ალეგრი :”არაფერია გასაკვირი იუვეს ასეთ ასპარეზობაში”
“ჩვენ არ ვთამაშობდით მეორე შემადგენლობით. ეს არის “იუვენტუსი” და შედეგად არავის უნდა უკვირდეს, როდესაც გუნდი ფეერიულ თამაშს აჩვენებს. თითოეულ ჩემს ფეხბურთელს ვენდობი და როდესაც გარკვეული გადაწყვეტილების მიღება მიწევს და რომელიმე მათგანს სათადარიგოთა სკამზე ვტოვებ ეს გაპირობებულია კონკრეტული მომენტიდან. ასეთი მატჩები კი დაგვაფიქრებს იმაზე, რომ შესაძლოა მომავალში რომელიმე მათგანი დაუბრუნდეს შემადგენლობას“- საუბრობს ვერონელთა განადგურების შემდეგ მასიმილიანო ალეგრი.
“ჯიოვინკო? მისი თამაში ნამდვილად არ ყოფილა სიურპრიზი ჩემთვის. მას იმიტომ ეძლეოდა მცირე სათამაშო დრო, რომ ჩემს განკარგულებაში იმყოფება ხუთი ფორვარდი, რომლებიც იბრძვიან ორი ადგილისთვის. სება არასოდეს არ გვყოლია ტრანსფერზე და ვფიქრობ არც მას სურს აქაურობის დატოვება”.
“მომდევნო მატჩი ისევ ვერონელებთან გვიწევს, თუმცა მერწმუნეთ სცენარით ეს უკვე სრულებით სხვა თამაში იქნება. ვერონელები იშვიათად, რომ ვინმესთან რამეს თმობდნენ. ჩვენ კი მოგვიწევს საკუთარი ასპექტების გაუმჯობესები, რადგან კვლავ კუთხურის შედეგად გავუშვით ბურთი”.
“ბიანკონერის შეუძლია იყოლიოს ისეთი ფეხბურთელი როგორიც არის პოლი და იგი უკვე თამაშობს კიდევაც ჩვენთან. ვფიქრობ, ნორმალურია როდესაც მასსზე ნადირობა მთელმა ევროპამ გამოაცხადა. ის სულ რაღაც 21 წლის არის და გამორჩეული ნიჭით დაჯილდოვებულია. ჩემს გუნდს ამ ეტაპზე ესაჭიროება გაძლიერება გამომდინარე იქიდან, რომ რომულო და ასამოა ვერ ახერხებენ მოკლე დროში მინდორზე დაბრუნებას. იმ შემთხვევაში თუ ვერ მოვახერხეთ მათი სათანადოთ შეცვლა მოგვიწევს ახალგაზრდებს მივცეთ შანსი”.
წყარო: Football-Italia
ტევესი-მორატა ყოველთვის ძირითადში.ლორენტეს ზანტ მოძრაობებს რო ვხედავ გული მიმდის ხოლმე.კონტრატაკებს საერთოდ ვერ ახერხებს იუვე როცა ლორენტე სასტავშია.4-3-3-ში ძაან მაგარი იქნებოდა.
კომანი ჯერ ბევრს გადააფურტხებს მსოფლიოში, ეგ მაგარი გვეზრდება, სებას ეხლაც ჯობია, არადა 20ის არ არის ჯერ, მორატა ტევესი სასტავში და კომანი პირველი შეცვლა, სანამ ტევესი ქაჩავს, მერე კი კინგსლი

ra sxva scenaris matchia? igive veronaaa da igive moedanze tamashovt… lorente rom daayenos aman veronastan usamartloba iqneba… da es ras usignalebs xedavt? flangis gadzlierebao da viti? dragovichit tu rolando??? darmiani mainc magirset an koentrsoze daechalichet reals… sits skamze uzis kolarovi da magaze ifiqret…
კომანი,მაროტა ალეგრი კიდე ლორენტეს იმედზეა

ბოლო 10 წუთი რომ შემოგიყვანენ რა უნდა გააკეთო ბურთის მიღებასაც ვერ ასწრებენ წესიერად. კომანი ჯოვინკო მატიალოს პეპეს და მორატას უნდა მიეცეს შანსი თასზე და სერია ა-ს დაბალი დონის გუნდებთან.
მე კომანი მომეწონა მაგრად,მასაც მეტი დრო უნდა მიეცეს

პადოინის გამოყვანას მატიელო გამოეყვანა. ჯოვინკოს უნდა მიეცეს შანსი ტევესი შეცვალოს ხოლმე ბოლო 15-20 წუთი. სწრაფია და ხშირად არღვევენ მის წინააღმდეგ თამაშს.
პადოინის ასაკი არ იცი შეეენ, მიგეცა მეორე 45 წუთი მატიელოსთვის პადოინს თუ არ შეცვლიდი ლიხშტა დაგესვა სკამზე
ჯოვინკოზე რა უცბათ შეიცვალეს გატაწყვეტილება!! აზრზე მოხვედი მაქს! საჭირო ყოფილა თურმე)),მიეცი მეტი დრო და უფრო დარწმუნდბი ამაში…
მატიელო შე სქელთვინა, მატიელო და მარონე. -_-