“გალათასარაი” სნეიდერის “იუვენტუსში” გაშვებას დათანხმდა
ტურინის “იუვენტუსი” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნის, უესლი სნეიდერის გასაფორმებლად სერიოზულ ნაბიჯებს დგამს წინ.საქმე იმაშია, რომ დღეს ჰოლანდიელი ნახევარმცველის პირადი აგენტი, გუიდო ალბერსი “გალათასარაის” ხელმძღვანელობას შეხვდა და მისი კლიენტის ბიანკონერებში გაშვება მოსთხოვა, რა თქმა უნდა ნაკლებ ფასად, ვიდრე ოცი მილიონი ევროა.თავისხმრივ, თურქები მოლაპარაკებების წარმატებით დასასრულებლად მზად არიან და სურთ, ტრანსფერში დაახლოებით ათი მილიონი ევრო მაინც აიღონ.ტურინელთა პირველი შეთავაზება 7 მილიონი ევროა, თუმცა გაზეტა დელო სპორტის ცნობით, მოლაპარაკებები ბიანკონერებისთვის ხელსაყრელ რეჟიმში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში, 30 წლის ტრეკუარტისტამ შავ-თეთრი მაისური უნდა მოირგოს.
ეს თუ მოიყვანეს ძალიან კარგი იქნება და იმედია თავს არ შეირცხვენს
ამას რომ კიდევ რამოდენიმე მოთამაშე დავამატოთ კარგი იქნება მაგალითად
ძაძა, დარმიანი, დეპაი და დიბალა
დეპაი და დიბალა ჩემი აზრით 25 ლიმონს არ გასცდებიან
შემდეგ გუნდიდან უნდა გაუშვან
მოტა, პეპე, ჯოვინკო და მერე ზაფხულში კიდევ ექნებათ დრო რომ გუნდი გააძლიერონ.
10 მილიონი უნდა გადაიხადოს სანამ დროა და გაიფორმოს