ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “გუნდმა მეტ ხანს უნდა შეინარჩუნოს მაღალი ტემპი”

მასიმილიანო ალეგრის მოსაზრებით მეორე ტაიმში მისმა გუნდმა კონცენტრაცია დაკარგა :“კარგად გვესმოდა თუ რაოდენ მძიმე შეხვედრა გველოდა, მაგრამ პირველი 45 წუთი ალბათ სეზონში საუკეთესო იყო ჩვენი შესრულებით. სამწუხაროდ ინტენსიურობა არ გვეყო მთელი 90 წუთის მანძილზე. იქამდეც კი სანამ ბურთს გავუშვებდით, ბევრი წუნი გვქონდა ტექნიკური შესრულებისას. გოლის შემდეგაც კი ბევრის უფლება მივეცით. მიუხედავად იმისა, რომ ნერიაძური 10 კაცით დარჩა მატჩის დასრულებამდე, უფრო მეტად მათ ჰქონდათ გამარჯვების მოპოვების შანსი”.

“დედაქალაქელები კვლავინდებურად ერთი ქულით ჩამოგვრჩებიან, ხოლო ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. შემადგენლობის გასაძლიერებლად რეალურად ძლიერი მოთამაშეები გვესაჭიროებიან და სნეიდერი ზუსტად ასეთი ტიპის მოთამაშეა. დღეისათვის ის გალათასარაის ფეხბურთელია და არ არის გამორიცხული ხელმძღვანელობას სხვაზე გაეკეთებინა ფოკუსირება. მთავარი არის მახასიათებლების ზუსტად შეფასება და იმ ტაქტიკაზე მორგება, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ჩემს განკარგულებაში მსოფლიოში საუკეთესო შუახაზელები არიან და მათ არაფრის დიდებით არ დავთმობდი. ამიტომ რეალურად რთულია ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, რომელიც გააძლიერებს ჩემს გუნდს”.

“ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც დავუბრუნდებით ყოველ სამ დღეში თამაშების გრაფიკს დაგვჭირდება შემადგენლობის ვარირება ისე, რომ ხარისხი და შედეგი დარჩეს წარმატებული”.

წყარო: Football Italia

172 thoughts on “ალეგრი : “გუნდმა მეტ ხანს უნდა შეინარჩუნოს მაღალი ტემპი”

  1. დათო ჯიშკარიანი
    მორატასაც არ ეძლევა ფორმაში შესვლის საშუალება, მარა ფაქტია რო ლორენტეზე მეტი შეუძლია, მე მორატასი მეიმედება, როცა დაგვჭირდება მაშინ აიღებს მის თავზე თამაშს და გადაარჩენს გუნდს
    სებას კიდე ყოველ მეორე თაამშში 30 წუთით შემოხვლა ეკუთვნის და გუნდაც დაატყობს მის ხელს, კი ლანძღავს ყველა მარა შეუძლია მაგას სამპდორიებს და კიევოების დონის გუნდებთან კარგად თამაში

  2. დათო ჯიშკარიანი
    ლიგაზე გეუბნები, ერთი არასწორი მოქმედება ალეგრის მხრიდან და ჩვენ უფრო ადრე გავარდებით ლიგიდან ვიდრე დორტმუნდი

    1. ეგ ძმა ისეთი თემაა რომ ვერ გაიგებ ვერცერთ დაპირისპირებაში რა მოხდება. ოლიმპიური პრინციპია და დაზღვეული არავინ არის. რუსული რულეტკასავით არის.

      1. რავი მაინც მჯერა რო მოვუგებთ დორტმუნდს მარა ალეგრიმ ძალი არუნდა დაიბრმავოს თავი და რეალურად ვინც უკეთესია ის ათამაშოს, პირველრიგში მორატა
        კი სხვასთან შედარებით ავტორიტეტია ტევესი მარა გუშინ რო შეეცვალა ბოლო წუთებში სებათი არაფერი არ უჭირდა, რატო არ შეცვალა?

