ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რაიოლა ფიფას პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს!

გენიალურმა ჰოლანდიელმა საფეხბურთო აგენტმა, რომლის ფესვები იტალიიდან მოდის მინო რაიოლამ გადაწყვიტა ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მისი სიტყვებით მსოფლიო ფეხბურთს დაუყონებლივ ესაჭიროება კარდინალური ცვლილებები:

“ფიფას უკვე წლებია ვაკრიტიკებ, მაგრამ დროა ჩავერთო საქმეში. კომპრომისის დრო დასრულდა! ის რასაც ფიფა და ბლატერი ფეხბურთის წინააღმდეგ ახორციელებენ გულს მტკენს. ფიფა უნდა იყოს ორინტირებული გულშემატკივარზე, პროფესიონალ და მოყვარულ ფეხბურთელებზე. უნდა იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ არ არიან. და საერთოდ როგორ ბედავენ ემირატებში მუნდიალის ჩატარებას და თან ბილეთის ფასი 150 ევრო ეღირება! ეს ხომ სირცხვილია! ფიფა საღამოს აწყობს სხვის სახლში და თან კოლოსალურ თანხას ითხოვს შესვლაზე. ამით ხომ მფლობელს ფაქტობრივად 0-ზე ტოვებს. ეს მარაზმი დაუყონებლივ უნდა შეწყდეს. ჩემმა 12 წლის შვილმაც კი იცის, რომ ფიფაში კარგი არის მხოლოდ ვიდეო თამაში და მეტი არაფერი”.

“ისიც კი ვერ გამიგია თუ როგორ უნდა უჭერდეს რამდენიმე საფეხბურთო ფედერაცია მხარს ბლატერს. თუ ისინი ბლატერს უჭერენ მხარს, მაშინ არჩევანს კომუნისტურ კორეაზე აჩერებენ. თუ ჩემზე მაშინ დემოკრატიულზე. თავდაპირველად ვიქნები სპილო მოკრძალებულ პოზიციებზე, თუმცა მზად ვარ ვისწავლო. თქვენ დემოკრატი გესაჭიროებათ თუ დიქტატორი? იმ შემთხვევაში თუ ვერ მოვახერხებ მონაწილეობას ეხლა, მაშინ ამას 4 წლის შემდეგ ვიზავ. თუმცა, მე ნამდვილად ვიპოვნი ხუთ ისეთ ფედერაციას, რომლებიც დამიჭერენ მხარს. ვინები არიან ესენი? ჯერჯერობით თავს შევიკავებ, რადგან არჩევნებამდე შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
9 years ago

ერთ რამეს მართალს ამბობს : ბლატერი და მისი ხროვა მსოფლიო ფეხბურთის დაუძინებელი მტრები არიან

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x