ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : ჯიოვინკო სეზონის ბოლოს “ტორონტოს” შეუერთდება

მიმდინარე სეზონის ბოლოს ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, სებასტიან ჯიოვინკო თავისუფალია აგენტის სტატუსით “ტორონტოს” შეუერთდება, ინფორმაცია კანადური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.იტალიელი ფორვარდი სავარაუდოდ ჩრდილო ამერიკელებთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ამ წლების მანძილზე სულ 34-36 მილიონ ევროს გამოიმუშავებს : “ორშაბათს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სეზონის ბოლოს გუნდს იტალიელი შემტევი, სებასტიან ჯიოვინკო შემოუერთდება.დასრულდება თუ არა იტალიაში საფეხბურთო სეზონი, მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და კანადას მიაშურებს”. ინფორმაცია “ტორონტოს” გენერალურმა დირექტორმაც დაადასტურა : “ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი მატებაა, ჯიოვინკო კარიერის საუკეთესო პერიოდში იმყოფება და ბედნიერებაა, რომ ჩვენით დაინტერესდა.სებას დამატება არაერთ გუნდს სურდა ევროპის მასშტაბით, თუმცა შეთანხმება მასთან ჩვენ მივაღწიეთ და როგორც კლუბს, ისე გულშემატკივრებს მნიშვნელოვანი ძალა შევმატეთ”. ტრანსფერს თავად სებასტიან ჯიოვინკოც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა : “მოხარული ვარ, რომ ტორონტოსთან გავაფორმე კონტრაქტი, მოუთმენლად ველი ზაფხულს და ახალ გუნდში გადასვლას.ამ გუნდის შესახებ ბევრი მსმენია, ახლა მაქვს საშუალება, საკუთარი თვალით ვიხილო ეს ყველაფერი.თუმცა, ზაფხულამდე არის დრო, მანამ “იუვენტუსის” ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბისთვის მთელი სულითა და გულით დავიხარჯები, გულშემატკივრებს კიდევ ბევრ სიხარულს ვაჩუქებთ.”

წყარო : Football Italia

21 thoughts on “ოფიციალურად : ჯიოვინკო სეზონის ბოლოს “ტორონტოს” შეუერთდება

  1. 5 წლიანი რატო გააფორმა? არ მგონია ეს დიდხანს დარჩეს კანადასი, მაქსიმუმ მომავალ ზაფხულს დაბრუნდება ევროპაში, დი დაცინით თქვენ სებას მარა ბევრი მაგაზე ცუდი ფეხბურთელი თამაშობს კარგ ევროპულ კლუბში, თუნდაც მენეზი, ვერაფრით ვერაა სებაზე უკეთესი, მილანის ფანებს რო ამომავალი ვარსკვლავი გონიათ :lool:

  2. არ ვიცი ძმაო მე იმიტომ დავწერე სისულელე გააკეთა მათქი რომ სტატიაში წერია ამ წლებში მიიღებს 8.6 მილიონსო. თუ წელიწადში მაგდენს აძლევენ წავიდოდა აბა რას იზავდა და არც არავინ არ გაამტყუნებს იმიტომ რომ იტალიაში ყველაზე დიდი ხელფასი თუ არ ვცდები 5.5 მილიონი აქვს ისიც ერთი ორ ფეხბურთელს. მაგრამ არამგონია წელიწადში გადაუხადონ მაგდენი. თუ ვინმემ იცით დაწერეთ სიმართლე.

    1. 10 მილიონი დოლარი წელიწადში,თან უფლება გვექნება უფასოდ იჯარის წესით ვათამაშოთ ზამთარში,მანდ დიდი შესვენებაა ზამთარში…

  3. და რატომ გააკეთა სისულელე? რა ფეხბურთელია ჯიოვინკოა ეხლა? 45 მილიონ ევროს აიღებს 4-5 წელიწადში და ეს დიდი ფული არ არის? დიდი კი არა მე რომ მკითხოთ ტიპი მაგარ მაყუთს მოღუნავს და იქნება ბედნიერი )) სად უნდა წასულიყო? რომელიღაც იტალიურ გუნდში სადაც მიკოლის პონტში იქნებოდა და წლიურად 1.5 მილიონი ევრო და პლიუს ბონუსები? )) კარგით რა ) ლიგის მომგები ეგ არ იყო და ასნავნოიში კიდევ ვერცერთ ტოპში ვერ მოხვდებოდა ) იტოგში ტიპს მაგარი ტუზი დაეცა რა )))

    1. არა, 8.6 მილიონი 4 წელზეა გათვლილი, წლიური არ მგონია იყოს.
      თუ წელიწადშია 8.6 მილიონი, მაშინ იასნა წავიდოდა

        1. იასნად წელიწადში და პლიუს კონტრაქტში აქვს პუნქტი ) +1 წელზე ზემოდან კიდე 10 მილიონი )) გეუბნებით ცხოვრება აიწყოთქო )

          1. სტატიაში ეგრე წერია რომ ამ წლებში გამოიმუშავებს 8.6 მილიონსო

  4. უკვე ნათელი გახდა, რატომ არ ათამაშებენ სებას ძირითადში…
    როცა გუნდი შენთან ერთად მომავალს არ გეგმავს, უნდა წახვიდე.
    თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჯოვინკო იტალიის ამომავალ ვარსკვლადად დარჩა, ჯერ მაინც ადრე იყო ამისთვის კანადა

  5. სისულელე გაუკეთებია ტორონტოში შეიძლიბა წახვიდე 35-36 წლის რომ იქნები. ხელფასიც დიდი არაფერი მიუციათ. მაგას თავისი ძალის დამტკიცება თუ უნდოდა იტალიაში თუ არა ევროპაში მაინც უნდა დარჩენილიყო

    1. შეიძლება კანადა-ამერიკამ მოხიბლა. შეიძლება ევროპა არ უნდოდა, ან შეიძლება საერთოდ არც არსენალი და არც მისი დონის გუნდები იჭრიდნენ ვენებს სებას დასათრევად…….. მიზეზი კიდევ შეიძლება იმდენი იყოს…. რაც ჩვენ არ ვიცით. მხოლოდ ფაქტი ვიცით, სება მომავალი სეზონიდან ტორონტოს ფეხბურთელია

  6. ეს საგა დასრულდა როგორც იქნა. სებას წარმატებებს ვუსურვებ. იუვეში სკამის ხეხვას ტორონტოს 10-იანობა ნამდვილად სჯობია.
    თან იუვეს წინააღმდეგ თამაშიც არ მოუწევს და გოლსაც ვერ გაგვიტანს :))))) იქ თუ მუდმივად ძირითადში იქნება ვნახავთ მის რეალურ ძალას და თუ მართლაც იმაზე მეტი შეუძლია ვიდრე იუვეში გამოავლინა, მაშინ ნაკრებშიც გამოიძახებენ. ასევე სხვებს უფრო მეტი დრო მიეცემათ სათამაშოდ
    ფორცა იუვეეეეე………..

    1. როგორც ხედავთ ტორონტოსაც ჰყოლია “თავისი მაროტა”, ანუ ტორონტოს “დირექტორმაც” თავისუფალი აგენტი მიიყვანა თავის გუნდში :)))))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.