        1. არ ვიცი ჯიოზე რა ხდება. ერთია რომ ეგ მასტი ვერ განვითარდა, მაგრამ მეორეა რომ მწვრთნელებიც არ აძლევენ ხოლმე ხშირ სათამაშო დროს. გუშინ კი მინდოდა მოედანზე შემოსულიყო. ისე ეს მორატაც კაი ფლოპი შეგვტენეს რა. მასტმა არ იცის გოლის გატანა :blin:

    1. იმიტომ რომ უფრთხილდებიან ტიპს ) ფორვარდი დღეისათვის პრობლემატური პოზიციაა. პოგბა რომ მოიყვანს იცოდნენ ზუსტად ჩემი აზრით რისთვის მოჰყავდათ და ფორვარდი ეგეთი მარტივი თემა არ არის. ეტყობა სკაუტები და მწვრთნელები არ თვლიან რომ ჯერ მზად არის ისეთი წნეხისთვის გერქვას იუვეს თავდამსხმელი, რომელსაც ყველა კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. ერთი-ორი უგოლო მატჩი და ფსიქოლოგიურად გადათელავენ მასტს.

  3. რავი ჩვენ პირველზე ვართ და ისინი ბოლოსწინა ადგილზე და ვინაა გასავარდნ ზონაში ? )) მაგრად ყომარობს იქ აშკარად იმობილე) სერიოზულად შეუვსია გუნდი ) მაგას ჯობდა ტოროში ყოფილიყო და გუნდს ევროლიგაზე დახმარებოდა )

  4. დათო ჯიშკარიანი
    ბერარდის კარიერის საწყისი ეტაპი დელ პიეროზე და ტოტიზე უფრო შედეგიანი როა მაგი არაფრის მთქმელი ფაქტი არაა?
    დღეს არსებობს ბერარდიზე უკეთესი ახალგაზრდა ვინც იმსახურებს იუვეს მაისურს?

    1. კი საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაა ვინც იმსახურებს, მაგრამ მაყუთი არ გვაქვს მაგათ დასათრევად ) დღეს სერია ა ძალიან შორს არის იმ პერიოდისგან რომელიც ტოტის და დელ პიეროს დროს იყო ) დაე მაგათზე უკეთესი ყოფილიყოს) ეგ მინიმუმ იმას ნიშნავს რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეზე გვაქვს საუბარი ) იუვეს კი არა ნებისმიერ გრანდს რომ დაამშვენებდა ისეთია))

  5. მასე მეგონა რო გაბიც მაგ მიზნით იყო სამპდორიაში მარა ახლა ისეთ კლუბში გაუშვეს იქედან დაბრუნება ძან რთული იქნება, სულ რო ახალი კავანი გახდეს

  6. დათო ჯიშკარიანი
    დელ პიერო რო გადმოვიდა იყო იუვეს დონის? მე ვინც მახენდება იუვეს ლეგენდები იმათუ უმეტესობა იუვეში იქცა მაღალი დონის ფეხბურთელად, სხვა გრანდიდან გადმოყვაილი უკვე შემდგარი ვარსკვლავი რო ეყიდოს იუვეს არ მახსენდება

    1. ის გაიხსენე რა პირობებში იყო დელ პიერო. ტიპი მოიყვანეს ზამენად ვიალის და რავანელის. საჭირო დროს ითამაშა ისე, რომ ლიპიმ მეტი და მეტი დრო მისცა. ანუ ალექსა იყო ფენომენი და შანსი გამოიყენა. ვინაა მაგნაირი ფენომენი ვინც ბოძებულ წამებს შესაბამისად გამოიყენებს? არავინ ) სამწუხაროდ მისნაირები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. ალექსა მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში ითამაშებდა იმ ასაკში როგორშიც იუვეში.

      1. ახალგაზრდა ალეს თამაშები რომ ვნახე მის მერე შემიყვარდა იუვე კაცმა ბაჯო მოაჯინა ერთ ადგილზე რაც იმ პერიოდში უტოპია იყო რაც გინდა თ ის დამაბრალეთ მაგარამ ღევანდელ სერია აში ალეს ნახევარ ტალანტსაც ვერ ვხედავ :forza: :forza: :forza:

