ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ტრაგიკომედია…

ბიანკონერის ჭირდება გაძლიერება და ბიანკონერი ცდილობს, თუმცა რამდენად გამოსდის მაროტა-პარატიჩის დუეტს ეს უკანასკნელი ცალკე საკითხია. საქმე იმაშია, რომ ჯერჯერობით ვის მიმართაც გამოხატეს დაინტერესება ან თავად ფეხბურთელს სურს ძალების სხვა კლუბებში მოსინჯვა ან მათ ამჟამინდელ გუნდებთან ექმნებათ დიდი წინააღმდეგობა. მაგალითად ყბა დაღებული მხითარიანის დაბლოკვა თავად ბორუსიამ გადაწყვიტა, რომელმაც შეუთვალა მაროტას ტრანსფერს მხოლოდ ივნისში თუ მოაგვარებთო. სიტიმ კიდევ საიდან მოგიტანიათ, რომ იოვეტიჩის გაშვებას ვაპირებთო? სნეიდერის სიტუაცია ყველასათვის ნათელია. ალეგრის მთავარი ფავორიტი კარიერას 99%-ით თურქეთში განაგრძობს და ბიანკონერის მთავარ მწვრთნელს ისღა დარჩენია სასწაულის იმედზე იყოს. ისე მოარული ხმების თანახმად ამ იმედს თავად ფეხბურთელიც არ კარგავს, რომელიც არ იძახის ოფიციალურად, მაგრამ მისი გარემოცვის მტკიცებით ჰოლანდიელს იტალიაში სურს დაბრუნება. ერთი სიტყვით მძიმე სიტუაციაა სატრანსფერო ბაზარზე და შესაძლოა კიდევ ერთხელ გავხდეთ მომსწრენი, როგორ არ უსრულებენ სურვილებს იუვეში მთავარი მწვრთნელს. ალეგრიმ გუშინდელ პრესსკონფერენციაზეც განაცხადა, რომ კლუბს მინიმუმ ორი ფეხბურთელი ესაჭიროება, მაგრამ …

მაგრამ პრობლემა არ არის მაროტაში. ეს არის მტკნარი სიცრუეა და თუ რომელიმე უშუალოდ მას დაადანაშაულებს ამაში მინიმუმ არა კომპეტენტურია. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე თვის უკან გამართლ აქციონერთა კრებაზე ანდრეა ანიელიმ საკმაოდ ხმამაღალი და მკაცრი ტონით მიმართა დირექტორატს შესაბამისი თანხების გამოსაყოფად :”ჩვენ ძლიერები ვართ იტალიაში, თუმცა ეს არ არის საკმარისი ევროპის დასაპყრობად. ჩვენ უნდა ვიზრდებოდეთ და ანალოგიური ნაბიჯებით ვახორციელებდეთ პროგრესს ევროპულ ელიტაში. ამისთვის კი შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერაა აუცილებელი”. პასუხი იყო გაურკვეველი და ძირითადათ ბრალდება ანიელის მიმართ, რომ იგი უმისამართოთ და გაუაზრებლად ხარჯავს ფინანსებს. საინტერესოა რომელ ფინანსებზეა საუბარი? ასეთ დროს კი მადრიდის რეალი პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გვთავაზობს…

თქვენი აზრით ღირს ფეხბურთელის გაყიდვა როდესაც იგი სულ რაღაც 21 წლის არის და ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოუმჟღავნებია ის პოტენციალი რაც მას აქვს? როდესაც ჰქმნი დიდ გუნდს და გაქვს პრეტენზია მაშინ პოგბას ტიპის მოთამაშეები პრინციპულად არ უნდა გაუშვა. აქ ზოგი მეტყვის ზიდანიო… ზიდანმა იუვეს რიგებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მოიგო და ისეთ ასაკში იყო მოჯიმ სწორი სვლა გააკეთა. თან ბოლო სეზონებში ზიზუ ცოტა გაცხარებული იყო ხოლმე მოედანზე და წითელ ბარათებსაც არ ერიდებოდა. პოგბას მეტი სიკეთე შეუძლია მოგვიტანოს ვიდრე 100 მილიონია… და ვინ უნდა მოვიდეს ამ ფულით? ვერატი? კი მშვენიერია, მაგრამ არ არის ეს ადამიანი პოგბა და არ შეუძლია იგივე… სხვა ვინ? პოულინიო, გუარინი, შმუარინი თუ ვინ? გამორიცხულია დღეს პოგბას შეცვლა! თუ ვინმე შეცვლის ალბათ ისევ პოგბა! მისი გაყიდვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან თუ ვინმე გაიბრწყინებს მას უბრალოდ მოკიდებენ ხელს და წაიყვანენ… ეს პრეტიჟის ამბავიც არის სხვა თუ არაფერი.

ამიტომ მაროტა და კომპანია ორ ცეცხლს შორის არიან მეგობრებო. ფულს აქციონერები არ იძლევიან და საკუთარი სახსრებით კიდევ დავსდევთ მეორე პლანის ვარსვკლავებს და ვეხვეწებით მათ კლუბებს “განვადებებს”… რთულია მაგრამ მეორე მხრივ რომ შეხედო მძიმე სიტუაციაში არიან ისინიც. მათაც ბიუჯეტი აქვთ და უბრალოდ ვერ დაუშვებენ კოლოსალურ ინვესტიციებს რადგან გაუმართლობის შემთხვევაში ისეთ კატასტროფაში ამოყოფენ თავს, რომ მტერს არ უსურვებს კაცი. მაგრამ ისიც ესმით რომ ერთ ადგილზე დიდხანს ვერ იქნებიან. პრინციპული გადაწყვეტილებაა მისაღები. პოგბას დარჩენა არ დარჩენა და თუ დატოვებენ, მაშინ ინვესტიციების მოძიება რათა ივნისში მინიმუმ 1-2 ისეთი ტრანსფერის განხორციელება, რომელიც იუვენტუსს შეშვენის… ოღონდ იმას 90-იანებში რომ მოჯი აგვარებდა ბოლო წამებში.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

37 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

ამათი ინტრიგანი დ…. ვერ გვჯობნიან და რა ქნან და რა თქვან აღარ იციან, დაიკიდეთ ძმებო, forza juve, :forza:

nika chigladze
9 years ago

ტამაშის ხარისხი ძალიან ცუდი ქონდა რომას სისწრაფე არ ქონდათ და ბურთსაც ვერ აკონტროლებდენ დამაჯერებლად.

nika chigladze
9 years ago

კარგია რომას ფრე ხვალ 5 ქულით დავწინაურდებით. რაც მეტი ქულით ვიქნებით წინ მით უფრო ჩაიქნევენ ხელს ჩემპიონობისთვის ოცნებაზე და ფსიქოლოგიურად გატყდებიან.

lasha naxucrishvili
9 years ago

იუვეს ბრალია რომა პალერმოს რო ვერ უგებს.ვაი ეგ საცოდავები ტოტის სიფათი დაინახეთ თამაშის დასრულებისას :lool:

lasha naxucrishvili
9 years ago

ეგეც იუვეს ბრალია 4 4 გოლებს რო ვურიგებდით შინ და გარეთ.გასვლაზე გვქონდა თამაში თუ არა ვერ გაიგებდი.

joni1992
9 years ago

ფრესაც არაუშავს

| Newsphere by AF themes.
37
0
Would love your thoughts, please comment.x