ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბალოტელი – სასურველი თუ არა სასურველი კადრი?

მარიო ბალოტელის ფიგურა ტურინს არა ერთხელ დაუკავშირეს. ეს კი მისი კლიენტის მინო რაიოლას დამსახურებაა, რომელიც სეზონიდან სეზონამდე სთავაზობს საკუთარ კლინეტს მაროტას. გასულ წლებში როდესაც გუნდს ანტონიო კონტე ედგა სათავეში იყო რეალური შესაძლებლობა, რომ უნიჭიერესი თავდამსხმელი კარიერას იტალიის მოქმედ ჩემპიონთა რიგებში განაგრძობდა, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ კონტემ დაბლოკა ტრანსფერი. სავარაუდოდ მწვრთნელმა რომელიც ისედაც დიდ ემოციას ხარჯავდა მოთამაშეებთან აღარ ისურვა ძალების მაქსიმალური დახარჯვა მარიოსთან ურთიერთობისთვის. ბუნებრივია მისი მძიმე ხასიათი არცერთი გუნდისთვის არ არის სასურველი, მაგრამ ერთ-ერთი იმ იშვიათაგანი ვისთანაც ფორვარდი კარგად გრძნობდა თავს და შედეგიანადაც ასპარეზობდა იყო ალეგრი. მის ხელში მარიომ ნაყოფიერი პერიოდი ჩაატარა როსონერის რიგებში. ამიტომაც არ არის გამორიცხული ბრენდან როჯერსის დაწუნებულმა მოთამაშემ ჩვენს გუნდში ამოყოს თავი.

წყარო: tuttosport

4 thoughts on “ბალოტელი – სასურველი თუ არა სასურველი კადრი?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.