  7. ტევესი არის სწორი სატრანსფერო სვლა და მარტო ალბათ ზიზღით შეპყრობილი თუ იტყვის მაგაზე აუგს. ჩვენ გვყავს ანრი გაშვებული გუნდიდან, რომელიც თანამდროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იყო და მაგაზე არ გვიტირია, იმიტომ რომ სხვები ვიპოვნეთ , რომლებიც ჩვენს ისტორიას ქმნიდნენ. ამიტომაც არ დაილევიან და ითამაშებენ იუვეში შესაბამისი დონისანი. მიხედავს ამას ხელმძღვანელობა. ჩამოუყალიბებელ ჩუვაკებზე კიდევ არ ღირს საუბარი, ჯერ შექმნან და მერე ვისაუბროთ. არც გაბიადნის, არც ბერარდის მითუმეტეს ჯერ საიმისო რომ თქვას ადამიანმა იუვეს დონის არიანო არ გაუკეთებიათ. ძაძა კიდევ მოვა ზაფხულში ეგ გადაწყვეტილი ამბავია. იმობილე კიდევ ერთი დიდი ფლოპი აღმოჩნდა ბორუსიისთვის და მეტი არაფერი.

  8. მე მგონია რო ისეთი გრანდის ხელმძღავენელებს როგორც იუვეა, უნდა ქონდეთ ისეთი ანალიზის უნარი რო წინასწარ განსაზღვრონ თუ რომელი ახალგაზრდა გახდება დიდი ფეხბურთელი, ჩემი აზრით დღეს ბერარდის თუ ხელშეწყობა ექნა, იტალიური ფეხბურის ერთერთი ლეგენდა გახდება სამომავლოდ

    1. მერე ბერარდის აძლევენ განვითარების ძალიან მაგარ საშუალებას. მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს მასტს, რაც იუვეში არ ექნება. რატომ და რისთვის ეგ სხვა თემაა, მაგრამ ფაქტი ეგაა ბრატსი.

  9. დათო ჯიშკარიანი
    კაიდა გახდა იმობილე და გაბიადინი ტევესის დონის მერე რასვშვებით? ვნანობთ ყველა ერთად რო რავა გავყიდეთ ეს კაციო?
    ტევესის დონის რო გახდება ბერარდი სხვა კლუბში მერე ის სხვა კლუბი ჩვენ მოგვცემს ფეხბურთელს? იმ ტევესის დონის ფეხბურელისგან ამოიღებენ მაქსიმუმს და მერე სიბერეში გადმოგვიგდებენ როგორც ტევესი გადმოგვიგდო სიტიმ

  10. ჰოდა ისე ალეგრის ბევრი აგინებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ტაქტიკურად ბევრად ჭკვიანი ტიპია ვიდრე კონტე. კონტე არის მოტივატორი, მაგრამ ბაირნმა და მერე გალათასარაიმ დაგვანახეს რას ნიშნავს მოტივატორი და ემოციური მწვრთნელი ) ალეგრი ბევრად გაწონასწორებული ჩუვაკია და მჯერა, რომ ევროპას გავაკვირვებთ და თუ არა და თვითონ ალეგრისაც ესმის, რომ სეზონის ბოლო წარმატების გარეშე დატოვებს დაკავებულ თანამდებობას.

  11. იოოო იმობილე )) სად არის ეხლა ბორუსია? რა უშველა გერმანიაში ლევანდოვკის ზამენამ? მახსოვს ნტვ-ზე ვუყურებდი ბორუსიას შეხვედრას და იმობილეს ასხავდნენ ეს არის ფეხბურთელი რომელმაც პასი არ იცისო… ერთია როდესაც ხარ ლიდერი გუნდში რომელიც არ იბრძვის ჩემპიონობისთვის და მეორეა გუნდი რომელიც პირიქით ასეთი რანგის არის. ეს ბერარდი როდის უნდა მოეყვანათ მასტი ეხლა გახდა 18-ის თუ 19-ის. და მაგი იუვეში რას განვითარდებოდა სკამზე? ეხლა თქვენ ზიზღი გქონდეთ ვინმესი და ამბობდეთ ტევესის დონე არისო ან ეგ ან ძაძა ან სანსონეო უკვე უტოპიაა ბრატსი და მეტი არაფერი. ნეტავ გახდეს ტევესის დონე რომელიმე მაგრამ ჯერ მართლა ნინიას ბაღი კი არააა. ელემენტარულად რასაც თქვენ აქ წერთ ის რომ შევკვეცოთ და სულ 5 კაცი მოაშორო და დაამატო ძირითად შემადგენლობას ჩათვალეთ, რომ მილანის დღეში ვიქნებით 2-3 წელი უეჭველი და მერეც როგორ განვითარდება გუნდი კაცი შვილმა არ იცის. იმედი მაქვს სნეიდერს გავიფორმებთ და მერე უკვე ფორვარდებიც მეტად უკეთ ათამაშდებიან, რომლებიც ბურთის მოსაპოვებლად ცენტრში უწევთ ლამის ჩამოსვლა.

