjj jjj
9 years ago

4-2-3-1

bibobibo
9 years ago

Imedia mag sheni zaza ase rom gevaseba jovinko dva ar gamodgeba kargat maxsovs jovinkoze ro midioda dabrunebaze sheni komentarebiii 10 nom acmevdi ukve da momaval delpierot natlavdi imena adidebdi…..carmatebebii zazas tu gadmova tu gaaamartlebs ra jobia magas, mara chemi piradi azria ro belardic da gabiadinic magaze uketes pegburts itamashebs me magrad minda gabiadini gundshi imena klasi motamashea ukve droa nakrebshi gamoizaxos kontem

Di Francesco # 1
9 years ago

ტევესს უკონკურენტობა აფუჭებს, მოედნის მიღმა კიარა მოედანზეც არ ყავს კონკურენტი, მაგი რო გამოდის მოედანზე იცის რო მთლიანბად მასზეა დამოკიდებული იუვენტუსის კარგი ან ცუდი თამაში შეტევაში, ვერ ითამაშა ტევესმა? ესეიგი იუვეს შეტევამაც ვერ ითამაშა, ერთ კაცზეა ფაქტიურად გუნდის შეტევა დამოკიდებული და ეს კიდე შეუძლებელს ვერ გააკეთებს, თან ასაკშია უკვე :lool:
ძაძას გევრდით მგონია რო მაგიც ამუშავდება სერიოზულად, ორივე მებრძოლი და გულიანი მოთამაშეა, ეცდებიან რო ერთმანეთზე უკეთესად ითამაშონ, დღეს ტევესი რო წამოწვეს მოედანზე მასზე უკეთესად თამაში შეიძლება მაინც გაუჭირდეს ზოგს

Di Francesco # 1
9 years ago

გასულ კვირას კი, ერთი თვის უკან რო კვირა იყო იქ შეაგდო პენალტი ალეგრის რისი დამალვაც უნდა სინამდვილეში იმაზე ლაპარაკობს, დღეს გუნდში არი თავდამსხმლის და ვიდალის პრობლემა და მთელი პრესკომფერენცია იმას მიუძვნა რო შეტევაც ძლიერია და ვიდალიც მაგარია. რეალურად ვიდალი მართლა მარაგია მარა რატოა სხვაზე მეტად ხელშეუხებელი? შარშან მარკიზიო არ იყო ხო ფორმაში? ხოდა ხო იჯდა სკამზე? წელს თუ არაა ვიდალი ფორმაში მაშინ დასვას სკამზე, თუმცა იმასაც ვხვდები რო ფიზიკურად სხვა ნახევარმცველი არაა გუნდში და ალბათ ამის ბრალია რო ვიდალი მიუხედავად იმისა ფორმაშია თუ არა მაინც თამაშობს შეტევაზე ლაპარაკიც არ ღირს, დღეს კიდე კაი ლორენტე არაა სასტავში მარა რავიცი მაინც არ… Read more »

irakli28
9 years ago

ვიდალს უნდა დეხმაროს ფორმის აღდგენაში თორე ისე არ გამოვა არაფერი, პერეირა ძაან მომწონს მარა ვიდალს სულ სხვა ფუნქცია ქონდა ჩვენთან.. ეს მორატა კიდე ათამაშოს რაა, რაში მივეცით აბა 20მ :blin: :blin: :blin:

9 years ago

საინტერესო ტევესის და ლორენტეს უკან ნეტა ვიდალს დააყენებს თუ ისევ პერეირას? :vaime:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to 

ორივესJuventus (4-3-1-2): Buffon; Lichtsteiner, Ogbonna, Chiellini, Evra; Vidal, Pirlo, Marchisio; Pereyra; Tevez, Morata.

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x