ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” სნეიდერსა და ბენ არფას აკვირდება

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინის “იუვენტუსი” შემტევი ნახევარმცველის შეძენას შეეცდება, რომელიც ფორვარდების უკან შეძლებს თამაშს.ხერდან შაქირისადმი გამოჩენილ ინტერესზე ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით უკვე შეიტყობდით, თუმცა გარდა შვეიცარიელისა, ბიანკონერები მოლაპარაკებების წამოწყებას უესლი სნეიდერთან ან ჰატემ ბენ არფასთანაც აპირებენ.მილანის “ინტერის” ყოფილი ათიანი სერია A – ს შესანიშნავად იცნობს, თუმცა მაღალი ხელფასის გამო მისი გადმობირება ადვილი არ იქნება, მით უმეტეს, სნეიდერის მიმართ ინტერესს მანჩესტერ “იუნაიტედიც” იჩენს, რომლის მთავარი მწვრთნელიც ლუის ვან გაალია.რაც შეეხება ბენ არფას, იგი “ნიუკასლის” საკუთრებაა, თუმცა არენდის წესით “ჰალ სიტიში” გამოდის, კაჭკაჭების მთავარმა მწვრთნელმა უკვე განაცხადა, რომ ბენ არფა მის გეგმებში არ შედის და დიდი ალბათობით, ფეხბურთელმა იანვარში “ჰალიც” უნდა დატოვოს.“ფეხბურთელის მიმართ ინტერესს რამდენიმე გუნდი იჩენს, ბენ არფა იანვარში ახალ გუნდს გამოძებნის.” – განაცხადა ჰოლანდიელის აგენტმა.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
soso tavadze
11 years ago

MEMPHIS DEPAY დაკვირდით ამას ვინებს აკვირდებით :@.... .... რათ გინდათ ეგ ჩამოწერილი ჩლექიანი ხალხი ტო ….აი მაგრად გამისწორდება ამ კაც თუ ვიხილავ იუვეში ესეთი მარცხენა ფლანგელი არ გვყავს ძან მაგარია სანამ ვინმეე გრანდმა წაიყვანა :(ჩემი აზრით ძალიან გაგვაძლიერებს თავისი სისწრაფით ტექნიკით და დარტყმაც შესანიშნავი აქვს თან ახალგაზრდა და მებრძოლი … შეშვით რა ამ ჩამოწერილ ფეღბურთელებს მაგათმა უკვე თავისი თქვეს .. ახალგაზრდები იყიდეთ ვინც ნამდვილად პროგრესირებს :( დავიჯერო ჩემზე უკეთ ვერ ხედავთ ვინ გამოგადგებათ და ვინ არა აი ამაზე ვგიჯდები რა … გადაიხადეთ ცოტათი ძვირი და დაგიფასდება ვიდრე ყრით ცოტას და არაფერი გამოდის კარგი რა :@.... .... როდემდე უნდა გაგრძელდეს ესეთი… Read more »

giorgi
11 years ago

სნეიდერს რათ უნდა დაკვირვება! მოკიდე ხელი და მოიყვანე…გალადან წასვლა მინდაო… თურქულ გაზეთებში წერენ… ბენ აფრა კიდე გახეხავს სკამს

vakhtang karchava
11 years ago

ბენ არფაზე წერენ: ნიუკასლში არ გაამართლა და ჰალ სიტიში გაანათხოვრა,თუმცა იქაც ვერ გაამართლა და ინგლისიდან მიდის… :blin: :blin: :blin:

11 years ago

“ნიკასლის საკუთრება, რომელიც ჰალ სიტიში თამაშობს…..” განა რამდენს უხდის ნიუკასლი ან ჰალ სიტი, მის იუვეში გადმობირებას მაღალი ხელფასი რომ ართულებს? რა ხელფასი აქვს ასეთი, ნიუკასლი და ჰალ სიტი რომ უხდის და იუვე რომ ვერ გადაუხდის? საერთოდ რა ბიუჯეტი აქვს ასეთი ან ნიუკასლს, ან ჰალლ სიტის? რაღაც გამომრჩა მე მგონი, შეიძლება რაღაც ბოლომდე ვერ გავიგე…….

Giorgi kasrashvili
11 years ago
Reply to 

DZMA GAMOGRCHA IS ROM MAGAL XELFASZE SAUBARI VESLI SNEIDERTAN DAKAVSHIREBITAA TORE BEN ARFAZE KI ARA :)

11 years ago

გაიხარე, თორემ გული გამოსკდა :)))))) რა ბენ არფა რა დიდი ხელფასითქო :))))) ან რა სნეიდერი? სნეიდერი კარგი ფეხბურთელი იყო და ჯერ ჩამოსაწერი არ არის, მაგრამ მის ადგილას ვინმე პერპექტიულს ავიყვანდი. პოგბასიც არ სჯეროდათ, რომ ასე მალე “გავარსკვლავდებოდა”, მაგრამ შედეგი სახეზეა. თვით სერ ალექსმა არ მისცა დიდი შანსი, შეიძლება ბენ არფაც მსგავს სიტუაციაშია? რას გაიგებ.
მოკლედ დიდ ტრანსფერებს არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში 35-40 მილიონიანებს გამოვრიცხავ, თუ ანიელიმ არ მიჰქარა, პოგბა არ გაასხვისა და ამ ფულით არ დაიწყო “კისრისტეხვა”. ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ბორდმა მას არსებული ბიუჯეტით ლიგის მეოთხედფინალის, ან ნახევარფინალის საგზური მოსთხოვა.
ეეეჰჰჰჰ იუვე ვის ხელში ხარ…….
:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

irakli28
11 years ago

სნეიდერის დრო წავიდა უკვე….

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x