ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ტრაგიკომედია…

ბიანკონერის ჭირდება გაძლიერება და ბიანკონერი ცდილობს, თუმცა რამდენად გამოსდის მაროტა-პარატიჩის დუეტს ეს უკანასკნელი ცალკე საკითხია. საქმე იმაშია, რომ ჯერჯერობით ვის მიმართაც გამოხატეს დაინტერესება ან თავად ფეხბურთელს სურს ძალების სხვა კლუბებში მოსინჯვა ან მათ ამჟამინდელ გუნდებთან ექმნებათ დიდი წინააღმდეგობა. მაგალითად ყბა დაღებული მხითარიანის დაბლოკვა თავად ბორუსიამ გადაწყვიტა, რომელმაც შეუთვალა მაროტას ტრანსფერს მხოლოდ ივნისში თუ მოაგვარებთო. სიტიმ კიდევ საიდან მოგიტანიათ, რომ იოვეტიჩის გაშვებას ვაპირებთო? სნეიდერის სიტუაცია ყველასათვის ნათელია. ალეგრის მთავარი ფავორიტი კარიერას 99%-ით თურქეთში განაგრძობს და ბიანკონერის მთავარ მწვრთნელს ისღა დარჩენია სასწაულის იმედზე იყოს. ისე მოარული ხმების თანახმად ამ იმედს თავად ფეხბურთელიც არ კარგავს, რომელიც არ იძახის ოფიციალურად, მაგრამ მისი გარემოცვის მტკიცებით ჰოლანდიელს იტალიაში სურს დაბრუნება. ერთი სიტყვით მძიმე სიტუაციაა სატრანსფერო ბაზარზე და შესაძლოა კიდევ ერთხელ გავხდეთ მომსწრენი, როგორ არ უსრულებენ სურვილებს იუვეში მთავარი მწვრთნელს. ალეგრიმ გუშინდელ პრესსკონფერენციაზეც განაცხადა, რომ კლუბს მინიმუმ ორი ფეხბურთელი ესაჭიროება, მაგრამ …

მაგრამ პრობლემა არ არის მაროტაში. ეს არის მტკნარი სიცრუეა და თუ რომელიმე უშუალოდ მას დაადანაშაულებს ამაში მინიმუმ არა კომპეტენტურია. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე თვის უკან გამართლ აქციონერთა კრებაზე ანდრეა ანიელიმ საკმაოდ ხმამაღალი და მკაცრი ტონით მიმართა დირექტორატს შესაბამისი თანხების გამოსაყოფად :”ჩვენ ძლიერები ვართ იტალიაში, თუმცა ეს არ არის საკმარისი ევროპის დასაპყრობად. ჩვენ უნდა ვიზრდებოდეთ და ანალოგიური ნაბიჯებით ვახორციელებდეთ პროგრესს ევროპულ ელიტაში. ამისთვის კი შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერაა აუცილებელი”. პასუხი იყო გაურკვეველი და ძირითადათ ბრალდება ანიელის მიმართ, რომ იგი უმისამართოთ და გაუაზრებლად ხარჯავს ფინანსებს. საინტერესოა რომელ ფინანსებზეა საუბარი? ასეთ დროს კი მადრიდის რეალი პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გვთავაზობს…

თქვენი აზრით ღირს ფეხბურთელის გაყიდვა როდესაც იგი სულ რაღაც 21 წლის არის და ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოუმჟღავნებია ის პოტენციალი რაც მას აქვს? როდესაც ჰქმნი დიდ გუნდს და გაქვს პრეტენზია მაშინ პოგბას ტიპის მოთამაშეები პრინციპულად არ უნდა გაუშვა. აქ ზოგი მეტყვის ზიდანიო… ზიდანმა იუვეს რიგებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მოიგო და ისეთ ასაკში იყო მოჯიმ სწორი სვლა გააკეთა. თან ბოლო სეზონებში ზიზუ ცოტა გაცხარებული იყო ხოლმე მოედანზე და წითელ ბარათებსაც არ ერიდებოდა. პოგბას მეტი სიკეთე შეუძლია მოგვიტანოს ვიდრე 100 მილიონია… და ვინ უნდა მოვიდეს ამ ფულით? ვერატი? კი მშვენიერია, მაგრამ არ არის ეს ადამიანი პოგბა და არ შეუძლია იგივე… სხვა ვინ? პოულინიო, გუარინი, შმუარინი თუ ვინ? გამორიცხულია დღეს პოგბას შეცვლა! თუ ვინმე შეცვლის ალბათ ისევ პოგბა! მისი გაყიდვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან თუ ვინმე გაიბრწყინებს მას უბრალოდ მოკიდებენ ხელს და წაიყვანენ… ეს პრეტიჟის ამბავიც არის სხვა თუ არაფერი.

