ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიამანტი ფიორენტინაში გადადის – სნეიდერი ერთადერთი სატრანსფერო მიზანია…

ბიანკონერი განაგრძობს ფანტაზისტას ძიებას და როგორც იტალიური პრესა იუწყება პარატიჩის სიიდან შეგვიძლია დიამანტის ამოშლა, რადგან ეს უკანასკნელი უდიდესი ალბათობით კარიერას ფლორენციულ ფიორენტინაში განაგრძობს. იებს უკვე აქვთ პრინციპული შეთანხმება დიამანტის ამჟამინდელ ჩინურ კლუბთან, რომლის თანახმადაც ბოლონიას ექს ფეხბურთელი სამი მილიონი ევროს სანაცვლოდ მონტელას გუნდში გადაბარგდება. ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე დეტალის შეთანხმება რჩება თავად ფეხბურთელთან. შესაბამისად ერთადერთ რეალურად ვარიანტად და ასევე სასურველად, რჩება ვესლი სნეიდერი რომელიც თანახმაა სერია ა-ში დაბრუნებაზე…

დიახ, ბოლო ინფორმაციით ჰოლანდიელმა გადაწყვიტა თურქეთის დატოვება და სერია ა-ში დაბრუნება. როგორც მისი წარმომადგენლები და მეგობრები აცხადებენ ვესლის კვლავ სურს მაღალ დონეზე ასპარეზობა და ტიტულების მოპოვება და იუვენტუსი ამისთვის მშვენიერი ადგილია. მთავარი პრობლემა რჩება გალათასარაი, რომელიც ჯიუტად აწვება სნეიდერის კონტრაქტში არსებულ პუნქტს, რომლის თანახმადაც მის მსურველ ნებისმიერ გუნდს 20 მილიონი ევროს გაღება მოუწევს. ბუნებრივია მაროტა არც კი განიხილავს ამ საკითხს. გუშინ ტურინმა 7.5 მილიონი ევრო შესთავაზა თურქებს და როგორც პრესის წარმომადგენლებს მიაჩნიათ შეთანხმება 10 მილიონი ევროს რადიუსში შესდგება. წინასწარი პროგნოზით უკვე ხვალისთვის უნდა გახდეს ცნობილი იასპარეზებს თუ არა სნეიდერი იუვეში.

წყარო: Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gigg
9 years ago

შაქირი დაიკიდეს?

9 years ago
Reply to  Gigg

ეგ ინტერში გადადის თანაც სნეიდერი გაცილებით უკეთესი ვარიანტია მაგაზე

giorgi nefaridz
9 years ago

იმედია მოიყვანენ :forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x