ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”ეს გუნდი ევროპაშიც იტყვის საკუთარ სიტყვას”

მატჩის შემდგომ პრესსკონფერენციაზე ალეგრი ნასიამოვნები ჩანდა საკუთარი გუნდის გამარჯვებით, რომელიც ყველაფერთან ერთად ზამთრის ჩემპიონიც გახდა. თუმცა, სპეციალისტი გაკვირვებული დარჩა ზემანის მოულოდნელი გადაწყვეტილებით ტაქტიკური სქემის შეცვლასთან დაკავშირებით :“სიმართლე გითხრათ გავოცდი, როდესაც 4-3-3 ის ნაცვლად 4-4-2 ვიხილე. ზემანის დაპირისპირება იუვეს წინააღმდეგ დიდი ხანია უკვე რაც მიმდინარეობს და იგი შეეცადა ჩვენთვის თავისუფალი ზონების დაკეტვას და კონტრ იერიშებზე სწარაფად რეაგირებას. საბედნიეროდ მეტოქეს არ მივეცით ამის საშუალება და სასურველ კალაპოტში გადავიყვანეთ იგი. თუმცა, მატჩი მთავრდება, მხოლოდ მაშინ როდესაც მსაჯი საფინალოდ ჩასტვენს და არა მანამდე. ამაზე ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს”.

“მაქსიმალურ ზღვარზე ვიასპარეზეთ და ნამდვილად არ გვიფიქრია ინტერთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე, რომელიც ახალი წლის შემდეგ გაიმართება. გამიმართლა, რომ ისეთ გუნდს ვუდგავარ სათავეში, რომელიც ცდილობს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ეფექტურ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემადგენლობა და ფორმაცია, შეძლებს დადებითი შედეგის მიღწევას ევროპაშიც”.

 

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
marchisio8
10 years ago

რატომღაც მეც დავიჯერე ამ კაცის

bb_8319
10 years ago

თუ არ გაძლიერდა გუნდი არაფერიც არ იქნება ევროპაში..

nika chigladze
10 years ago

მე მჯერა შენი MAX :forza: :forza: :forza: :forza:

JuventinoToko
10 years ago

ალეგრიც იტყვის თავის სიტყვას დამიჯერეთ ;) :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x