ამიტომ მაროტა და კომპანია ორ ცეცხლს შორის არიან მეგობრებო. ფულს აქციონერები არ იძლევიან და საკუთარი სახსრებით კიდევ დავსდევთ მეორე პლანის ვარსვკლავებს და ვეხვეწებით მათ კლუბებს “განვადებებს”… რთულია მაგრამ მეორე მხრივ რომ შეხედო მძიმე სიტუაციაში არიან ისინიც. მათაც ბიუჯეტი აქვთ და უბრალოდ ვერ დაუშვებენ კოლოსალურ ინვესტიციებს რადგან გაუმართლობის შემთხვევაში ისეთ კატასტროფაში ამოყოფენ თავს, რომ მტერს არ უსურვებს კაცი. მაგრამ ისიც ესმით რომ ერთ ადგილზე დიდხანს ვერ იქნებიან. პრინციპული გადაწყვეტილებაა მისაღები. პოგბას დარჩენა არ დარჩენა და თუ დატოვებენ, მაშინ ინვესტიციების მოძიება რათა ივნისში მინიმუმ 1-2 ისეთი ტრანსფერის განხორციელება, რომელიც იუვენტუსს შეშვენის… ოღონდ იმას 90-იანებში რომ მოჯი აგვარებდა ბოლო წამებში.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

37 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

არანაკლებ გამიხარდა ინტერის ფრე, რომას ჩამოშორება კიდე ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს ლიგისთვის, ორივეს ერთად ვერ მოვთხოვთ, ამიტომ ფორა წყალივით გვჩირდება

joni1992
9 years ago

ეგ იგივე ჩვენი თამაშია რომამ დგეს რო გაასხას 6 ქულიანი ფორა გვექნება და 6 ქულა პატარა არაა

9 years ago

თან დიბალამ გაიტანა მეორე წუთზე, მგონი მაგან გაგვიტანა ჩვენც, მაგარი ვინმეა

9 years ago

მაგას ველოდები და არ ვიძინებ, უნდა გაასხას,

joni1992
9 years ago

აუ პალერმო მაგრად უბერავს მაგარი მეორე ტაიმი იქნება ეგებ გაასხას რომამ

9 years ago

პალერმო რომა 1-0, ჯერ უძლებს პალერმო, საღოლ მაგათ

nika chigladze
9 years ago

არ ვიცოდი ელჯერო ელია თუ საუტჰემპტონში გამოდიოდა დღეს ნიუკასლს მოუგეს გასვლა და დუბლი შეასრულა.

9 years ago

პალერმო იგებს დღეს, იმედი მაქ, ინტერი მინდა სერია ბ ში, გახსოვთ ინტერთან გასვლის დროს რა გააკეთენ?

9 years ago

ვლაპარაკობთ ტრადიციებზე, იტალიურობაზე, და გვავიწყდება ზიდანი, დავიდსი, ნედვედი, ტრეზეგე, ლილიანი, და კიდევ ბევრი ლეგენდა იუვესი, ლიგა რო ითრიეს კაი იყო ლეგიონერები, სკუდეტოს რო ვერ გვართმევენ ეს იტალიელების დამსახურებაა მარტო? ანიელები იმიტომ არიან ასაკუწები რო გაბბი დათმენ, და ვინ იცის კიდე რამდენი ნიჩიერი ახალგაზრდა, იტალიურობა ფულის ჟმოტვა თუ არის მაშინ არ მინდა, გუნდისთვის უნდა გაიღონ ფინანსები, არ შვებიან, ლიგა მინდა ხალხო, იტალიაში სულ მაგრები ვართ, მინდა იუვეს სახელი ამოიტვიფროს ლიგის თასზე, მინდა რეალი თავის ჩვეულ ადგილას დავაბრუნო, მუხლებზე იუვეს წინაშე, ამისთვის განა არ ღირს უცხოელების ყიდვა? გასკდა გული ამათი დ…… ყველა ტრანსფერს ჩვენ გვახევენ და ლიგა გვინდა, ეგრე არ გამოვა დღეს,… Read more »

