Sky: ლიხტშტაინერთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
იტალიური მასმედიის მტკიცებით სტეფან ლიხტშტაინერი 2017 წლამდე გაახანგრძლივებს მოქმედ კონტრაქტს ბიანკონერისთან. შვეიცარიელ მარჯვენა მცველს სეზონის ბოლოს ეწურებოდა ხელშეკრულების თარიღი იუვესთან და ამიტომაც მის მიმართ ინტერესი გაიზარდა ინტერის, მანჩესტერის და პსჟ-ს მხრიდან. თუმცა, Sky Sport Italia-ს ინფორმაციით მხარეებმა მოახერხეს საერთო ენის გამონახვა და მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. წლიური ანაზღაურება ახალი ხელშეკრულების თანახმად შეადგენს სამ მილიონ ევროს. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელი კლუბში 2011 წელს ჩაირიცხა, როდესაც იუვეს სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგა.
წყარო: Football Italia
უკეტესიც არავინ ჩანს თორე, მიუხედავად იმისა რო მევასება, შეუცვლელი ნაღდად არაა
kargia ro rcheba iuveshi,nu yovelshemtxvevashi ufasod mainc ar dakargaven..