ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”ვამაყობ საკუთრი ფეხბურთელები”

“ჩემი შეგირდები ნამდვილად იმსახურებენ შექებას, რადგან მეოთხე სეზონია ზედიზედ სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. ვფიქრობ, ეს რეალურად დიდი მიღწევაა. არ ყოფილა იოლი დაპირისპირება და თან წარმოიდგინეთ რამდენიმე დღის უკან ეს მეტოქე 6-1 გვყავდა დამარცხებული. დღევანდელ შეხვედრაში კი მეტოქეს ჰქონდა 3-4 კონტრ შეტევაში ბურთის გატანის საშუალება, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ყველაზე მეტად კი იმ ფაქტმა გამახარა, რომ ჩვენი კარი აუღებელი დარჩა. ბოლო პერიოდში ამის გამო საკმაოდ ვბრაზდებოდი. შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვიცი რომ ამ გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია და მერწმუნეთ ჩვენთან დაპირისპირები არცერთი მეტოქისთვის არ იქნება იოლი გასეირნება”– საუბრობს მატჩისშემდგომ პრესსკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრი.

“ჯერჯერობით ყველაფერი კარგად ვითარდება. ჩემპიონატს ვლიდერობთ, იტალიის თასსზე და ჩემპიონთა ლიგაში კი მომდევნო ეტაპზე გავედით. ერთადერთი დასანანი ფაქტი რა თქმა უნდა სუპერ თასსზე პენლებში დამარცხება იყო. წინ გრძელი გზა გველის, რომლის განმავლობაშიც არა ერთხელ იქნება რთული ეპიზოდები. არ დაგავიწყდეთ, რომ ფრედ დასრულებული სერიების შემდეგ ჩვენ საერთოდ ჩამოგვწერეს. მახარებს ის გარემოებაც, რომ გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციებში მყავს”.

“ჩემი პირადი მოსაზრებით მორატა არის დაჯილდოებული გამორჩეული ტექნიკური არსენალით. იგი მოვიდა მადრიდის რეალიდან, სადაც ორიენტირებული იყო გოლების გატანაზე. დღეს კი ესპანელს უფრო მეტად პარტნიორებზე თამაშის სწავლა უწევს. მთავარია, რომ მან მატჩის განმავლობაში ზუსტად გადაანაწილოს ძალები და აქტიური იყოს მთელი 90 წუთის მანძილზე”.

“ჩვენი ურთიერთობა პოგბასთან წააგავს ვეტერანთან დიალოგს. ხშირად ვურჩევ თუ რომელ პოზიციაზე უფრო მეტად წარმატებულად გაირჯება. დღეს მან ფეერიული მატჩი გამართა. იმისათვის, რომ მოიპოვო ოქროს ბურთი აუცილებელია, რომელი დიდი ტიტულის მოპოვება- მაგალითად ჩემპიონთა ლიგის ან სანაკრებო დონეზე მუნდიალზე გამარჯვება. ბუნებრივია მას ყველაფერი აქვს, რომ ამ მიზნებს შეწვდეს”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
9 years ago

4-3-1-2 ტაქტიკამ გაამართლა.გუნდმაც კარგად მოირგო და კარგი იქნება,თუ განავითარებს. მორატასთან ერთად გაცილებით მრავალფეროვანი გახდა შეტევა,თუ გოლის გატანასაც დაამუღამებს(რაღაც იბნევა ბოლო მომენტებში) ძირითადი გარანტირებული ექნება. აღსანიშნავია პერეირას თამაშიც,ალეგრიმ უპოვა სწორი პოზიცია,საშემსრულებო ოსტატობაც გამოჩნდა მისი ორი დიდებული გოლით(რატომღაც არავის აღუნიშნავს))),სტაბილურობას თუ მოუმატებს დიდი კონკურენტი გამოუჩნდება ნახევარდაცვას მისი სახით,არ დაგვავიწყდეს კომანიც და როგორც ამ თამაშებიდან გამოჩნდა აქვს ამ გუნდს მეტი პოტენციალი! …და კიდევ პადოინსაც სჭირდება მეტი სათამაშო დრო))) :forza: :forza: :forza:

jek17
9 years ago

პადოინს პირველ რიგში

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x