ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნიკი :”დე ლაურენტისი პროკურატურის წინაშე წარსდგება”

საკმარისია ბიანკონერიმ დაამარცხოს მეტოქე და გოლი გატანილი იყოს ოდნავ საეჭვო ეპიზოდიდან მაშინვე ქაოსი და აჟიოტაჟი სუფევს შავ-თეთრთა გარშემო. არის ვინმე ჩახედული თუ არა ყველა ერთხმად აკრიტიკებს და მსაჯების მოსყიდვაში დებს ბრალს ანიელის გუნდს. წარმოიდგინეთ როცა ეს ყოველივე ნეაპოლიტანელებთან შეხვედრაში ხდება და თან მათსავე მოედანზე? ვისაც არ დაეზარა, ეკითხებოდნენ თუ არა არ დაიშურა ბინძური ბრალდებები იუვენტუსის მიმართ. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ნეაპლიტანური კლუბის პრეზიდენტის დე ლაურენტისის განცხადებამ, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა:“იუვე დიდი გუნდია, მაგრამ თუ მას მსაჯებიც ეხმარებიან ისინი პრაქტიკულად წაუგებლები ხდებიან. შეუძლებელია ორმა მსაჯმა ვერ დაინახოს თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელი. საქმე გვაქვს ან მათ არა კომპეტენტურობასთან ან რაიმე კიდევ უფრო მძიმე შემთხვევასთან. მათ აღარ უნდა იმსაჯონ მომავალში!”. სამსაჯო კორპუსის ადმინისტრაციის მთავარმა ფიგურამ მარჩელო ნიკიმ შესაბამისი პასუხი გასცა ამ ბრალდებას:

“ვიღაც ვიღაცეებმა უმჯობესია გაანალიზონ თუ რა განცხადებები გააკეთეს ბოლო პერიოდში. როდესაც შენი სიტყვები ცდება გარკვეულ ჩარჩოებს ეს უკვე ხმამაღლა მოუწოდებს საზოგადოებას ძალადობისკენ. ამიტომ მეტი ყურადღებაა გამოსამჟღავნი ნებისმიერი ბგერის წარმოთქმისას. კალჩიოპოლი არის წარსული, ხოლო უახლოეს პერიოდში დე ლაურენტისი საკუთარი განცხადებების გამო ფედერალურ პროკურატურაში იქნება დაბარებული. ერთ მიზეზსაც კი ვერ ვხედავ ტალიავენტოს დისკვალიფიკაციისთვის. ხაზი მინდა გავუსვა, რომ კრიტიკასა და პოლემიკას აქვს განსხვავება და მეტად კონსტრუქტიული გახლავთ სწორედ კრიტიკის გამოხატვა. ასეთი ფრაზი ხელს უწყობს ძალადობას და ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მომავალში აღარ დაიძაბოს სიტუაცია”.

“კასერესის გატანილი გოლი? თუ დააკვირდით მისი გასაჩივრება არც არავის მოსვლია აზრდა, რადგან ურთულესი გასარჩევი იყო ეპიზოდი”.

წყარო: CanaleJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
9 years ago

მსაჯბის მოსყიდა ბლეფია, მაგრამ ოფსაიდი იყო აშკარა … მაგრამ ნაპოლიმ თამაშით ვერ დაიმსახურა ფრე … ისე მსაჯის გამართლბა აქ არა ეთიკურია

davit zivzivadze
9 years ago
Reply to  arseni

შენ სხვა თამაშს ხომ არ უყურებდი? კასერესი არ იყო ოფსაიდში ძმა

arseni
9 years ago

მერე ჩაწოდების დროს უნდა დაფიქსირდეს მაინც … წესეი წესია

d a v i d
9 years ago

მემგონი მაროტამ სერიოზულად მოკიდა ხელი მხითარიანის საქმეს :blin: რაში უნდა გადაყარონ ფფული ვერ ხდებიან რა დროს მხითარიანია :givi: და იოვეტიჩზე მიდი ბაზარი კიდოვო ეგ კიდო ხო :givi: მოკლდე იუვეს თავდასხმას ერთი გენრიხა და სურენა აკლდა :buhee: :buhee:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x