ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი :”მკაფიო შეტყობინება უაზროდ ამბიციური ადამიანებისთვის”

“ნეაპოლიტანელების წინააღმდეგ გუნდმა მტკიცე ხასიათის დემონსტრირება მოახდინა. შესაძლოა სამპდორიასთან და ინტერთან გამართულმა შეხვედრებმა გარკვეული კითხვის ნიშნები დაბადა, თუმცა ვფიქრობ ასეთ ძლიერ მეტოქესთან მოპოვებულმა გამარჯვებამ კრიტიკოსებს საკადრისი პასუხი გასცა. თამაშგარე? იცით ჩვენი გამარჯვებები ბევრს უკვე მობეზრებული აქვს და ვფიქრობ სწორედ ამიტომაც ხდება გაუთავებელი საუბრები მსაჯებზე. ვერონასთან დაპირსპირებისას ბურთი თამაშ გარე მდგომარეობიდან გავუშვით, თუმცა მაშინ ხმა არავის ამოღია. ფაქტია, რომ ჩვენი გამარჯვება არავის სიამოვნებას და როცა მეშვიდე პოზიციაზე გავდიოდით, მაშინ უსამართლობას ვერავინ ამჩნევდა”– საუბრობს ჟურნალისტებთან ლეონარდო ბონუჩი.

“ამ გამარჯვებით მკაფიო შეტყობინება გავუგზავნეთ ყველას – ჩვენ ვართ ძლიერი კლუბი, რომელმაც იცის თუ რას წარმოადგენს და რისი მიღწევა შეუძლია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს მათთვის ვინც ბოლო პერიოდში ენას არ აჩერებდა. არ მსურს მათ არ ყოფნაში გვარების დასახელება, თუმცა ვფიქრობ კარგად მიხვდებიან თუ ვინებს ვგულისხმობ. კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი თუ ვინ არის ძლიერი! 3-1 და ყველაფერი ნათელია. ევროპაში სიტუაცია განსხვავებულია რადგან მსაჯები ვერ გვეხმარებიან? არა, განსხვავება არის ის რომ ევროპაში ჩვენ ვიმყოფებით ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში, მაშინ როდესაც ნაპოლი ევროპა ლიგის გათამაშებაში”.

წყარო: Football-Italia

6 thoughts on “ბონუჩი :”მკაფიო შეტყობინება უაზროდ ამბიციური ადამიანებისთვის”

  1. მაგარი კაცია ბონი ნამდვილი იუვენტინოა ჯიჯის შემდეგ. და ბევრს აქ მის კრიტიკაში არიან. მისნაირ ფეხბურთელებზე ოცნებობენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.