ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ForzaJuve.Ge 5 წლის გახდა …

დრო საკმაოდ სწრაფად გადის. რაც უფრო იზრდება ადამიანი ეს ყოველივე უფრო მეტად არის თვალშისაცემი. კარგად მახსოვს ის დრო როდესაც პოპულარული ვებ პორტალი ucoz.ru ნებისმიერ მსურველს აძლევდა საშუალებას შეექმნა საიტი ნებისმიერ თემატიკაზე. ასე გადავწყვიტე საიტის შექმნა, რომლის სახელი იყო forzajuve.clan.su … 2010-ში კი საფუძველი ჩაეყარა ჩემს დიდი ხნის ნატვრას და ვებ გვერდი გადავიდა GE დომენზე. ჩემთვის პირადად იმ პერიოდში ეს მართლაც მოვლენა იყო და სიმართლე გითხრათ ForzaJuve.Ge დათო ჯიშკარიანისთვის ნამდვილად ბევრს ნიშნავს.

აქ გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებთანაც არა მარტო იუვენტუსი მაკავშირებს. ამ 5 წლის მანძილზე იყო კრიტიკაც, შექებაც და ბევრი ცუდი თუ კარგი, მაგრამ ნებისმიერი ნეგატიური რაც ფიქსირდებოდა გვსურდა რაც შეიძლება მალე გამოგვესწორებინა. ეტაპობრივად ნაბიჯ ნაბიჯ გვსურდა ისეთი გაგვეხადა საიტი, რომ შემოსულ სტუმარს თავი კომფორტულად ეგრძნო. ადრეც და დღესაც ბევრი ისმის თუ რატომ არ იდება სტატიები ხშირად… მეც, ნაჩკეც, დარჯაც, გვასაც, ალექსაც, აკაც და სხვებიც მერწმუნეთ თავისუფალ წუთსაც არ ვიშურებდით რომ ახალ ახალი ინფორმაციები გამოგვექვეყნებინა. დამეთანხმებით ალბათ რომ თვითონ ხარისხიც ჩვენს საიტზე ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ ჟურნალისტიკასთან ))

თუმცა, ცხოვრებას თავისი მიაქვს და ჩვენს დროებაში ზუსტად “დრო”-  ყველაზე მეტი… მიუხედავად ამისა მართლა არ ვიშურებთ წამს არავინ და თავადაც მაქსიმალურად ვცდილობ ყოველთვის ყველაზე აუცილებელი, ყველაზე საინტერესო და გამორჩეული თქვენამდე მოვიტანო. მახსოვს ერთხელ მხოლოდ ტელეფონი მქონდა ხელთ, რომლითაც სტატიის დაწერას არავის ვუსურვებ, თუმცა იმდენად მინდოდა მისი სწრაფად გავრცელება, რომ ჩემსას მაინც მივაღწიე და დიდი ტანჯვის შედეგად ჯერ ტექსტი ავკრიფე, მერე სურათი ავტვირთე და კოდი ჩავსვი ორ პატარა ფანჯარაში )) დღესაც არა ერთხელ მიქნია იგივე და განსაკუთრებით მაშინ როდესაც თამაში მთავრდება ხოლმე და შემადგენლობებს და სტატისტიკას ვდებ.

ასე არიან სხვებიც, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციაში აქვეყნებენ და მერე გამოცდებზე მირბიან ან სამსახურში პარალელურად შრომატევად სამუშაოს ასრულებენ. ასეა თუ ისე 5 წლის გავხდით და დიდი მადლობა თქვენ… დიახ თქვენ იმიტომ რომ თქვენს გარეშე ეს არ იქნებოდა არაფერი… არ გამიხარდებოდა არც შემოსვლა არც სტატია და არც არაფერი :) სწორედ თქვენი დამსახურებით არის, რომ წლების მერე ჩვენი გუნდი ისევ ერთგულად მუშაობს, ხარობს და განიცდის… დიდი მადლობა ამ ფანტასტიური წლებისთვის აბსოლიტურად თითოელ თქვენთაგანს! Forza Juve !!!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

29 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gigi sulashvili
9 years ago

გილოცავთ დაგვიანებით ყველას Forza Juve!!!

irakli28
9 years ago

გილოცავთ ყველას :forza: :forza: მართალია სიახლეები წამი წამზე არ იდება მარა მაინც საკმაოდ ოპერატიულად მუშაობს საიტი და რაც მთავარია სწორ ინფოებს დებენ… დამერწმუნეთ ცოტა დრო ნამდვილად არ ჭირდება ერთი თუნდაც პატარა სტატიის თარგმნას და გრამატიკულად გამართვას, ამიტომ ამ ხალხის შრომა ნამდვილად დასაფასებელია, თანაც რომ პროფესიონალი ჟურნალისტები არ არიან და ამას მარტო გუნდის სსიყვარულის გამო აკეთებენ :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
29
0
Would love your thoughts, please comment.x