ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინს კვლავ დაუკავშირეს ფალკაო

ტურინელებს თავდასხმის ხაზში კვლავინდებურად პრობლემები აქვთ. ვერა და ვერ მოიძებნა გოლეადორი, რომელიც დააკმაყოფილებდა ბიანკონერის დონეს. ფაქტიურად დავიდ ტრეზეგეს წასვლის შემდეგ ეს ვაკანტური ადგილი ვერავინ ვერ მოირგო ჯეროვნად. იანვარის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბი ეცდება გაძლიერებას, რადგან სურს ლიგაზე წარმატებული ასპარეზობა, ხოლო სერია ა-ში ტიტულის შენარჩუნება. სხვადასხვა ვარიანტებთან ერთად სახელდება რადამელ ფალკაოც. მას ჯერ კიდევ ზაფხულში შეეძლო ალეგრის განკარგულებაში ყოფნა, მაგრამ მაშინ იტალიას მანჩესტერი და 12 მილიონიანი ანაზღაურება ამჯობინა. ფორვარდმა ვერაფრით მოიკიდა სხვადასხვა პრობლემების გამო ვან გაალის გუნდში ფეხი და არ არის გამორიცხული ჯუზეპე მაროტამ დაიმატოს სამხრეთ ამერიკელი იანვარში არენდის წესით. თავად ფალკაო არ გამორიცხავს გუნდის შეცვლას თუ უახლოეს პერიოდში მას სათანადო ნდობა არ გამოუცხადეს იუნაიტედში.

წყარო: tuttosport

19 thoughts on “ტურინს კვლავ დაუკავშირეს ფალკაო

  1. ძაძას დაბრუნებაა რეალური და როგორც Q a s r a-მ თქვა დარმიანი მოიყვანონ. ფალკაო კარგია, უფრო მეტიც, ვიტყოდი რომ “ტოპია”, მაგრამ ძაძას ვარიანტი უფრო მეიმედება, მორატაც და ლორენტეც იძულებული იქნებიან მოუმატონ მაქსიმალურად.
    ძაძა გვინდა ბეპეეეეე….. გაიგე???????????
    :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  2. სიტის ტრადიციას არ აქვს ევროტურნირების …..
    ჩელსი ადრეც მიაღწია დიდ წარმატებეს და წელსაც მიაღწევს ალბათ

  3. მე პირადად ძალიან გამიხარდებოდა ფალკასო მოსვლა – სულ არ მაინტერესებს გუნდის ბიუჯეტიდან რამდენი ფული დაიხარჯება – ზოგმა პროფესიონალი ბუღალტერივით იცის თავისი საყვარელი კლუბის ბიუჯეტი და კაპიკებს ანგარიშობს … და საერთოდ ვინც ტრანსფერებში დიდ ფულს ხარჯავს შედეგსაც ის აღწევს – ამის მაგალითებია: რეალი, ჩელსი, ბარსელონა და სხვ. თუ არ გარისკეს ისე არაფერი გამოვა … იუვეს ხელმძღვანელობა რო ჟმოტავს ფინანსებს ისე ამას არავინ არ აკეთებს ….

  4. ამის არენდას ჯერ ხო რამდენი მილიონი უნდა და თუ გამოსყიდვაზე მიდგა საუბარი მერე ხო საერთოდ.ხელფასზე ლაპარაკი ზედმეტია.პირადად მე მომწონს ფალკაო,მაგრამ ამ ეტაპზე იმ თანხით რაც ფალკაო უნდა დაჯდეს,მინიმუმ ორ ძლიერ ფლანგელს დაიმატებდა კაცი და ერთი კარგი მეგოლეც მოიძებნებოდა სადმე. :oldman:

  5. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ ეტაპზე (და რეალურუ) არის გაბიადინი , რომელიც პოტენციურად ტევესის კონკურენტი იქნება … ისე თუ ესეც ვერა ჯობია სამპაში დარჩეს და იმ ნეაპოლელების ხროვაში არ წავიდეს

  6. forza bianconeri !!! 295 ში 1 … ცოტა ისე ჟღერს … არადა 295 წუთი 3 თამაშია და მეტი არა .. თან ფალკაო ტრამვირებული იყო და არ არის ძველებურ ფორმაში …. მისი დონის ფორვარდი იუვეს არ ჰყავს და რომ შეიძინონ მშვენიერი იქნება, მაგრამ ელემენტარული საახალწლო ჭორია ეს და მეტი არაფერი …

  7. კარგ ფორვარდს თუ ეძებენ და სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა თუ უნდათ ისეთი ფეხბურთელის ვარიანტს რატომ განიხილავენ რომელსაც 295 წუთში 1 გოლი აქვს გატანილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.