Giorgi kasrashvili
9 years ago

kai dzmebo sheveshvat am temas rac ar unda viyvirot mainc bruciani marota aketebs yvelafers… alegris ar ekitxebian da chven mtlad vkidivart gulshematkivrebi… xelfass igebs? igebs! anieli agdebs samsaxuridan ara!! aba romeli juves tavgadakluli fani eg marotaa rom juveze izrunos?! me alegris tavshi xhamaxeda neta am xe lorentes rato atamashebs ssul da seba.moratas awi mainc daetmoba meti dro? da matielos rato ufucheben momavals gaanatxovron mainc sxva gundshi tore sanam padoinia gundshi eg top fexburteli sxva ichagreba… xtfu!!! xval isev lorente rom vnaxo da sebas 20-25 wuti roar mices imena xatze gadavcem alegris rom manqanam gaitanos an infaqtma xios!!! agar maq nervebi… Read more »

9 years ago

სიმართლე გითხრა დზმა ლორენთეს ნახვას მორატა დააყენოს ჯობია და დროა უკვე, და სება კიდე იუვეში ცოდოა, უნდა გაუშვას, ან გაანათხოვროს, აგერ კომანი იზრდება, ლორენტე კიდე საერთოდ მოსაშორებელია

arseni
9 years ago

doLLa ! როგორც იუვეს ფანისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის – გუნდმა ტიტულები მოიგოს თუ მაინცდამაინც იტალიური მმართველი გუნდი ჰყავდეს ..?

Tornike Iosava
9 years ago

Ra ginda tqvat ro dges romeli italieli marcxena flangeli jobs reus??? Arcerti ar mirchevnia me piradad da imito ar endobian ro aravjnaa oseti talanti jer jerobit an am commans ras erchit an ras ucunebt??? Frangebi juveshi yoveltvis iyvnen da carmatebitac tamashobdnen… da + ar vidzaxi ro sul ucxoelebi unda moiyvanos in sheixma moiyvans magalitad veratis da iqnebian kide vigac vigaceebi gamochndebian… da immobiles statia maqvs cakitxuli rom gulis sigrmeshi mainc torinoeli varo da ara juves fanio… da egeti arc unda moiyvano nu zaza me minda piradad da dzalian gamixarardeba….

lasha dolidze
9 years ago

ატლეტიკოს ყავს ძლიერი მწვრთნელი და სწორი გზით ვითარდებიან რამოდენიმე წელია უკვე და კოსტა რო დააბრუნეს არავინ იცოდა ვინ იყო და განათხოვრებული ყავდათ სულ… არც მანჯუკიჩია კოსტას დონის და არც ტორესი მაგრამ ატლეტიკო მაინც ატლეტიკო იქნება

Giorgi kasrashvili
9 years ago

da eg sheni atletiko kide jojki araa tu gayida toress moiyvana aguero da aguero 7-8mlt ar mouyvania… gayida aguero diego kosta gayida egec da mandzukichi toresi yavs exla… anu tu yidis shemcvlelic mohyavs shesabamisi!!!

da eseni pogbas gayidian da guarini gaiketon ukan!!!

amxela delpieros ushveb da teves matri quagliarela vuchinichit agrzeleb tavdasxmis dakompleqtebas??!!! kait ra!!!

usazizgresi politika da menejmentia juveshi!!!

lasha dolidze
9 years ago

აქ ზოგს უნდა რომ იუვე ვიღაც გადამთიელმა,შეიხმა თუ ფაშამ იყიდოს და ჩემთვის ეგ მიუღებელია. კი ძაან მაგარია ვისაც გინდა იმას რომ ყიდულობ და ფულზე საერთოდ რომ არ ფიქრობ და არ გეშინია ხარჯვის მაგრამ ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია რომ იუვეში ყოველთვის იტალიელი მმართველობა იყოს და გუნდმა იტალიურობა შეინარჩუნოს და იტალიურ გუნდს ჰგავდეს და არ დაემსგავსოს ინტერს ან სიტის… თან დიდი ფული და შეიხები წარმატების გარანტი საერთოდ რომ არ არის ყველამ კარგად ვიცით,სიტი პსჟ ნათელი მაგალითი და ბორუსია ატლეტიკო იმის მაგალითი თუ რა უფრო მნიშვნელოვანია,ასე რომ მე პირადად ესე წვალებით და პატარა ნაბიჯებით მირჩევნია წარმატებას მივაღწიოთ ვიდრე იუვეში ვიღაც არაბი იყოს მმართველი :forza:

