ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვერატი : “ბავშვობიდან “იუვენტუსის” გულშემატკივარი ვარ”

მარკო ვერატიმ, რომელიც 2012 წელს “იუვენტუსმა” “პსჟ”-ს დაუთმო გულღიად ალაპარაკდა. მოთამაშე ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ითვლეგბა, მეტიც, მას ახალ ანდრეა პირლოს უწოდებენ. იტალიელ ფეხბურთელზე არსებობდა ჭორები, რომლის თანახმადაც ის “იუვენტუსის” გულშემატკივარი იყო, ყოველივე ეს კი მან ახლახან დაადასტურა. “ბავშვობიდან “იუვენტუსის” გულშემატკივარი ვარ. რომელი ფეხბურთელი მიყვარს ყველაზე მეტად? ყველა ვინც შავ-თეთრია! მაგრამ, არსებობს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც დელ პიეროა, ის ჩემი კერპია, მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელი, ასევე ძალიან მომწონდა ზიდანიც.”-აცხადებს “პსჟ”-ს იტალიელი ნახევარმცველი. მოგეხსენებათ არსებობს ჭორები, რომლის თანახმადაც “პსჟ” და “იუვენტუსი” ბარტერს განახორციელებენ, იტალიური მხარე ვერატისა და კავანის მიიღებს, ფრანგული კი პოგბას სამშობლოში დააბრუნებენ, ეს ინტერვიუ კი ამას უფრო რეალურს ხდის.

წყარო : La Gazzetta Della Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
9 years ago

EG OღI ჩOთAA,MEშAMEჩ UNDA DAAMAთON,ღA QVIA AGAღ MAXშOVშ ღOMAშAჩ ღO UNDODA AXALGAძღDA

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x