ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე :”არ უნდა დავკარგოთ კონცენტრაცია”

ფერნანდო ლორენტეს მოსაზრებით, ბიანკონერიმ არაფრის დიდებით არ უნდა მოადუნოს ყურადღება მას შემდეგ რაც გაზარდა ქულთა სხვაობა დედაქალაქურ რომასთან სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გასულ უქმებზეე ტურინელებმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაამარცხეს ვერონა და უკვე ხუთი ქულით უსწრებენ ტოტის და კომპანიას: “ჩვენთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ეხლა უკვე ხუთი ქულით ვუსწრებთ კონკურენტს, მაგრამ მან არა ერთხელ დაგვანახა, რამდენად ძლიერია. პიკზე უნდა ვიმყოფებოდეთ, რადგან ნებისმიერი ფეხის დაცდენა ისეთ თავსატეხებს შეგვიქმნის, რომელიც ნამდვილად არ არის ამ ეტაპზე სასურველი. ჩემპიონთა ლიგა? ვფიქრობ, გარკვეულ ასპექტებში მოსამატებელი გვაქვს, მაგრამ იგივეს თქმა შემიძლია დანარჩენ კლუბებზეც. რაც არ უნდა იყოს აქ ასპარეზობა უკვე ნიშნავს მაღალ დონეზე თამაშს”.

წყარო:  Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gela kulikovi
9 years ago

:forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x