    1. გაიხარე ძმა მაგას ვიძახი რამდენი ხანია, პარმას ჯოვინკოსნაირი არცერთი არაა ეგ შეიძლება განვითარდნენ იუვეში შეიძლებ არა, ტევესს რაც შეეხებ ა არსდროს ვყოფილვარ მაგის პირადი ფანი თმცა საუკვეთსოა იტალიაში ამჯერად, იმობილეს რაც შეეხება ძალიან ბევრ ბუნდეწსფანს ვიცხნობ და ყველა ამბობს რომ ლევანდოვსკი ნახევრადაც ვერ შეცვალა იმობილემ, ლიგას რაც შეეხებ ა რა ჯგუფშიც იყო დორტმუნდი ალბათ ყველამ ვიცით

      1. რაის შეცვლა ტიპები იმენა გასავარდნ ზონაში არიან იმობილესთან ერთად ) სამწუხაროა, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იყო შარშან ეგ

  12. კაი კაი წავედი, უქომაგეთ ტევესს ლორენტეს პერეირას, გამიხარდება თუ რამე კაის გააკეთებენ იუვესთვის, მთავარია ნადვილმა იუვენტინომ და ნამდვილმა ლიდერმა სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის თასი აწიოს და ტევესს კიარა თუ გინდა ევრას და პადოინს გაეტანოს გოლები
    მე ამდენი ლანძღვის მიუხედავათ მაინც მჯერა ჩვენი გუნდის, წელს მთელ ევროპას გავაკვირვებთ
    :forza:

    1. მე იუვეს ფანი ვარ და ტევესსაც ვუქომაგებ პერეირასაც მარკიზიოსაც და პადოინსაც სანამ იუვეში იქნებიან იუვეს გარდა მკიდია ვინ რას იზავს თ უნდათ ხარაგაულის ჩხერიმელაში თამაშონ :forza:

  13. ხო ვნახე, სამომავლოდ იტალიელებიდან ვერავის ვერ ვხედავ ოქროს ბურთის მფლობელსო, მარა სამომავლო საკითხი მერე გადავდოთო და რაც შეეხება წლევანდელ ოქროს ბურთსო ორი აზრი არააო ლორენტეს ეკუთვნოსო, ლორენტეს თუ არაო ტევესს მაინცო, კაი ოქროს ბურთს თუ არ მიცემთ ოქროს ლატკა მაინც მიეცითო ბოლოს დააყოლა, უყვარს დალატკული ბურთები ლორენტეს

    1. 10 wlis Semdeg Seni varskvlavebi kuils ver Seikaveben da oqros burTs vin micems :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: ისე სხვა გუნდის ფანებსაც კითხე აზრი იუვეზე აბა რას გეტყვიან მაგრად მაინტერესებს

  14. mgel piero
    ანუ იმობილე მიტო არ ვარგა რო ბუნდესლიგაში ვერ გააქვს? ისე ლიგაზე რო ძან მაგარია ხო აღიარებ? 6 თამაშში 6 გოლი ძან მაგარი შედეგია

    ხოდა ტევესი რო სერი ა_ში მაგარია და ლიგაზე რო ვერაფერს ვერ აკეთებს ეს არ ნიშნავს იმას რო ტევესი სუსტია? შენ თუ იმობილეს მარტო ერთი ტურინირის მიხედვით აფასებ და ამბობ რო ცუდი მოთამაშეა, მასე მეც გეტყვი ერთი ტურნირის მიხედვით რო ტევესი ბევრად უფრო სუსტია და მხოლოდ მალმიოსთან ეხსნება ხელ ფეხი

    1. არგენტინაში ერთერთი საუკვეთესო ბრაზილიაში ეთერთი საუკვეთესო ინგლისში ერთერთი საუკვეთესო იტალიაშიც ასნალოგიური, ბუნდესლიგაში თუ დორტმუნდი ვერ თამაშობს არც იუვე ბრწყინავს ევროპაში :lool: :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.