Giorgi kasrashvili
9 years ago
Reply to  lasha dolidze

mainc vemsgavsebit inters dzma…
radgan juveshi italielebi ar undst da mohyavt fgadamtielebi…
gabi
imobile gaushves da morata coman gvyavs…
kramarichi mxitariani dragovichebi da vidichebi undat roca darmiani zaza berardi rugania ager da tan am 4 idan 3 chven gvekutvnis…

egaa italieloba??? 4-5italielia sastavshi da danarcheni ucxoeli… male pirlo bufoni wava da 4-5 1-2 italielze dava da ucxoelebit gatenian gunds…

lasha dolidze
9 years ago

მე მაინც იმის იმედი მაქვს რო ტრადიცია არ დაირღვევა და იტალიის ნაკრების ძირითადი ბირთვი იუვეს ფეხბურთელები იქნება… და შენ რასაც ამბობ მაგას მრავალი მიზეზი აქვე,პირველ რიგში მე როგორც ვხედავ და ჩემი აზრია რო უბრალოდ არ სჯერათ და არ ენდობიან იტალიელებს რადგან ახალი თაობის დონე აშკარად არ არის მაღალი,ერთი ალბათ ვერატი იქნება მსოფლიო დონის,დანარჩენები საშუალო… და ამიტომ ურჩევნიათ უცხოელებს ენდონ და მორატაში 20 მილიონი გადაიხადონ რაც დიდი სისულელეა) თუმცა აქვე დავამატებ,არც იმობილესი და არც ძაძასი მე არ მჯერა) სასუოლოში თამაში ერთია და იუვეში მეორე,ჯოვინკო ყველაზე კარგი მაგალითი… თუმცა ძაან დიდი შანსია მე ვცდებოდე და ძაძამ იუვეშიც გაქაჩოს რაც ძაან გამიხარდება :forza:

vakhtang karchava
9 years ago

მართალია დირექტორთა საბჭოზეა გადამწყვეტი სიტყვა,მაგრამ მაროტაც არა მგონია ძლიერი მენეჯერი.ვინ წყვეტს მაგალითად ალექსისში 20 მილიონი რომ ზედმეტია? თუ მაროტა,მაშინ ბრიყვი ყოფილა და თუ ზემოთ,მაშინ იმდენი ავტორიტეტი მაინც უნდა გქონდეს გენერალურ მენეჯერს,რომ 2-3 მილიონის დამატების არ უნდა გეშინოდეს,ვაითუ ტყავი გამაძრონო))!!ბევრი აქ ანიელის მიმართ აგრესიას გამოხატავს,მაშინ ვისი იმედი უნდა გვქონდეს? მე მაინც მიმაჩნია რომ ყველაზე “ჩვენიანი” მანდ მაინც ანდრო და პავლე )) არიან(თამაშის დროსაც იგრძნობა,თუ ვის უყვარს ყველაზე მეტად იუვე).მართალია ანიელი ყველაზე მსხვილი აქციონერია,მაგრამ გადამწყვეტი ხმის უფლება არა აქვს.არადა ანდრეას ფული ნაღდად არ უჭირს იმდენად და საკმაოდ ამბიციური პიროვნებაა,ბოლობოლო ყველაზე მეტად მისი დამსახურებაა კლუბი ჭაობიდან რომ ამოვიდა! მისი გეგმა იყო კლუბის ევროპის… Read more »

vakhtang karchava
9 years ago

დიდი იმედი მაქვს,რომ საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს და იუვე დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს გრანდთა შორის!!! :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Tornike Iosava
9 years ago

სწორი ხარ ასეა თუ ისე მაგრამ ანიელის როგორ ჩანს ისეთი ავტორიტეტი არ აქვს აქციონერებთან როგორიც საჭიროა ნუ შეიძლება ეგ იმას დავაბრალოთ რო შარშან ჯგუფში ჩარჩნენ + ევროპალიგინდა გამოვარდნენ სავარაუდოდ მაგან ძალიან იმოქმედა მაგ ამბავზე აი წელს ესენი თუ მეოთხედ ფინალში გავლენ ან იმის იქითაც დარწმუნებული ვარ აქიონერებს მაგრად მოთხოოვს და მართალიც იქნება თუ არა და მოიწვევას შეიხებს და მერე ქე გვეშველება

