ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა :”მაქსიმალურად ვეცდებით პოგბაზე ყველა წინადადების დაბლოკვას”

“ჩვენ უკვე მივეჩვიეთ გუნდის შენებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ხოლო ზამთარში ამის საჭიროება პრაქტიკულად არ დგას. ბუნებრივია, რომ გამოჩნდეს ხელსაყრელი წინადადება უარს არ ვიტყვით, მაგრამ სიმართლე გითხრათ ჯერჯერობით ბაზარზე არაფერი არ ხდება ჩვენთვის საინტერესო”– საუბრობს ჟურნალისტებთან ბიანკონერის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა. აქვე მას კითხვა დაუსვევს სებასტიან ჯიოვინკოს თაობაზე, რომელიც კარიერას სავარაუდოდ კანადაში განაგრძობს. მათ სებას ზღაპრული ხელშეკრულება შესთავაზეს და იტალიური პრესის ინფორმაციით უკვე ყველა დეტალი არის შეთანხმებული: “ამ მოლაპარაკების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ”.

ბოლო პერიოდში არ წყდება საუბარი პოლ პოგბასთან დაკავშირებით. ფეხბურთელის მიმართ ინტერეს უკლებლივ ყველა ევროპული გრანდი იჩენს. ზაფხულში სავარაუდოდ სერიოზული აუქციონი გაიმართება ფრანგის სანაცვლოდ, თუმცა მაროტა და კომპანია ყველა ღონეს ხმარობენ მის შესანარჩუნებლად:

“სწორი სატრანსფერო კულტურა ასევე ქადაგებს უარის თქმას ზღაპრულ შემოთავაზებებზე. პოგბა დღეისათვის არის გამორჩეული ფიგურა ნებისმიერი ტოპ გუნდისთვის. თუმცა, ჩვენ არა ერთი წინადადება ვუარყავით და მომავალშიც იგივეს ვაპირებთ. გვსურს შევიძინოთ საჭირო და დიდი ფეხბურთელები და არა გავყიდოთ”.

“დღეისათვის ერთი მიზეზიც კი არ არის ფრანგის სხვა გუნდში გადასასვლელად. მეორეს მხრივ რთულია კონკურირება ისეთ სახელფასო შემოთავაზებებთან, რომლებიც ესპანურ და ინგლისურ კლუბებს გააჩნიათ. პსჟ? არანაირი კონტაქტი არ გვქონია მათთან”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
snuff-juve
9 years ago

კაია როარ აინტერესებს სხვა შემოთავაზებები მარა ამ ზაფხულში ჯობია მოუმატონ ხელფასი 5 მილიონამდე მაინც :forza:

daviti0
9 years ago

რაიოლას წილი ეკუთვნის ხელფასის პროცენტიდან და იასნია ურჩევნია დიდი სახელფასო ჭერის გუნდში იყოს ვიდრე იტალიურ გუნდში, მაგრამ თვითონ პოგბამ უნდა დააყოლოს ჭკუა. მგონია რომ უახლოეს წლებში პოგბას სადმე გადასვლით იგივე დაემართება რაც კაკას, ტორეს, შევჩენკოს და ა.შ. სანამ ზიდანის დონეზე არ მივა არ უნდა გადავიდეს არსად. აი მსოფლიოს საუკეთესო როცა გახდება მაშინ შეუძლია გადავიდეს და იქ უკვე პოგბა კი აღარ მოერგება გუნდს, გუნდი მოერგება პოგბას და ადაპტაციაც არ გაუჭირდება, ნიჭსაც უკეთესად გამოავლენს. :juventus:

iuve93
9 years ago
Reply to  daviti0

ar unda gayidon vapshe,tu zidanis done gaxdeba chventan iyos.rato unda gavyidot

vakhtang karchava
9 years ago

კარგი სიტყვაა,თუ მასე ფიქრობს! ხელფასი რა თქმა უნდა მოუმატონ თანდათან,1-2 მილიონი მისთვისაც სტიმული იქნება. ყველაზე დიდი პრობლემა რაიოლაა,თავგზას უბნევს ბავშვს)),ერთი ყურის აწევა არ აწყენდა მაგას))

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x