ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტევესი :”ჯერჯერობით არაფერი გადამიწყვეტია”

“მთავარი სასიხარულო ინფორმაცია არის, რომ მოედანზე ვმოქმედებდით როგორც ერთიანი გუნდი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მანევრირება და მოქმედება იყოს ურთიერთ შეთანხმებული. ურთიერთშეთანხმებული 23 ფეხბურთელის და არა მხოლოდ სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 11-ის. თითოეულ ჩვენთაგანს აქვს ერთი მიზანი და მისთვის ყველაფერს გავიღებთ. რაც შეეხება პოგბას მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ და უფრო მეტიც იგი ყოველ დღე მაკვირვებს. რას და რამდენს მიაღწევს ეს ყოველივე მხოლოდ მასსზეა დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს არა ჩვეულებრივი შანსი დავწეროთ დიდი ისტორია ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ფეხბურთელები, ხელმძღვანელობა და ტიფოზები ვოცნებობთ ამ მიღწევაზე. ისეთ გუნდთან ერთად როგორიც ჩვენია ეს ოცნება შეგვიძლია, რომ რეალობად ვაქციოთ”– საუბრობს კარლოს ტევესი, რომელიც საუბრის ბოლოს ასევე შეეხო კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს.

“დღევანდელ დღეს ნამდვილად არ ვფიქრობ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. უბრალოდ არ ვფიქრობ და არ ვუთმობ დროს. ნამდვილად არ მიყვარს ადამიანების მოტყუება და ხუთ წლიანი კონტრაქტის გაფორმება, ხოლო შემდგომ ნერვიულობა იმაზე თუ როგორ დავტოვო ვადაზე ადრე აქაურობა. ბუნებრივია შეიძლება გადავიფიქრო, რადგან ტურინში თავს როგორც სახლში ისე ვგრძნობ. არანაირი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული მომავალთან დაკავშირებით. უბრალოდ ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა ბოკაში დაბრუნება, ოღონდ ჯერ არა”.

8 thoughts on “ტევესი :”ჯერჯერობით არაფერი გადამიწყვეტია”

    1. თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის ზაფხულში,ივნისში ეწურება კონტრაქტი და იუვეს კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი უთხრაო.რავი თუ მართალია წარმატებები სებას. :forza: :forza:

      1. როგორც ხედავთ ტორონტოსაც ჰყოლია “თავისი მაროტა”, ანუ ტორონტოს “დირექტორმაც” თავისუფალი აგენტი მიიყვანა თავის გუნდში :)))))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.