9 years ago

ალეგრისაც კონტესავით ამოუვა ერთხელაც ამათი სატრანფეროინერტულობა და ეგეც წავა გუნდიდან

emzari beridze
9 years ago

magari statia,tu rames migweva ginda pogbas donis igroki ar unda gaushva.rac ar unda mayuti gadaixadon.verati magaria magram pogbas ver shecvlis.saertod frangebi ro iyo juveshi mudam vazanzarebdit evropas da vacalod am pogbasac ro eg gaaketos.me magra mjera am igrokis da ro shevinarchunod male ligas gavxevt

nika chigladze
9 years ago

პოგბას გაშვება ნამდვილად სისულელეა. ადრე არ ღირდა ფეხბურთელები ესეთი ფასები. სანჩესი 35 მილიონი ნაღდად არ ღირდა. არც სნეიდერი ღირს 20 მილიონი 12-13 -ის გადახდა შეიძლება.

delpieronedved
9 years ago

პოგბას გაყიდვა დაუშვებელია, არსენალია თუ იუვენტუსი ბოლობოლოს, პოგბა უნდა დატოვონ და თუ ვერავის ყიდულობან ბელჰანდა იყიდონ და ეგ არის

jek17
9 years ago

იუვეზე ერთი რო დასცდეთ იყიდებაო ეგრევე იყიდის ვინმე ფაშა და ეშველება გუნდს თუნდაც მაროტა დატოვოს თავის ადგილზე,ესენი ფულის დამხარჯველები არ არიან

Tornike Iosava
9 years ago

ისე რეალურად რომ დავფიქრდეთ მაროტა ისეთ თამამ შეთავაზებას ვერ აკეთებს როგორიც საჭიროა მოჯის ზურგიც ქონდა და იცოდა რო გადაიხდიდნენ დიდ თანხას და თამამადაც ესაუბრებოდა ყველას აი ამას რისი იმედი უნდა ქონდეს??? პრეზიდენტი ეუბნება გადაიხადე სიტყვაზე ავიღოთ სანჩესზე უთხრეს გადაიხადე 20 იო ეტილავება ამ 20 მილიონს რა უნდა ქნას ზურგი არ აქვს აბა ეთქვათ 30 40 ჰო აჯახებდა ნორმალურად?? კანეშნა აჯახებდა როცა არ გაძლევენ ფულს მენეჯერს რას ვერჩით რამე რო იყოს და ამას მისცე იმენა 100 მილიონი დარწმუნებული ვარ კაი კამანდას მოიყვანს მაგრამ არ აძლევენ ანიელი ჟმოტია ელკანი ორჯერ ჟმოტია და + დალშე აქციონერებიც ჟმოტები არიან… მართლა არაბი ინვესტორები რო მოიყვანონ… Read more »

jek17
9 years ago
Reply to  Tornike Iosava

მოჯიმ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა რომ მას ანიელისთვის ფული არასდროს მოუთხოვია,ის ამას თითონ აგვარებდა ბიუჯეტით და გუნდის ბიუჯეტიც თუ ამათ ხელში არ არის აბა რის მფლობელები არიან მაშინ

Gio Darja
9 years ago

აქ ბევრს ვერატის მოსვლის გამო უნდა პოგბას გუნდიდან წასვლა, მაგრამ ვერც კი ხვდებიან რამდენად დიდი ფეხბურთელია პოგბა ვერატისთან შედარებით, შეიძლება ვერატის შეუძლია ბურთის გათამაშება, მაგრამ რეალურად პოგბა ათჯერ მეტ სარგებელს მოუტანს გუნდს ვიდრე მარკო, არანაირი ფულის გამო არ შეიძლება პოგბას წასვლა, არ აქვს აზრი წინახაზის გაძლიერებას პოგბას გაშვების ხარჯზე, შუახაზში ეს ფიზიკური უპირატესობაა, შორიდან დარტყმის პლიუსია, ტექნიკაა, სასწაულია ეს კაცი 21 წლის ასაკში, ნებისმიერი ახალგაზრდა მასზე რამდენიმე თავით დაბლა დგას..

arseni
9 years ago

მაშინ თუ ასეთი გაღატაკებულები არიან მოიწვიონ არაბი ინვესტორები და პატარას შეაშველებენ ხელს

lasha naxucrishvili
9 years ago

პოგბას გაშვება მართლაც რომ შეცდომა იქნებოდა თან მაგარი.
მაროტა კი არა ანიელი და ის ვითომ იუვენტინოა დამნაშავე სატრანსფერო თანხას რო არ ყოფენ! ანიელი და ეს საფრთხობელა ჟმოტი ჯონ ელკანი :down: .მაროტა ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე.

| Newsphere by AF themes.
37
0
Would love your thoughts, please comment.x